გორში ტატულაშვილების კერამიკის მუზეუმი გაიხსნა. გორის მერიის ცნობით, ღონისძიება გორის მკვიდრი კერამიკოსის, გივი ტატულაშვილის სახელოსნოში გაიმართა.
აქვე განთავსდა მუზეუმიც, რომელიც გორში ჩამოსულ ტურისტებს მოჭიქული კერამიკის წარმოების გორულ ტრადიციებს გააცნობს. მუზეუმის გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ექსპოზიციის დამთვალიერებლები დაესწრნენ.
„გორის კერამიკულ ნაწარმს დიდი ხნის ისტორია აქვს....
2020 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში, სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომელზეც თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს.
მან ისაუბრა ბიუჯეტის შესახებ და უპასუხა კითხვას ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით, რომ თანხების არასწორი ხარჯვის გამო მერის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.
"ოპონენტები სხვას რას იტყვიან? - ისინი ამისთვის არიან, რომ ასეთი რაღაცები ილაპარაკონ. თუ ბიუჯეტი გაინტერესებთ, ამაზე შემიძლია განმარტებები გავაკეთო. თუ...
ფილმი მომზადებულია "ინდიგოს" მიერ ღია საზოგადოების ფონდის დაკვეთით.
უსახლკარობის პრობლემებზე კვლევებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულებზე:
საცხოვრისის მუნიციპალური სერვისები საქართველოში
უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები – საერთაშორისო მიმოხლივა
გამოსახლების სტანდარტები და საუკეთესო გამოცდილება
შიდა ქართლში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ტექნიკური აღჭურვის პროგრამა დასრულდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ცნობით, პროგრამაა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომლობით განხორციელდა.
სააგენტოს ცნობით, ტექნიკური აღჭურვის პროგრამა დასრულდა სამცხე-ჯავახეთშიც.
ორივე რეგიონის მუზეუმებისა და მუზეუმ ნაკრძალების ადმინისტრაციებში ამოქმედდა პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტები. საჭირო მედიკამენტებით არჭურვილ სივრცეებში დღეიდან ვიზიტორებს სპეც. პერსონალი მოემსახურება, რომლთაც პირველადი დახმარების გაწევის სატრენინგო კურსი უკვე გაიარეს....
გორის მერია წლის ბოლომდემდე დამატებით 1,4 მლნ ლარს მიიღებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებას დღეს აცნობეს, წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.
გორის მერი კოტე თავზარაშვილი აცხადებს, რომ პროცედურულად. თანხა თავდაპირველად ბიუჯეტში უნდა აისახოს. ბიუჯეტში ასახვას კი, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის გამართვაა საჭირო. საკრებულს რიგგარეშე სხდომა, 2019 წლის 27 დეკემბერს გაიმართება.
,,ბიუჯეტში თანხის ასახვის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ უკვე ხელშეკრულებების გაფორმებას. სამუშაოები, რა თქმა უნდა,...
საცხოვრისიდან გამოსახლება საქართველოში არაერთი ოჯახის პრობლემაა. ჯანმრთელობის დაცვის სათანადო სისტემის არარსებობის თუ სხვა იძულებითი გარემოების შედეგად აღებულ სესხებს ადამიანები, ხშირად, ერთადერთი საცხოვრისით უზრუნველყოფენ და უსახლკარობის რისკის წინაშე დგებიან. ამის მიუხედავად, საცხოვრისიდან გამოსახლება არ შეიძლება გახდეს ადამიანის უსახლკარობის მიზეზი, თუ სახელმწიფოს სოციალური სისტემა ადამიანზეა ორიენტირებული, გამოსახლების საერთაშორისო სტანდარტებს ითვალისწინებს და სათანადო სერვისებს სთავაზობს მოქალაქეებს.
ღია საზოგადოების ფონდის მიერ წარმოდგენილი კვლევა გამოსახლების...
საცხოვრისიდან გამოსახლება საქართველოში არაერთი ოჯახის პრობლემაა. ჯანმრთელობის დაცვის სათანადო სისტემის არარსებობის თუ სხვა იძულებითი გარემოების შედეგად აღებულ სესხებს ადამიანები, ხშირად, ერთადერთი საცხოვრისით უზრუნველყოფენ და უსახლკარობის რისკის წინაშე დგებიან.
საქართველოში უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისის საკითხი წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებულ პრობლემას წარმოადგენდა. 2017 წელს, ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით, უსახლკარობის მიზეზებისა და საბინაო პოლიტიკის შესახებ პირველი კვლევები ჩატარდა, რამაც შექმნა საფუძველი, რომ...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვისათვის მერიამ 443 188 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სწორედ ამ თანხაში უნდა უზრუნველყოს გამარჯვენბულმა კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში 11 მანქანის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.
პრეტენდენტი ვალდებულო მომსახურებაში იქნება ავტომობილებს გაუწიოს შემდეგი სახის ტექნიკური მომსახურება:პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება;
შეკეთებასთან დაკავშირებული ყველა ტიპის მომსახურება.
აღნიშნული მომსახურება მოიცავს შემდეგს: სათადარიგო...
"ჯერ ოფიციალური დოკუმენტი ჩვენ არ გვაქვს, რომ დაგიდასტუროთ ეს ინფორმაცია" - შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთას საუბრისას აცხადებს სტალინის სახლ-მუზეუმის წარმომადგენელი ქეთევან ახობაძე.
დღეს ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გორში, საბჭოთა ბელადის სახლ-მუზეუმის გვერდით მდგარ ვაგონს კულტურული მამკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
qartli.ge ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად მუზეუმს დაუკავშირდა:
,,ქალბატონი ლიას ინიციატივით, (ლია ოქროპირიძე - მუზეუმის დირექტორი) ჩვენ მოვითხოვეთ ამ ვაგონისთვის ძეგლის სტატუსი მინიჭება, რადგან მიგვაჩნია, რომ...
ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე, რომელმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, მოყვარულმა დიზაინერებმა მორთეს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
ანა ღულაძე პროფესიით ეკონომისტია, ნინო ჩხენკელი ინჟინერ-ტექნოლოგი დიზიანის განხრით, ანა რევიშვილი მხატვარ-დიზაინერი.
ისინი ქუთაისის მერიის კულტურის გაერთიანებაში მუშაობენ.
ამბობენ, რომ მთავარი ნაძვის ხის არსებული დიზაინით მორთვის ინსპირაცია კოლხურ შადრევანი იყო, რომელიც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს. ქუთაისის მთავარი ნაძვის ხეც სწორედ კოლხურ თემატიკაზე აწყობილი დიზაინითაა მორთული, რომელსაც თავზე...
ყვარელში, “საახალწლო სოფელში, სოციალური სახლი “აჩუქე ახალი წელი” ამოქმედდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
ყვარლის „„მერიაში განმარტავენ, რომ 25-დან 30 დეკემბრის ჩათვლით სოციალურ სახლში ნებისმიერ მსურველს შეეძლება დატოვოს საოჯახო ნივთები, ტექნიკა, ტანსაცმელი, პროდუქტი და ა.შ. უწყების ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში შეგროვილი ნივთები სოციალურად დაუცველ ოჯახებს 31 დეკემბერს გადაეცემა.
“სოციალური სახლი გუშინ, საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე ამოქმედდა. სოციალურ კამპანიაში მონაწილეობა ნებისმიერ...
თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, ზღვისუბნის საქალაქო მნიშვნელობის პარკის პროექტის საჯარო განხილვა ახალგაზრდების ჩართულობით მოეწყო.
როგორც თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, „ზღვისუბნის საქალაქო პარკი“ ახალგაზრდების ინტერესებისა და ხედვის გათვალისწინებით მოეწყობა. დეპუტატის თქმით, საჯარო სივრცეების მოწყობისას გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ხედვა, რომელიც სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მქონე მოქალაქის საჭიროებებს გამოხატავს.
„2 წლის წინ დედაქალაქის მერთან ერთად განვიზრახეთ, შევჭიდებულიყავით თემქის ხევის...
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ბუნებრივი აირის გადასახადის დასაფარად მთავრობამ 3 მლნ-მდე გამოყო
ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით 3 მილიონამდე ლარი გამოიყო. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
პრემიერის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, 193 800 ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო და იმ ოჯახებისთვის არის გათვალისწინებული, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული ბუნებრივი აირის აბონენტად.
ზემოაღნიშნული თანხიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია - 76 400 ლარი, ონის მუნიციპალიტეტისთვის - 54 800...
ბათუმში, საბავშვო ბაღების დეფიციტია. 1500-ზე მეტი აღსაზრდელი ჩარიცხვის მოლოდინშია. რას უკავშირებს არსებულ პრობლემას, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი? და რა მიზეზს ასახელებს, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი? გათვალისწინებულია თუ არა ახალი ბაღების მშენებლობა მომავალი წლის ბიუჯეტში? ამ თემაზე სიუჟეტი ტვ25-მა მოამზადა.
როგორც ადგილობრივი აღნიშნავს, ბათუმის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისათვის თავისუფალი ადგილი არ არის. ნინო გრიგორიანის თქმით, ჩარიცხვის მოლოდინში...
საერთაშორისო რეიტინგები მოწმობს, რომ ბათუმი არის ადგილი, სადაც უნდა ჩაიდოს ინვესტიცია, სადაც უნდა წავიდეს ადამიანი დასასვენებლად, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში „მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.
აჭარაში „მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ.
თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და 2019 წელი შეაჯამა.
„2019 წელს ჩვენ შევძელით, რომ საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე მოგვენიშნა ბათუმი და ამას მოწმობს...
წინა სტატია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე, 2003 წელს იჯარით გაცემული 20 ჰექტრამდე მიწის ფართობზე სამუშაოების დაწყებას აპროტესტებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყეს და ვითარების გარკვევამდე ტექნიკას მუშაობის უფლებას არ მისცემენ. აქციის მონაწილეებმა მეიჯარეებს ნაკვეთის დამუშავების საშუალება არ მისცეს.
ეს ფართობი სოფლის საკუთრებაში იყო და მიწის რეფორმის ფარგლებში ადგილობრივებზე განაწილდა. ჯარიაშენის მოსახლეობა ამ ფართობს საძოვრებად იყენებდა. მას შემდეგ,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































