ახალ წლამდე 5 დღით ადრე გორის მერიას მთავრობამ 1,4 მლნ ლარი გამოუყო

1079

გორის მერია წლის ბოლომდემდე დამატებით 1,4 მლნ ლარს მიიღებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებას დღეს აცნობეს, წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.

გორის მერი კოტე თავზარაშვილი აცხადებს, რომ პროცედურულად. თანხა თავდაპირველად ბიუჯეტში უნდა აისახოს. ბიუჯეტში ასახვას კი, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის გამართვაა საჭირო. საკრებულს რიგგარეშე სხდომა, 2019 წლის 27 დეკემბერს გაიმართება.

,,ბიუჯეტში თანხის ასახვის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ უკვე ხელშეკრულებების გაფორმებას. სამუშაოები, რა თქმა უნდა, წლის ბოლომდე ვერ დასრულდება, მაგრამ ამ სამუშაოებს ექნება გარდამავალი სახე, რომელიც მომდევნო 2020 წელს დასრულდება” – აცხადებს კოტე თავზარაშვილი.

ჯერ-ჯერობით, უცნობია, რა სამუშაოებზე გადანაწილდება ეს თანხა.

რაც შეეხება 2019 წლის ბიუჯეტის შესრულებას, კოტე თავზარაშვილის თქმით, წლევანდელი ბიუჯეტი შესრულდა 100%-ით.