გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დაფინანსება, დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, 9 141 700 ლარით განისაზღვრა. ინფორმაციას რადიო მოზაიაკა ავრცელებს. გასული წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი თითქმის 2 მლნ ლარით ნაკლებს შეადგენდა. წელს კი, როგორც სააგენტოში აცხადებენ, გაზრდილი ბიუჯეტი სექტემბრიდან ბაღების თანამშრომლებისთვის ხელფასების მატებაში აისახება. გასული წლის მსგავსად, სკოლამდელი აღზრდის სააგენტო გორის მერიის ერთ-ერთ მსხვილბიუჯეტიან ა(ა)იპ-ად რჩება.
გორის მერიის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოში თვის ბოლომდე თანამშრომელთა შემცირებაა დაგეგმილი. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, თანამშრომელთა ნაწილს სახელშეკრულებო ვადა დაუსრულდა. მისივე თქმით, ჯერჯერობით არ შეუძლია იმის თქმა, თუ რამდენ მათგანთან გააგრძელებს სააგენტო თანამშრომლობას. "ჯერ კიდევ გადაწყვეტის პროცესშია საკითხი თანამშრომლებთან ურთიერთობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე პროცენტული გათვლა არ შემიძლია, მაგრამ ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდება. გასული...
წინა სტატია გორში პარკირების სისტემის ამოქმედებიდან ორ თვეში 500 მდე მძღოლი დაჯარიმდა, - განაცხადა გორის კეთილმოწყობის სააგენტოს სამსახურის ხელმძღვანელმა. ინფორმაციას რადიო მოზაიაკა ავრცელებს. "მას შემდეგ, რაც პარკირების სისტემაზე ჯარიმები ამოქმედდა, დღეის მონაცემებით, 500-მდე მძღოლია დაჯარიმებული. ეს არის 10 ლარიანი ჯარიმები, რომლებიც ადგილობრივ ბიუჯეტში შევიდა", - თქვა ბაჩანა გვიანაშვილმა. ინფორმაციისთვის, ქალაქის სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიზნით, გასული წლის 1 ოქტომბრიდან, გორში პარკირება ფასიანი გახდა, თუმცა...
წინა სტატია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში საბავშვო ბაღისთვის დამატებითი ფლიგელის რეაბილიტაცია დასრულდა. შენობის აღნიშნულ ნაწილში აღსაზრდელთა ახალი ჯგუფი განთავსდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. "ძალიან გვიჭირდა ქვეშში მცხოვრები ყველა ბავშვების მიღება ბაგა-ბაღში, ახლა კი ჩვენ არ დაგვრჩება არც ერთი მცირეწლოვანი სკოლამდელი აღზრდის გარეშე, სწორედ ამიტომ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო USAID ZRDA პროექტს, ეუთოს საქველმოქმედო ფონდს და გორის მუნიციპალიტეტის მერიას ქვეშის ბაგა-ბაღში დამატებითი...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის მოძებნას იწყებს, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების საკითხზე საუბრისას განაცხადა. "არაერთხელ გვითქვამს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენს ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, უსაფრთხოებისთვის და ზოგადად, იმ ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. ანაკლიის...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2017-2019 წლებში, ჩარიცხულ ყველა დევნილს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს. დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, პროგრამა, 2016 წელს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით, უკვე 600-ზე მეტი დევნილი სტუდენტი დაფინანსდა. მათივე ინფორმაციით, განაცხადების შევსება...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა და სახელმწიფოს გადაცემული მიწებისა და ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის უკან დაბრუნება მოუწევს. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა თანხას შეადგენს ამ დროისთვის პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 10 მილიონი დოლარის პირგასამტეხლო უკვე აპატია. "პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით უკვე იქნა ნაპატიები 10 მილიონ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, რა...
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს, - აცხადებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. მათივე ცნობით, სამინისტრომ 2019-2020 სასწავლო წელს აღნიშნული სტუდენტებისთვის სწავლის დასაფინანსებლად 4 000 000 ლარი გამოყო. "სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე ჩარიცხული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული სტუდენტების დაფინანსებას. პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან...
ბაკურიანს წყალმომარაგება დღის განმავლობაში, ეტაპობრივად აღუდგება, - ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფის მიერ მთელი ღამის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყლის დამატებითი მარაგი გაზრდილია. ქსელში წყალი უკვე გაეშვა და მთელ დაბას წყლის მიწოდება დღის განმავლობაში, ეტაპობრივად აღუდგება", - აღნიშნულია განცხადებაში. https://www.facebook.com/WaterSupplyCompany/photos/a.607706799324916/2633926666702909/?type=3&theater
წინა სტატია სტატიის გაგრძელება “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, საქართველოს მთავრობამ მიიჩნია, რომ კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების მორიგი...
პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების კუთხით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი სისტემური პრობლემის აღმოფხვრას დაეთმობა, რათა მომავალ წელს მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს. "სამწუხაროდ, წლის დასაწყისში ზამთრის კურორტებზე გარკვეული გართულებები გვქონდა. მოგეხსენებათ, წყალმომარაგების თვალსაზრისით როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში პრობლემები იყო. აქ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა. ეს არ უნდა მომხდარიყო...
განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკითხის შესაბამისად პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი, დაახლოებით, 1 800 ლარი გახდება - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობა 2020 წელს მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს განათლებას, რაც უნდა გახდეს საფუძველი დასაქმების გასაზრდელად, ასევე იმ დისბალანსის აღმოსაფხვრელად, რაც ჩვენ შრომის ბაზარზე არსებობს. "მოგეხსენებათ, რომ ჩვენ...
მიხეილ ჩიტაძე - გორის საინფორმაციო ცენტრი საქართველოს მთავრობამ მორიგი, ბევრი არაფრის მომტანი "2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია" და მისი განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. იმისდა მიუხედავად, თუ რა წერია შიგნით, ასეთი დამოკიდებულების საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ გავრცელებულ პრესრელიზში სტრატეგიის მიზნად მხოლოდ „ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა, თვითმმართველობების ფინანსური დეცენტრალიზაცია და უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება“ წერია. თავად სტრატეგია, ჯერჯერობით, ხელმიუწვდომელია ჩემთვის...
საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საკითხზე ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა. სწორედ მინისტრთა კაბინეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შეუწყდება თუ არა ხელშეკრულება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ვალდებულებების შესრულების ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა. რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კონსორციუმმა ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო. „ჩვენ ხვალ გვაქვს მთავრობის სხდომა და მთავრობის სხდომის ფარგლებში ამ საკითხის განხილვას ვგეგმავთ....
ბაკურიანში დამსვენებლებს დიდველისა და კოხტაგორას მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.  ბრენდირებული ავტობუსები დღეს საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა დაათვალიერეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბაკურიანში წრიულად იმოძრავებს და მგზავრებს დიდველისა და კოხტაგორას მიმართულებით გადაიყვანს. ტრანსპორტი დამსვენებლებს უფასოდ მოემსახურება. მინისტრი და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიდველის ინფრასტრუქტურასაც გაეცნენ.
წინა სტატია ბაკურიანის მიმართულებით ახალი შემოვლითი გზა გაკეთდა, მოეწყო მუნიციპალური ტრანსპორტის პარკი და ახალი საპარკინგე სივრცეები შეიქმნა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბაკურიანში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მათ სეზონისთვის მზადება დაწყებული ჰქონდათ, რის ფარგლებშიც მთელი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სამუშაო გასწიეს. „ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კურორტზე არსებული მდგომარეობა, ტურისტული სეზონისთვის მზაობის გადახედვა. გვქონდა საკოორდინაციო შეხვედრა ყველა სამსახურთან. ჩვენ სეზონისთვის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ