გორში პარკირების სისტემის ამოქმედებიდან ორ თვეში 500 მდე მძღოლი დაჯარიმდა, – განაცხადა გორის კეთილმოწყობის სააგენტოს სამსახურის ხელმძღვანელმა. ინფორმაციას რადიო მოზაიაკა ავრცელებს.
“მას შემდეგ, რაც პარკირების სისტემაზე ჯარიმები ამოქმედდა, დღეის მონაცემებით, 500-მდე მძღოლია დაჯარიმებული. ეს არის 10 ლარიანი ჯარიმები, რომლებიც ადგილობრივ ბიუჯეტში შევიდა”, – თქვა ბაჩანა გვიანაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ქალაქის სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიზნით, გასული წლის 1 ოქტომბრიდან, გორში პარკირება ფასიანი გახდა, თუმცა ერთი თვის განმავლობაში, მძღოლები არ ჯარიმდებოდნენ და ამ დროის განმავლობაში, პარკირების სამსახურის მუშაობა მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით შემოიფარგლებოდა.
არასწორი პარკირებისთვის მძღოლების დაჯარიმება 1 ნოემბრიდან დაიწყო.