გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დაფინანსება, დაახლოებით, 2 მილიონით გაიზარდა

503

გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დაფინანსება, დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, 9 141 700 ლარით განისაზღვრა. ინფორმაციას რადიო მოზაიაკა ავრცელებს.

გასული წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი თითქმის 2 მლნ ლარით ნაკლებს შეადგენდა. წელს კი, როგორც სააგენტოში აცხადებენ, გაზრდილი ბიუჯეტი სექტემბრიდან ბაღების თანამშრომლებისთვის ხელფასების მატებაში აისახება.

გასული წლის მსგავსად, სკოლამდელი აღზრდის სააგენტო გორის მერიის ერთ-ერთ მსხვილბიუჯეტიან ა(ა)იპ-ად რჩება.