ქალაქ აბაშასა და მიმდებარე სოფლებს წყლის მიწოდების აღსადგენად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. როგორც გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, მესამე დღეა, სამუშაო პროცესში კომპანიის ტექნიკურ და საავარიო ჯგუფებთან ერთად ჩართულია შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა რეგიონებიდან. აბაშის მუნიციპალიტეტის სტაბილური წყალმომარაგებისთვის წყლის ინფრასტრუქტურის  მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, სამუშაოების წარმოებისას კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ქსელის...
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ ოფიციალურად გახსნა. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ბაღი 30 აღსაზრდელზეა გათვლილი, კომფორტული პირობებით, რომელიც სოფელ ლაჯანასა და მიმდებარე სოფლებს მოემსახურება. დღეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა. გახსნის ღონისძიებაში აგრეთვე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მაქარაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა მონაწილეობდნენ. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება...
video
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ოკუპირებულ ახალგორში უკვე ოთხი თვეა საქართველოს 1500-მდე მოქალაქეს თავისუფლად გადაადგილება ეზღუდება. შექმნილია მედიკამენტების და სურსათის დეფიციტი. ამის შესახებ სიუჟეთს ტელეკომპანია იმედი ავრცელებს. გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ვრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო თბილისში გადაყვანა ესაჭიროებათ. ყველაფერი კი ხუთ სექტემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც დე ფაქტო რეჟიმის ულტიმატუმი ჩორჩანასთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს აღებაზე, არ დაკმაყოფილდა, ახალგორში გადასასვლელი...
სტატიის გაგრძელება „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკური ლიდერებიდან ყველაზე მეტად თბილისის მერის კახა კალაძის საქმიანობით არის კმაყოფილი. გამოკითხულთა 31% დედაქალაქის მერის კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს, 13% - ძალიან კარგად, 32% - საშუალოდ, 16% - ცუდად, 6% - ძალიან ცუდად აფასებს, 1%-მა კი კითხვას არ უპასუხა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, კალაძის შესახებ კითხვები მოქალაქეებს მხოლოდ თბილისში დაუსვეს. კალაძეს რეიტინგში...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ვარკეთილში, "ანას ბაღთან” შეკრებილი მოსახლეობა მშენებლობის ადგილზე ტექნიკის შეყვანას აპროტესტებს. მათი ნაწილი სამშენებლო ტექნიკას წინ გადაუდგა და გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. ,,იმიტომ არ ვაძლევთ გადაადგილების საშუალებას, რომ ეს არის ჩვენი ეზო და ნებისმიერი ტექნიკის შესვლას ჩვენ გადავუდგებით წინ. თუ კიდევ იძალადებს პოლიცია და დაცვის სამსახური შემდეგ, ყველა მოსულ მანქანასაც გადავუდგებით და მოუწევთ ყოველ ჯერზე მოსახლეობას ფიზიკურად გაგვისწორდნენ, რათა...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ 15 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. მერიის ცნობით, კონკურსი აღნიშნულ პოზიციებზე 14 იანვარს გამოცხადდა, განაცხადების მიღების ვადა კი 23 იანვარია. როგორც მერიაში აცხადებენ,3 ვაკანსიაზე დახურული, ხოლო 12 ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების შესარჩევად ღია კონკურსი ჩატარდება. "ღია კონკურსი ჩატარდება ქ. გურჯაანში და ველისციხის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელის შესარჩევად, ასევე კონკურსი გამოცხადებულია მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტების...
სამეგრელოში კოლხური პარკი აშენდება, სადაც ძველი კოლხეთის მითური მეფის, აიეტის სასახლეს აღადგენენ, ასევე, განთავსდება ინსტალაციები. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) დირექტორმა ლევან წულაიამ განაცხადა, შესაბამის პროექტს კერძო პირი ამუშავებს, რომლის ვინაობასაც, ამ ეტაპზე, არ დაასახელებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. DMO-ში ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებენ ადგილსაც, თუ სად გაშენდება პარკი. ორგანიზაციიის ცნობით, ამ ეტაპზე, განიხილება რამდენიმე ადგილი. "ეს იქნება აიეტის სასახლე-გასართობი...
ქალაქ მარნეულის შემოსასვლელში მონუმენტური ძეგლი „კიდევაც დაიზრდებიან“ 1975 წლიდან დგას. მისი გახსნის დღიდან არცერთ მარნეულელსა თუ სხვა მსურველს ძეგლთან ახლოს მისვლასა და სურათების გადაღებაში ხელი არ შეშლია. დღეს კი მონუმენტური ძეგლის ტერიტორიაზე შესვლა საკმაოდ გაგვირთულდა, რადგან ორივე მანქანის შესასვლელი და ერთადერთი კარი ჩაკეტილი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ კიდევაც დაიზრდებიანის ტერიტორიაზე პარკის მოწყობაში მილიონამდე ლარი...
2020 წლის 13 იანვრიდან შევიდა ძალაში კანონი, სადაც მითითებულია, თუ რა რაოდენობის სასოფლო სამეურნეო ცხოველი უნდა ჰყავდეს პირს, რომელიც დაექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.  ვალდებულებები ეხება ყველა მწარმოებელს, თუ ოჯახი ფლობს ან/და აწარმოებს ერთ-ერთს მაინც ჩამოთვლილთაგან: არაუმეტეს 300 ფრთა ფრინველს და მისგან წარმოებული ხორცს ან/და კვერცხს; არაუმეტეს 10 ფუტკრის სკას და მისგან წარმოებულ თაფლს; არაუმეტეს 30 სულ ბოცვრისნაირს...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო მომავალი თვიდან ბიუროს , კომისიისა და საკრებულოს სხდომებზე კომპიუტერულ ტექნიკას გამოიყენებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. სხდომის დაწყების წინ დეპუტატებს პლანშეტები დაურიგდებათ, სადაც განსახილველი საკითხები იქნება ჩატვირთული. "პლანშეტები მერიამ უკვე შეიძინა, ახლა "დავტესტავთ",  ვნახავთ როგორ იმუშავებს და მომავალი თვიდან გამოვიყენებთ. დეპუტატებს ყველას თავისი ექნებათ, სხდომის დამთავრების შემდეგ კი საკრებულოში შევინახავთ",- თქვა ზაზა ნასყიდაშვილმა. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ პლანშეტების შესაძენად 21960 ლარი დახარჯა.
დღეიდან იაპონური სწრაფი კვების ქსელ მაცუიას 1 000-მდე ფილიალში ქართული კერძი, შქმერული გაიყიდება, - ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩომ გუშინ გაავრცელა. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, ყველა ფილიალში გამოაკრეს პოსტერი, რომელზეც დატანილია საქართველოს რუკა, დროშა და ქვეყნის შესახებ მოკლე ინფორმაცია. https://www.facebook.com/EmbassyofGeorgiatoJapan/photos/a.1189276917822143/2677407679009052/?type=3&theater ცნობისთვის, შქმერული ძველი რაჭული კერძია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი კერძია ქართულ რესტორნებში. ხოლო, რაც შეეხება შქმერულის სახელწოდებას ის რაჭის...
სტატიის გაგრძელება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიებია კოლხეთის ეროვნული პარკი და მარტვილის კანიონი. შარშანწინ კოლხეთის ეროვნულ პარკს სულ 33 ათას 421 დამთვალიერებელი სტუმრობდა. მათ შორის 29 ათას 708 ქართველი, 3 713 კი უცხოელი ვიზიტორი იყო. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა და 26 ათას 841 სტუმრით განისაზღვრა. მათგან 22 ათას 360 ქართველი, 4481 კი უცხოელი...
წინა სტატია შემდეგი სტატია რუსთავის თვითმმართველობის შენობაში ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის აქტივისტებმა, „რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციის“ ორმა წევრმა, ქალაქის მერიასთან აქცია გამართეს. ისინი რუსთავის მერიის მიერ ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი კონსტრუქციის მოსაწყობად 909 548 ლარის დახარჯვის გეგმას აპროტესტებენ. შესაბამისი ტენდერი რუსთავის მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა. ასოციაციის ერთ-ერთმა წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა თაკო მეტრეველმა ადმინისტრაციულ შენობაში, სიმბოლურად იმ კონსტრუქციის მაკეტი მიიტანა, რომლის მშენებლობაც ქალაქის შემოსასვლელში...
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ბიუჯეტი წელს მილიონ 590 ათასი ლარით განისაზღვრა.  ამ თანხას რეგიონული განვითარების ფონდიდან 700 ათასი ლარი ემატება. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.  საბინაო სამსახურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძის ინფორმაციით, განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის მოთხოვნების მიხედვით დაიგეგმა. ჯონი არაბიძის თქმით, პრიორიტეტებად კვლავინდებურად რჩება სოციალურად დაუცველებისათვის საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროგრამა, სადარბაზოების კეთილმოწყობა, მუნიციპალიტეტებში სპორტულ გამაჯანსაღებელი ობიექტების მოწყობა. "პრიორიტეტებად  შერჩეულია ის...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. მერიის ინფორმაციით, 630 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 267 861 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "სერპანტინმა" შეასრულა.
წინა სტატია თელავის სახელმწიფო უნივერსისტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი, მუნიციპალიტეტის მერს შოთას ნარეკლიშვილს ბოდიშს არ მოუხდის. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. თენგიზ სიმაშვილის თქმით, მასზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და ის მის დასრულებას ელოდება. ,,მიმდინარეობს გამოძიება თავდასხმის ფაქტზე. ველოდები გამოძიების დასრულებას და სიმართლის გარკვევას. ბოდიშის მოხდას თელავის მერისთვის არ ვაპირებ”,- განაცხადა თენგიზ სიმაშვილმა. ცნობისთვის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს თენგიზ სიმაშვილს რამდენიმე დღის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ