გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ 15 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მერიის ცნობით, კონკურსი აღნიშნულ პოზიციებზე 14 იანვარს გამოცხადდა, განაცხადების მიღების ვადა კი 23 იანვარია.
როგორც მერიაში აცხადებენ,3 ვაკანსიაზე დახურული, ხოლო 12 ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების შესარჩევად ღია კონკურსი ჩატარდება.
“ღია კონკურსი ჩატარდება ქ. გურჯაანში და ველისციხის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელის შესარჩევად, ასევე კონკურსი გამოცხადებულია მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტების პოზიციაზე (სოფელებში: ველისციხის, კოლაგის, კარდენახის, ნანიანის ჯიმითის), ადმინისტრაციულ ერთეულთან ურთიერთობის საკითხებში 5 საშტატო ერთეულზე და სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.
ასევე, ვაკანტურია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტის, მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტის, მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსის, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის, მერიის იურიდიული სამსახურის სპეციალისტის; მერიის ეკონომიკის სამსახურის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილების სპეციალისტის პოზიციები.
გარდა ამისა, დახურული კონკურსის წესით შეირჩევიან ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად პირები. აღნიშნულ პოზიციებზე თანამდებობრივი სარგო 400-დან 1500 ლარამდეა. კონკურსანტებს აღნიშნულ პოზიციებზე განაცხადების შეტანა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე 23 იანვრამდე შეუძლიათ”,- განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.