მიმდინარე წელს, აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 613, 800 ლარს დახარჯავს. პროგრამის მიხედვით, რომლის ბიუჯეტიც წინა წელთან შედარებით 110%-ითაა გაზრდილი, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს უფასო ტრენინგები, სემინარები, ვორქშოპები, მასტერკლასები და ენისკურსები ჩაუტარდებათ.
გარდა ამისა, გაგრძელდება მომსახურების ხარისხის კვლევა და საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოება „მაგნოლია 2020“-ზე.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მათთვის რეგიონში სერვისის გაუმჯობესება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ბოლო...
რადიო "თავისუფლება", გადაცემა "დილის საუბრები"
“ისევე, როგორც წინა ხელისუფლებებს, მათ ჰგონიათ, რომ ერთ ხელში მოქცეული ძალაუფლება მათ ხელისუფლებაში ყოფნას გაახანგრძლივებს”, - ასე ეხმაურება ვებპორტალ „თვითმმართველობის დროა“-ს რედაქტორი, მაგდა პოპიაშვილი „დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2020-2025“-ის დამტკიცებას.
დოკუმენტზე მუშაობა 2018 წლის ზაფხულში დაიწყო. მთავრობამ დოკუმენტი 2019 წლის ბოლოს დაამტკიცა 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმასთან ერთად.
მაგდა პოპიაშვილი და მისი კოლეგები ჩაერთვნენ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში იმ იმედით, რომ გათვალისწინებული იქნებოდა...
მიმდინარე ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოფხვრისა და საჭიროებებზე დროული რეაგირების მიზნით საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა სვანეთში გაიმართა. ბაკურიანისა და გუდაურის შემდეგ სამუშაო შეხვედრა მესტიაში შედგა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საკოორდინაციო შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, მთის კუროტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თეიმურაზ გამცემლიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის...
ფოთში ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის საძირკველის ჩაყრის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ფოთის მერი, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე, ფოთის თიზ-ის ინვესტიციების მოზიდვის უფროსი თამარ სახეიშვილი, შპს სდტ ჯორჯიას დამფუძნებელი ჯიაკომო ძამატიო და გენერალური დირექტორი მანავ კუმარი ესწრებიდნენ.
ქარხანა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე გამოყოფილ 5000 კვ.მ ფართობის ნაკვეთზე შენდება, სადაც ქართული და უცხოური ნედლეულის- ალუმინისა...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებას უტიფრობას უწოდებს.
ბოკერია ამბობს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები თუ აქამდე მალავდნენ, დღეს უკვე ღიად აცხადებენ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არ სურდათ და დღესაც არ სურთ.
„აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მთელი ეს მასკარადი საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს, პირდაპირ იძახის კალაძე, ვოლსკიმაც ეს თქვა, რომ პროპორციული სისტემა...
"ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან ეტაპობრივად 8 მარშრუტზე განაწილდებიან.
23 იანვრიდან ახალი ავტობუსები შემდეგ სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებენ: N17 - გადასასვლელი ხიდი - მუხიანის მე-4 მიკრო რაიონი; N27 - სადგურის მოედანი - ვაშლიჯვრის დასახლება; „ღრმაღელე“; N62 - სადგურის მოედანი - ზღვის უბნის დასახლება; N73 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - გლდანულა;
27 იანვრიდან კი, ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებს დაემატება: N40 - ვარკეთილის მეურნეობა...
წინა სტატია
გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი გუგუტიაანკთარში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. სოსო ვახტანგაშვილის შეფასებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში რუსეთის მიერ არჩეული პოლიტიკა ხორციელდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მისი თქმით ეს პროცესები ევროპასა და ევროკავშირს, ასევე, მსოფლიო თანამეგობრობას ახსენებს, რომ მათ ამ რეგიონში საკუთარი ინტერესები აქვთ. ამის დემონსტრირებას კი ქართულ სოფლებში, ახლა უკვე რკინის კონსტრუქციების მონტაჟით ცდილობენ.
ვახტანგაშვილი ფიქრობს, რომ ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება უძლურია, თუ...
სტატია მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ
ავტორი: რობი ზარიძე, ზურა სულაბერიძე
ზამთრობით აქ თურმე ორ მეტრამდე დებდა, ახლა კი თოვლი მხოლოდ მთის ფერდობებზეღა მოჩანს, თეთრ ლაქებად. ოდესღაც ზამთრის ქარბუქიანი სოფელი, ბოლო წლებია, მხოლოდ ქარიანად იქცა. ქიქინეთში დრომ მხოლოდ ერთი რამ ვერ შეცვალა - პრობლემები, რომლებიც აქ ყველას თანაბრად აწუხებს.
სოფლამდე მისასვლელი გზა აქაურებისთვის ყველა დროის გადაუჭრელი პრობლემაა, სოფლის დაცარიელების მთავარ მიზეზადაც, აქაურებს, სწორედ...
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წელს სულ 78 ანგარიში გამოაქვეყნა და მათგან 34 ანგარიშის მასალები შემდგომ გამოსაძიებლად მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" ორგანული კანონის 241-ე მუხლის თანახმად, სამსახური ვალდებულია, სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს აუდიტის ჩატარების შედეგად მოპოვებული მასალები, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამასთან, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა აცნობონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებსაც დანაშაულის...
წინა სტატია
პარლამენტის შენობის წინ რეაბილიტაციის დაწყება არანაირ კავშირში არაა საპროტესტო ზონასთან და არეალთან, ეს არის ქალაქისთვის ცენტრალური ადგილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცემერმა ირაკლი ბენდელიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, 2019 წლის ბიუჯეტით პროექტის შესყიდვა იყო გათვალისწინებული, 2020 წლის ბიუჯეტში გაიწერა უშუალოდ სამუშაოების დაწყება.
„ღამით დაიწყო პარლამენტის ტერიტორიის შემოღობვა. ეს არ გადაწყვეტილა გუშინ. ჩვენ გასულ წელს ვიყიდეთ საპროექტო დოკუმენტაცია, იმიტომ, რომ უამრავი...
ჟურნალისტმა ნაზიბროლა რეხვიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მამია ვარშანიძის ქუჩაზე, არც ერთ მხარეს არაა ტროტუარი. ასფალტი ისეთია, სჯობს, სულაც არ იყოს, ქუჩის ორივე მხარეს მიყრილია დამტვრეული მანქანები და ნაგავი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ბათუმის მერიაში აჭარის მაუწყებელს განუცხადეს, რომ მამია ვარშანიძის ქუჩაზე ჩიხების კეთილმოწყობა 2020 წელს დაიწყება და წელსვე დასრულდება.
მათივე განმარტებით, ორი ჩიხის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 259 270 ლარი დაიხარჯება....
გორის სოფელ ნადარბაზევში შიდა გზების რეაბილიტაცია იწყება. პროექტის სატენდერო ღორებულება 795 295 ლარს ითვალისწინებს.
გორის მერიის ცნობით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში წინადადებების მიღება 25-დან 30 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
მათივე ინფორმაციით, სოფელში ჯამში 2 532 მეტრი გზა რეაბილიტირდება. ტენდერის პირობებიდან გამომდინარე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.
„გზის აღნიშნულ მონაკვეთებს რამდენიმე ათეული წელია მსგავსი სახის სარეაბილიტაციო...
ქუჩა ბათუმში, სადაც ყოველი გაწვიმებისას რეზინის ჩექმებით გადაადგილდებიან. უამინდობისას შემქნილი გაუსაძლისი მდგომარეობის გამო სკოლებამდე მისვლა მოსწავლეებსაც უჭირთ. რას ამბობენ პრობლემის შესახებ ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში და რა განმარტებას აკეთებენ ბათუმის წყალში სანიაღვრე არხების მოწესრიგებასთან დაკავშირებით? - ამის შესახებ სიუჟეთი ტვ25-მა მოამზადა.
თითქმის 1 წელია, რაც ბათუმში, გოდერძი ჩოხელის პირველ ჩიხში მცხოვრებლებს სახლამდე მისასვლელად ამ გზის გავლა უწევთ....
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, ჭავჭავაძის გამზირზე სკამების დამონტაჟებასთან დაკავშირებით ტენდერის შეწყვეტა იმიტომ მოხდა, რომ სატენდერო პირობებში ვანდალური ფაქტების მიმართ გამძლეობა გათვალისწინებული არ იყო. ინფორმაციას ბიზნეს მედია ავრცელებს.
მისივე განმარტებით, უახლოეს მომავალში ახალი ტენდერი გამოცხადდება.
"სკამებთან დაკავშირებით გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან ხდებოდა ისეთი ინტერპრეტაციები, თითქოს განსაკუთრებული დოკუმენტი ჩაიგდეს ხელში და საიდუმლო ამოხსნეს. ნებისმიერი სატენდერო დოკუმენტაცია, მათ შორის დავების საბჭოსი არის ღია...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისთვის 2 ავტომობილის შესაძენად 60 000 ლარი გამოიყო. საკითხი მერიამ საკრებულოს სხდომაზე გაიტანა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
“ნაციონალური მოძრაობიდან” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, თემურ ბუწაშვილის თქმით, თავიდან 1 ავტომობილს შეძენა იყო დაგეგმილი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს უნდა მომსახურებოდა. მისი თქმით, მან ეს საკითხი გააპროტესტა, რის გამოც მერიამ მიდგომა შეცვალა.
"20 იანვარს ჩატარებულ საკრებულს სხდომაზე მერიამ დეპუტატებს მოსთხოვა თანხმობა მერისთვის...
წინა სტატია
თელავში, გიგოს გორაზე მემორიალური სკვერისა და ქალაქის ტერიტორიაზე, ყოფილი ,,პოლიტბიუროს“ შენობაში მემორიალური მუზეუმის გახსნას საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისია მხარს უჭერს’’,- აცხადებს ინიციატივის ავტორი, ისტორიკოსი თენგიზ სიმაშვილი. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი აღნიშნავს, რომ სხდომაზე საინიციატივო ჯგუფის მიერ საკრებულოში შეტანილი ინიციატივა განიხილეს, რომელსაც კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
"თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































