გორის მერია: წელს ნადარბაზევს სასმელ წყალთან ერთად შიდა გზების პრობლემაც მოუგვარდება

1162

გორის სოფელ ნადარბაზევში შიდა გზების რეაბილიტაცია იწყება. პროექტის სატენდერო ღორებულება 795 295 ლარს ითვალისწინებს.

გორის მერიის ცნობით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში წინადადებების მიღება 25-დან 30 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

მათივე ინფორმაციით, სოფელში ჯამში 2 532 მეტრი გზა რეაბილიტირდება. ტენდერის პირობებიდან გამომდინარე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.

„გზის აღნიშნულ მონაკვეთებს რამდენიმე ათეული წელია მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. სავალ ნაწილზე დაზიანებულია ასფალტბეტონის საფარი, რომელზეც შეინიშნება გრძივი, განივი და ბადისებრი ბზარები. დაზიანებული საფარი გადადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნის როგორც მძღოლებს, ასავე ფეხით მოსიარულეებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.