ბოკერია: მასკარადი წარსულს ჩაბარდა, კახა კალაძე დღეს ღიად ამბობს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არ სურდათ

588

წინა სტატია

შემდეგი სტატია

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებას უტიფრობას უწოდებს.

ბოკერია ამბობს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები თუ აქამდე მალავდნენ, დღეს უკვე ღიად აცხადებენ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არ სურდათ და დღესაც არ სურთ.

„აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მთელი ეს მასკარადი საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს, პირდაპირ იძახის კალაძე, ვოლსკიმაც ეს თქვა, რომ პროპორციული სისტემა არ უნდოდათ და არ უნდათ. იმდენად უტიფრები არიან ტიპები, გუშინწინ რომ იძახდნენ, კი, გვინდოდა, მაგრამ დემოკრატია გვაქვს პარტიაში და მაჟორიტარები აჯანყდნენო, ახლა ეს დაივიწყეს და პირდაპირ ეუბნებიან საზოგადოებას ხომ გადაგაგდეთ, ჩავთვალეთ, რომ ძალაუფლებას ვკარგავთ ამ სისტემით და ამიტომ ფეხებზე გვკიდია დადებული პირობა, დაღვრილი სისხლი და ყველაფერიო.

ასეთ უტიფრობასთან გვაქვს საქმე. კარგია, რომ ასე ღიად იძახიან, ეს უფრო მეტ ლეგიტიმურ ბრაზს გამოიწვევს, მეტი მობილიზება იქნება მშვიდობიანი პროტესტისთვის, უფრო მეტი მობილიზება იქნება არჩევნებში მათი ძალიან მწარე დამარცხებისთვის. ახლა რომც მოახერხონ და გაუძლონ მწვავე პროტესტს, ვნახოთ, როგორც გაუძლებენ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობიანობის ფრგლებში, რომ ვერ გაუძლონ, რომც გაუძლონ ან ვადამდელი დანიშნონ ამ სისტემით, შემდეგი არჩევნები იქნება პროპორციული. ჩვენი გუნდის აზრით, ჯერ მოხდება ამ ხალხის ჩამოცილება ხელისუფლებიდან,  შემდეგ ჩატარდება ნორმალური, პროპორციული არჩევნები ნორმალურ და შედარებით ნორმლაურ პოლიტიკურ პარტიებს შორის, ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვის მიანდოს ქვეყანა“ ,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ემხრობოდა, თუმცა დღევანდელ მოცემულობაში, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მიუღებელია.

მისივე თქმით, ქვეყნის სტაბილურობისთვის არსებული სისტემა, ან სისტემა, რომელიც არის შეთავაზებული 100/50-ზე არის იდეალური და ფიქრობს, რომ 2024-შიც უნდა განხორციელდეს ცვლილებები.