თბილისის ვიცემერი: პარლამენტის შენობის წინ რეაბილიტაციის დაწყება არანაირ კავშირში არაა საპროტესტო ზონასთან

654

წინა სტატია

პარლამენტის შენობის წინ რეაბილიტაციის დაწყება არანაირ კავშირში არაა საპროტესტო ზონასთან და არეალთან, ეს არის ქალაქისთვის ცენტრალური ადგილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცემერმა ირაკლი ბენდელიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, 2019 წლის ბიუჯეტით პროექტის შესყიდვა იყო გათვალისწინებული, 2020 წლის ბიუჯეტში გაიწერა უშუალოდ სამუშაოების დაწყება.

„ღამით დაიწყო პარლამენტის ტერიტორიის შემოღობვა. ეს არ გადაწყვეტილა გუშინ. ჩვენ გასულ წელს ვიყიდეთ საპროექტო დოკუმენტაცია, იმიტომ, რომ უამრავი მომართვა იყო. ამ ტერიტორიის ქვემოთ არის ე.წ ტექნიკური ოთახი, საიდანაც ხდება რამდენიმე ოპერაციის განხორციელება, მათ შორის მიწის ზემოთ არსებული შადრევნების სატუმბი სადგურია. იყო შემთხვევევი როცა წვიმის დროს წყალი ჩადიოდა და ამ სატუმბ სადგურს საფრთხეს უქმნიდა. ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ისტორიული შენობა. აუცილებელია მოწესრიგებული იყოს მიმდებარე ტერიტორია და დავრწმუნდეთ, რომ უამინდობის პერიოდში სატუმბ სადგურს პრობლემა არ შეექმნება. თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოფა და დაახლოებით, ნახევარ მილიონს შეადგენს. სამუშაოები დასრულდება უახლოეს პერიოდში და მას „გრინ სერვისი” ახორციელებს”,- განაცხადა ბენდელიანმა.

დღეიდან პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სამუშაოებიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროცესში, დროებით გადაიკეტება პარლამენტის მიმდებარე საფეხმავლო გზა.