მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, გლდანულას მიმართულებით, დღეიდან N 73 ხაზზე ახალი „ISUZU“-ს მარკის ავტობუსები იმოძრავებენ.
თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ და საკრებულოს გლდანის (ავჭალის) მაჟორიტარმა შალვა ოგბაიძემ, რაიონის გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან, თბილისის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლებთან და რაიონის მოსახლეობასთან ერთად, ახალი ავტობუსით იმგზავრეს. დეპუტატებმა მოსახლეობას სხვადასხვა ხაზებზე ახალი ავტობუსების დამატების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და განაცხადეს, რომ...
თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ ინვესტორები „ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“.
ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიამ ინვესტორებს რამდენიმე ფართი შესთავაზა ვაკის პარკში სასტუმროს ტერიტორიის სანაცვლოდ, რაზეც უარი განაცხადეს.
„გამორიცხულია ის, რასაც ესენი იძახიან. არ მივიღებ ასეთ ბრალდებებს, თითქოს ჩვენ მოლაპარაკება დესტრუქციულ რეჟიმში წავიყვანეთ და ფართები არ შევთავაზეთ. იმასაც ვიტყვი, რომ მიწის...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის თემის სოფელ იდლიანში 600 ე.წ. მაინერი ამოიღეს. როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ე.წ. მაინერების ამოღების პროცესი გრძელდება.
მისივე ცნობით, წინა კვირაში ხაიშის თემში 2000-მდე მაინერი ამოიღეს, რამაც 2.5 მგვტ ელექტროენერგიის გამოთავისუფლება გამოწვია.
ე.წ. მაინერების ამოღება „ენერგოპრო ჯორჯიასა“ და შსს-ს მესტიის პოლიციის მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად მოხდა. ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება.
მესტიის მუნიციპალიტეტში, შარშანდელთან...
წინა სტატია
"საკითხის საბოლოო გარკვევამდე, ის მოსწავლეები, რომლებიც ვარიანის სკოლაში მეზობელი დასახლებიდან დადიან, სხვადასხვა ტრანსპორტში გადანაწილდნენ," - ამის შესახებ ვარიანის სკოლის დირექტორმა განაცხადა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მისი თქმით, საქმე ეხება ვარიანის მეურნეობის დასახლებაში მცხოვრებ მოსწავლეებს, რომელთა ოჯახები ყველაზე მეტად საქაშეთის სკოლასთან ახლოსაა.
qartli.ge წერდა, რომ 30-მდე მოსწავლეს ვარიანის მეურნეობიდან სოფელ ვარიანამდე მისვლა უჭირს, რადგან სამგზავრო ავტობუსი გაუქმდა. მეურნეობაში დასახლებულ...
ატენის ხეობას დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ამ პროექტზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო.
"ეს არის საკმაოდ მნიშნელოვანი ინიციატივა, რომელიც გარემოს დაცვით უწყებასთან ერთად შემუშავდა. ეს ეხება კასპში რკონის ხეობას და გორში ატენის ხეობას. გვექნება დაცული ტერიტორია, რაც იმას ნიშნავს რომ ამ სტატუსის მქონე ტერიტორიას სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. ბუნებრივია...
წინა სტატია
მდიდარი და ცნობილი რახანც არ არის ჩემი ძმა, არ ნიშნავს იმას, რომ ასე მიტოვებული ჰყავდეს მთავრობას", - აცხადებს გენადი ბესტაევის და, ნაირა ბესტაევი. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
გენადი ბესტაევს ცხინვალში, ე.წ. სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა, ,,საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით მიუსაჯა.
ნაირა ბესტაევი ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ გუგუტიანთკარში, გენადი საკუთარი სახლიდან გაიყვანეს.
,,ყურადღებას არავინ აქცევს, ისიც კი...
წინა სტატია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 50 დეპუტატია. შარშან, 2019 წელს კი ინიციატივები მხოლოდ ათმა მათგანმა წარადგინა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მეტი, რვა ინიციატივა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე თამუნა ჯიქიას ეკუთვნის. თითო-თითო ინციატივები ჰქონდათ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიას და წევრებს - ირუზა კაკავას, ირაკლი ლაგვილავას, ედიტა კოდუას და მამუკა ყურაშვილს.
თამუნა ჯიქიას წინადადებებია:
1 - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების კერამიკული პროდუქციის საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
პროექტი „საპარტნიორო ფონდის“, ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორენტესა“ და ამავე სახელწოდების ქართული კომპანია „კერამიკა ელ ტორენტეს“ მონაწილეობით ხორციელდება. პროექტში ჩართულები არიან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და „ბანკი ქართუ“.
,,მშენებლობისას კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სააგურე თიხის კარიერები გამოიყენება. თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული აგური...
სტატიის გაგრძელება
ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაღებს რამდენიმე დღეა ხორცი არ მიეწოდება. მიზეზი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა, რის გამოც აღსაზრდელები ხორცის საჭირო რაციონის გარეშე დარჩნენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ყვარლის მერიაში აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ახალი ტენდერი გამოცხადდება, ხოლო ტენდერში გამარჯვებული კომპანია კანონის შესაბამისად დაჯარიმდება.
„გამარჯვებულ შესაბამისი დოკუმენაციის ატვირთვა შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე არ მოუხდენია,ამიტომ იძულებულები გავხდით კომპანიის დისკვალიფკაცია მიგვეხდინა “,- ამბობს ყვარლის...
შემდეგი სტატია
ორხევში ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი 76-ე საბავშვო ბაღის დახურვის მიზეზის დადგენას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა მცირე ხნით სავტომობილო გზაც გადაკეტეს.
„18 ნოემბრის შემდეგ ბაღი არის დაკეტილი და პასუხს ვერ გვცემენ, ამბობენ, რომ რაღაც გაზის გაჟონვაა. მოჰყავთ ექსპერტები, მაგრამ პასუხი არ აქვთ. ჩვენ ვითხოვთ ალტერნატიული ფართი გამოგვიყონ, ან გვითხრან შეიძლება ამ ბაღში შესვლა თუ არა. ბაღის დირექტორი ხან იმალება, ხან...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში კომპანია „ჯი აი ჯი ინთერნეიშენელის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბოაზ შუმერმა ახალი სამკერვალო ფაბრიკა გახსნა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
სამკერვალო ფაბრიკის გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტის განმახორციელებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალ საწარმოში, რომელიც უახლესი დანადგარებით და სამკერვალო მანქანებითაა აღჭურვილი, ოცდაათამდე ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.
კომპანიაში განმარტავენ, რომ სამკერვალო ფაბრიკა როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე, საექსპორტოდ ხარისხიანი პროდუქციის შექმნაზეა ორიენტირებული.
უახლოეს...
ახალციხის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა.
როგორც ახალციხის მერიაში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში სოფელ ღრელში, კლდესა და აგარაში თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთ სართულიანი შენობები აშენდა, სოფელ პამაჯსა და სხვილისში კი არსებულ შენობებს ჩაუტარდათ რეაბილიტაცია.
"სულ მალე, ადგილობრივებს პირველადი სამედიცინო მოსახურება, თანამედროვე სტანდარტების მქონე ამბულატორიებში გაეწევათ.
სოფლად ამბულატორიების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიმდინარე წელს, „ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დაიწყო.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საერთო კრებების ჩატარების განრიგი განისაზღვრა. 46 სოფელში განსახორცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილი თანხა უკვე ცნობილია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლებებში პრიორიტეტები თავად ადგილობრივებმა უნდა შეარჩიონ. ის თუ რისი გაკეთება სურთ სოფელში, საერთო კრებაზე უნდა გადაწყდეს.
ახალციხის მუნიციპლიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლებში ჩასატარებელი კრებების განრიგი უკვე შედგენილია. შეხევედრები ექვსიდან 24 თებერვლის...
ქალაქ დუშეთში, აღმაშენებლის ქუჩის შესახვევში, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე წყალარინების ქსელის მოწყობა დაიწყო, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს, - აცხადებენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე წყალარინების სისტემა წლების მანძილზე არ არსებობდა.
https://www.facebook.com/dusheti.gov.ge/posts/2704993162953637?__xts__%5B0%5D=68.ARBPOEpWsNLJuHHQZboL3Dku-XR13j-mV_IXW0fwogrIwFbyhffMI1dW5v0GIa3cp_4OZSJlnKL3Gi2k5ftdp4UsctKr5YBZQbtUGV6gnXE8LTCkCiIu0n10x06Qizr_KMBJLFNXmdtytoSCVI6ymTLyacMlGAJqQ3hFBNcv3WKDjUR0hCTNBpist3MfnkDW0bsfcPa23tvc2NLEMIZZKjo8gnEoDVRpQSoaAY_CGphTdx3HrDyT2Fy-ZEk0OXq0xJz-njI2NjH3QuxkHBfd6a-rKzYDp_K6e_zZSuzNwpDvuM7EoKZels1hHLPWrN5zjQa9RD3k4mmnKbm03OuqIzMNzWz1h-I9HTedIG2VHpKBooyQ4pc4rc_mYmlOgl24rpVfLqMGX_ZZ2n4vpkdm_X2iVAaCJFs65vONJadPIvFWedzH8OQEpqH-DuNhbKO2QDvByUoahHujqkz5uTbN&__tn__=-R
განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს, - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.
როგორც საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან დავოსში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რაფაელ მატეომ განაცხადა, კომპანიის დელეგაცია არსებული შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში უკვე იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაური ინვესტორს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე ესაუბრა.
პრემიერის განცხადებით, საქართველო არის...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
რეგიონული განვითარების ფონდი "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში" იმერეთში ჯამში 1042 პროექტს დააფინანსებს. 11 მუნიციპალიტეტზე თანხა უკვე გადანაწილდა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
პროგრამის ფარგლებში 890 000 ლარი მიიღო ხარაგაულმა; 346 000 ლარით დაფინანსდა ბაღდათი; 660 000 ლარი გამოეყო სამტრედიას; საჩხერეს - 672 000 ლარი; ჭიათურას 812 000 ლარი; თერჯოლას 960 000 ლარი; ტყიბულს 532 000 ლარი; წყალტუბოს 704...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































