ცხინვალში დაპატიმრებული ბესტაევის და: მდიდარი და ცნობილი რაკი არაა ჩემი ძმა, მთავრობამ უნდა მიატოვოს?

613

წინა სტატია

მდიდარი და ცნობილი რახანც არ არის ჩემი ძმა, არ ნიშნავს იმას, რომ ასე მიტოვებული ჰყავდეს მთავრობას”, – აცხადებს გენადი ბესტაევის და, ნაირა ბესტაევი. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

გენადი ბესტაევს ცხინვალში, ე.წ. სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა, ,,საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით მიუსაჯა.

ნაირა ბესტაევი ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ გუგუტიანთკარში, გენადი საკუთარი სახლიდან გაიყვანეს.

,,ყურადღებას არავინ აქცევს, ისიც კი თქვენგან გავიგე, ამხელა სასჯელი რომ შეუფარდეს არაფრისთვის. საკუთარი სახლიდან წაიყვანეს, ზედ “საზღვართანაა” სახლი და რა ქნას?! დაგვეხმაროს ვინმე”,- აცხადებს ნაირა ბესტაევი.

ბესტაევი 2019 წლის ნოემბერში დააკავეს და “საზღვრის გადაკვეთის” გარდა, ნარკოტიკების, კერძოდ, მარიხუანას გადატანის ბრალდება წაუყენეს. რამდენიმე დღის წინ კი ცხინვალის დეფაქტო სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა.