წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
დაძაბული შეხვედრა წარიმართა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ქერეს მოსახლეობას შორის. პოლიციის საგუშაგოსთან შეკრებილ ადამიანებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულისა და გორის მერის მოადგილეები შეხვდნენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
მოსახლეობის თქმით, მთავრობამ ქერეს მოსახლეობას დაპირებები არ შეუსრულა, ამიტომ, ისინი 2020 წლის საარჩევნოდ, ბოიკოტის გამოცხადებით იმუქრებიან. ხვალიდან კი, ბავშვებს სკოლაში არ გაუშვებენ
საოკუპაციო ხაზთან მდებარე გორის სოფელ ქერეს მოსახლეობა...
ჩხოროწყუს მერიის ა(ა)იპ "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრი” საქართველოს პარლამენტის წევრის, ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსის ჯუმბერ იზორიას ძმისგან - ბადრი იზორიასგან (ინდივიდუალური მეწარმე) საწვავს გამარტივებული, პირდაპირი წესით ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრის” მიერ საწვავის პირდაპირი წესით შესყიდვის პროცესში რამდენიმე პრობლემატური გარემოება...
თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე XI-XII საუკუნის პერიოდის მოჭიქული კერამიკის ნიმუში აღმოაჩინეს, რომელიც სრულადაა შენარჩუნებული. არქეოლოგიური მასალა გუდიაშვილის მოედანზე მიმდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებისას აღმოჩნდა.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხცადებაში ნათქვამია, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან, ალექსანდრე ტოგონიძესთან ერთად გუდიაშვილი მოედანზე იმყოფებოდა, სადაც ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენას და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
კახა კალაძის განცხადებით, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი ყველა...
2019 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიცა, როგორც ფულადი ჯილდო, ასევე დანამატი. ჯამში წლის განმავლობაში ხელფასის გარდა დამატებით გაცემულმა თანხამ 61 705 ლარი შეადგინა. რიგითი თანამშრომლების გარდა ფულადი ჯილდოები მიიღეს თანამდებობის პირებმა - რწმუნებულის ყოფილმა და მოქმედმა მოადგილეებმა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან „ლაივპრესისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, შტატით მომუშავე თანამშრომლებზე გაიცა 2 400 ლარის ოდენობის დანამატი, 52 870 ლარის...
2019 წლის განმავლობაში, თბილისის მერიის იურიდიულმა კლინიკამ - „ჩემი ადვოკატი“ სამართლებრივი დახმარების მიზნით მოქალაქეებს 17 471 კონსულტაცია გაუწია, რაც წინა წლის კონსულტაციების რაოდენობას 2,6%-ით აღემატება.
თბილისის მერიის ცნობით, ორგანიზაცია თბილისის მასშტაბით ყველა რაიონულ გამგეობაშია განაწილებული და მოსახლეობას, საცხოვრებელთან ახლო, უფასო იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს.
„საანგარიშო პერიოდში რაიონული გამგეობების ოფისების მიხედვით, მომართვიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ისანში - 2 693, სამგორში - 2...
სტატიის გაგრძელება
გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეში მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი სოფლის შესასვლელში, პოლიციის საგუშაგოს წინ შეიკრიბნენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მოსახლეობის განმარტებით, იმის გამო, რომ სოფელში ჟურნალისტებს არ უშვებენ, გადაწყვიტეს ამ ფორმით გადაწყვიტეს აქციის გამართვა:
,,სოფელში არ გვაქვს გზა, წყალი, არ არის საბავშვო ბაღი, სკოლა, ელემენტარული პირობები. არ მოგვანიჭეს მთის სტატუსი. მიტოვებულები ვართ მთავრობის მიერ," - განაცხადეს...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
“ყველას მინდა მოვუწოდო, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, ჩვენს თანაგუნდელებს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი და არ აყვნენ პროვოკაციებს”, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ლევან ხაბეიშვილსა და “ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განუცხადა.
დედაქალაქის მერი ასევე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადებას, რომ მისი ცემა კალაძის ინიციატივაა და აღნიშნა, რომ ხაბეიშვილის სტილია ტყუილსა და სიცრუეზე ლაპარაკი.
„ლევან ხაბეიშვილისგან...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
საკრებულოში ჩემი უფლებამოსილების განხორციელებისას, ჯგუფურად, დაგეგმილად, კალაძის დავალებით და გომელაურთან შეთანხმებით თავს დამესხა რამდენიმე ტურა, ლაჩარი კაცი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა საკურებულოს შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მოძრაობა „შეცვალეს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციას მართავდნენ.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, საკრებულოს წევრები არიან კრიმინალები და მოძალადეები.
„ორი ამბავია, ანრი ოხანაშვილს რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ეს ანრის გარდა...
წინა სტატია
ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პოლიტპატიმარია, - ამის შესახებ ერმაკოვის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა სასამართლოში განაცხადეს. ისინი აცხადებენ, რომ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღო.
გიორგი ერმაკოვის ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
სხდომის დასრულების შემდეგ, გიორგი ერმაკოვმა აღნიშნა, რომ მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და იგი სიმართლის დამტკიცებას გააგრძელებს.
ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა....
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა კულტურის სახლის შენობა. უძრავი ქონება, იჯარის ფორმით 3 წლის ვადით გაიცემა. მისი საწყისი ფასი 48240 ლარია. შენობის საერთი ფართი 320.32 კვ.მ-ია.
მუნიციპალიტეტის ქონების იჯარით აღების მსურველს, გარკვეული პირობების შესრულება მოუწევს. მას არ შეეძლება ქონება აზარტული თამაშებისთვის გამოიყენოს.
შენობა არ გაიცემა ასევე კანონმდებლობის შესაბამისად, დაშვებულზე მეტი აკუსტიკური ხმაურის გამომწვევი საქმიანობისთვის. აუქციონი 3 თებერვალს დასრულდება.
ცნობისთვის, ზუგდიდის კულტურის...
ქალაქ გორში დამონტაჟებულ ტრენაჟორებზე აღნიშნულია, რომ ის რუსული წარმოებისაა. ამ ფაქტს ყურადღება "ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციაში მიაქციეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ფრაქცია ,,ძლიერი გორის" წარმომადგენელი ბექა ქორჩილავა აცხადებს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები მიმართულია ოკუპანტის ქვეყნისკენ.
ამის საილუსტრაციოდ, qartli.ge-მ ტრენაჟორების ფოტოები ქუთაისის ქუჩაზე მდებარე ღია ფიტნეს-მოედანზე გადაიღო. სპორტულ ინვენტარზე აღნიშნულია, რომ ინვენტარი, 2019 წელს, რუსეთში, ჩუვაშების რესპუბლიკაში დაამზადეს.
ქუთაისის ქუჩაზე მდებარე...
2019 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რვა თანამშრომელზე გაიცა ფულადი ჯილდო, რისთვისაც ჯამში 9 400 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
თუ რომელმა თანამშრომლებმა მიიღეს ჯილდო, საკრებულომ „ლაივპრესისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში არ დააკონკრეტა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის გამოყენებით.
კითხვაზე, რა მიზეზით გაიცა ფულადი ჯილდო, საკრებულოში განმარტავენ, რომ პროფესიული საჯარო მოხელეების შეფასების საბოლოო შედეგების გათვალისწინებით, აპარატის თანამშრომლები წაახალისეს.
საკრებულოსგან განსხვავებით, ფულადი ჯილდოები და დანამატები...
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ირაკლი ნადირაძისა და სევდია უგრეხელიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რაც თვითმმართველობის ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს დატოვებას შეეხება.
„თვითმმართველობის ასოციაცია არის როგორც იცით ევროსაბჭოს პარტნიორი ორგანიზაცია, ასე რომ სამწუხაროა, თუ ისინი დატოვებენ ამ ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობას. არ ვიცი რას აპირებენ, მათი გეგმების შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ის ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში. ამავდროულად სისტემატურად ხდება სიტყვიერი...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამავე საქმეზე დაკავებული ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი არჩილ ვანაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, კიდევ ერთს პირს, ეგარსლან ლომაძეს კი ერთი წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
მანამდე ბრალდებულებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბათუმის ყოფილი მერი და სხვა მაღალჩინოსნები ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით...
ბათუმში მოსახლეობა ფრიდონ ხალვაშის მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ტროტუარის მოწყობას ითხოვენ. საქართველოს საატომობილო გზების დეპარტამენტი მიმართვას მერიისგან ელოდება, მერია კი - მოქალაქეების განცხადებას. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
რეპორტაჟში ნათქვამია, რომ გზა, რომლითაც ბავშვები სკოლაში მიდიან, ქუჩაზე გადის. იქ მცხოვრებლები კი ფატალურ შემთხვევებს იხსენებენ და რისკების თავიდან აცილებას ითხოვენ.
ფრიდონ ხალვაშის 300 ნომერში მცხოვრები ამ ტერიტორიაზე ტროტუარის მოწყობას ითხოვს....
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ე.წ. მუყაოს ქალაქში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა. შპს „დაგი“ სამინისტროს კომპლექსის მშენებლობას 38 746 000 ლარად სთავაზობს. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
წინადადების მიღება 22 იანვარს დაიწყო და დღეს, 27 იანვარს 12 საათზე დასრულდა.
ე.წ. მუყაოს ''ოცნების ქალაქში“ კორპუსების ასაშენებლად შეწყვეტილი ტენდერი, ტექნიკური დეტალების დაზუსტებით განმეორებით გასული წლის დეკემბერში გამოცხადდა. სატენდერო თანხა 41 მილიონ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































