ფოთში, მერიის შენობასთან მოძრაობა „გაბედეს“ წევრები ქალაქში თევზის სუნს აპროტესტებენ. ისინი შენობაში შესვლას და საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, თუმცა დაცვის სამსახური მათ ამის საშუალებას არ აძლევს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს. აქციის მონაწილეები საკრებულოს შენობასთან აირწინაღებითა და ლანგარზე დადებული თევზით მივიდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, ამ ფორმით ფოთში გავრცელებულ თევზის სუნს აპროტესტებენ. „ქალაქი თევზის სუნით ყარს. არ გვიშვებენ საკრებულოს სხდომაზე. თევზის გადამამუშავებელ ქარხნებს კი...
2019 წელს საქართველოს 7 რეგიონის 11 000-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. ეკონონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 – 2021 წლებში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაზიფიცირების სამწლიან სტრატეგიულ პროგრამას ახორციელებს. მათივე ცნობით, ამ პროგრამის მიმდინარეობა იყო შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2019 წლის...
გორის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ სკრაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს აუქციონზე ყიდის. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 4 688 კვადრატული მეტრი ფართობი მიწის ნაკვეთის საწყისი ელექტრონულ აუქციონზე 41 336 ლარია. აუქციონის ერთ-ერთი პირობა არის ის, რომ შემსყიდველმა პრივატიზაციიდან 2 წლის ვადაში უნდა შეძლოს მიწის ნაკვეთის განაშენიანება და აშენებული ობიექტის ექსპლოატაციაში მიღება. აუქციონი 4 თებერვალს სრულდება. ვაჭრობის ბიჯი 4 133 ლარია.
შემდეგი სტატია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ბათუმის მერია 30 სექტემბერს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს. მუსლიმთა კავშირი კი  სამი სასარჩელო მოთხოვნიდან ერთის დაუკმაყოფილებლობას ასაჩივრებს, კონკრეტულად კი სასამართლოს მიერ მერიისთვის მშენებლობის გაცემის ნებართვის გაუცემლობას. პროცესი სააპელაციო სასამართლოში 18 თებერვალს ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ახალი მეჩეთის საინიციატივო...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში ციხე-გალავნის რეაბილიტაცია იწყება. ტენდერი მერიამ 29 იანვარს გამოაცხადა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. პროექტის მიხედვით, გაცოცხლდება როსტომ ხანის მიერ დაარსებული დასახლების კონტურები. სამუშაოები 2020 წელს დაიწყება და 2021 წელს დასრულდება. კასპის მერიამ დაახლოებით 300 000 ლარი გამოყო. ,,პროექტი ითვალისწინებს ციხე-გალავნის კედლების ლოკალურ გამაგრებას, მიღებული ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე შერჩეული სამშენებლო მასალებით საკონსერვაციო სამუშაოებს - გალავნის მთელ პერიმეტრზე,...
დღეს, ქარელის მერიამ გამოაცხადა ტენდერი საცურაო აუზის მშენებლობასთან დაკავშირებით, ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების ღირებულება 5,6 მლნ ლარით განისაზღვრა. პროექტი 2-ეტაპიანი, დაიწყება 2020 წელს და დასრულდება 2021 წელს. ტერიტორია მდებარეობს ქარელში, ახალგაზრდობის ქუჩაზე. მასზე ამჟამად მოწყობილია კალათბურთის ფარები, ძველი, აგურით ნაშენი ს.წ.-ის შენობა და რ/ბ-ის კედლის ფრაგმენტი. ეს ყველაფერი სადემონტაჟოა, ტერიტორიას სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩამოუდის არხი, რომელიც უერთდება გზის მეორე ნაწილზე მდებარე სკრა-ქარელის არხს. ობიექტის...
video
ხელვაჩაურში წლებია გზის მშენებლობაპროტესტის ფონზე გრძელდება. სოფელ მახვილაურში მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ სახლებზე ბზარებს  ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები იწვევს. ავტობანის წინააღმდეგ საპროსტესტო აქცია ადგილობრივებმა სამშაბათს კიდევ ერთხელ გამართეს და ზიანის ანაზღაურება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ 25 ავრცელებს. კედლებზე ბზარები გულიკო სურმანიძის თქმით, ყოველდღიურად მატულობს. პრობლემამ კი მისი ვარაუდით, მას შემდეგ იჩინა თავი, როდესაც დასახლებაში ავტობანის მშენებლობა...
2020 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში 1 118 მეტრი გზის რეაბილიტაციას 775 317 ლარი მოხმარდება. გორის მერიის ცნობით, გზებზე ასფალტის საფარი საერთოდ არ არის და მთლიანად გრუნტითაა დაფარული. გზის კაპიტალური რეაბილიტაციასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში წინადადებების წარმოდგენის ვადა 30 იანვარს იწურება.
თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, იმ უსახლკაროებს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ავტობუსებში არიან, მერია მგზავრობას ვერ აუკრძალავს და მათი ნების საწინააღმდეგოდ ვერც თავშესაფარში გადაიყვანს. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მუნიციპალური თავშესაფარი მზად არის უსახლკაროების მისაღებად, თუმცა, მათ თავშესაფარში ცხოვრება თავად არ სურთ. „ავტობუსში სახლობენ“ - ეს არის თქვენი ინტერპრეტაცია. ამ დროს ადამიანი ავტობუსში ადის და იხდის მგზავრობის საფასურს. ადამიანთან...
წინა სტატია ფოთში, თევზის რეალიზატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა. მოვაჭრეების განცხადებით, შეთანხმება არ შედგა. მოვაჭრეთა განცხადებით, ვიდრე მერია მათთვის მისაღებ ალტერნატიულ ფართს არ გამოყოფს, ობიექტს სადაც ისინი თევზის რეალიზაციას ახორციელებდნენ, არ დატოვებენ. „ერთ კვირას ვაძლევთ დროს ხელისუფლებას, რათა გამოგვიყონ ჩვენთვის მისაღები ფართი. ობიექტს, სადაც ვაჭრობას ვახორციელებდით უნდა დაანგრიონ, ელექტროენერგია გათიშეს. თევზი გვილპება. პროტესტს გავაგრძელებთ, ვიდრე...
ზონალურ-საათობრივი პარკირების მომდევნო ეტაპი საბურთალოს რაიონში ამოქმედდება, -ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, პროექტი მასშტაბური იქნება. „ზონალური პარკირების საპილოტე პროგრამა უკვე დავასრულეთ. მუშაობს საათობრივი პარკირება კოტე აფხაზის ქუჩაზე, მიმდებარე ქუჩებზე, აბანოთუბანში და ასევე ორბელიანის მოედანზე. შემდეგი ეტაპი გადადის ბარათაშვილის გამზირზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია პარკირების მოხმარების თვალსაზრისით და იქაც გავავრცელებთ საათობრივ...
video
წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სკვერები, რეკრეაციული ზონა და პატარებისთვის ატრაქციონები მოეწყობა. ამის შესახებ სიუჟეტი გურჯაანის ტელევიზიამ მოამზადა. პირველად მოსახლეობას სოფელში გასართობი და დასასვენებელი ადგილი ექნება. გარდა ამისა სოფლების ნაწილში გაკეთდება გარე განათებაც. პრიორიტეტები სოფლის კრებებზე თავად მოსახლეობამ აირჩია.
ბორჯომის მერიასა და საკრებულოში ფულადი ჯილდო მხოლოდ ერთხელ, დეკემბერში 108 თანამშრომელზე, 136 137 ლარის ოდენობით გაიცა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  მერიაში ამბობენ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ჯილდო და დანამატი არ მიუღიათ. კონკრეტულად რომელ პოზიციაზე, რა ოდენობის ჯილდო გაიცა, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. „ჯილდო გაცემულია საჯარო მოხელეთა შეფასების საფუძველზე“, – აღნიშნულია მერიის მიერ გამოგზავნილ წერილში.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2020 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან (რეგფონდი) 28 პროექტი დაფინანსდება.  მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, ამისთვის 7,5 მილიონადე ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს. „აქ არის ძირითადად ის პროექტები, რომლებიც შიდა სასოფლო გზების, წყლებისა და სანიაღვრე არხების მოწყობას ითვალისწინებს. კრიტერიუმები მოსახლეობისგან შემოსული კორესპოდენციებისა და მათთან შეხვედრების საფუძველზე შეირჩევა. ყველა პროექტი უკვე დატენდერებულია. აქედან დიდი ნაწილი დასრულებულია და...
ლისის ტბის ტერიტორიაზე მშენებლობებზე შეზღუდვები უახლოეს მომავალში მოიხსნება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, მესაკუთრეებს მიეცემათ გაიდლაინები, თუ როგორ უნდა მოხდეს იქ განაშენიანება. "ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა მშენებლობის შეზღუდვა, რომ მომხდარიყო გეგმარება, რომ არ მოხდეს ქაოტური მშენებლობა, რადგან განაშენიანება არის შედეგი, რომელიც ვეღარ გამოსწორება. ჩარჩო გეგმა მომზადებულია, დასრულებულია და უახლოეს მომავალში შეზღუდვები მოიხსნება და მიეცემა...
დედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდება. დამტენები უკვე დამონტაჟებულია გლდანში, საბურთალოზე, ნაძალადევში, დიდუბეში, ვაკეში, სამგორში, ჩუღურეთსა და ისანში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ჩატარებული აუქციონის პირობების თანახმად, ჯამში, დედაქალაქის მასშტაბით, ორ ეტაპად, 60 ელექტროდამტენი უნდა დამონტაჟდეს. "ჩვენ შევქმენით სპეციალური ვებპლატფორმა - WWW.CHARGERS.TBILISI.GOV.GE, სადაც ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ, რეგისტრაცია გაიარონ. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში 118 მოთხოვნაა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ