გორის სოფელ ნაწრეტში შიდა გზების რეაბილიტაცია დაიწყება

441

2020 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში 1 118 მეტრი გზის რეაბილიტაციას 775 317 ლარი მოხმარდება.

გორის მერიის ცნობით, გზებზე ასფალტის საფარი საერთოდ არ არის და მთლიანად გრუნტითაა დაფარული.

გზის კაპიტალური რეაბილიტაციასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში წინადადებების წარმოდგენის ვადა 30 იანვარს იწურება.