გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2020 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან (რეგფონდი) 28 პროექტი დაფინანსდება. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, ამისთვის 7,5 მილიონადე ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
„აქ არის ძირითადად ის პროექტები, რომლებიც შიდა სასოფლო გზების, წყლებისა და სანიაღვრე არხების მოწყობას ითვალისწინებს. კრიტერიუმები მოსახლეობისგან შემოსული კორესპოდენციებისა და მათთან შეხვედრების საფუძველზე შეირჩევა. ყველა პროექტი უკვე დატენდერებულია. აქედან დიდი ნაწილი დასრულებულია და გამარჯვებულიც გამოვლენილია. ვფიქრობ, ყველა მათგანზე სატენდერო პროცედურები მაქსიმუმ თებერვლის ოც რიცხვამდე დასრულდება.“
მისივე თქმით, ზოგიერთ ობიექტებზე, სამუშაოები უკვე პირველი თებერვლიდან დაიწყება.
აქვე გთავაზობთ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალს, რომელიც 2020 წელს რეგფონდიდან დაფინანსდება.
1. სოფელ ვეჯინში – სათავე ნაგებობისა და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია.
2. სოფელ ბაკურციხეში – ახალი წაბურღილი.
3. სოფელ კარდენახში – სათავე ნაგებობის და სოფელთან დამაკავშირებელი ქსელის რეაბილიტაცია.
4. სოფელ ბაკურციხეში – აბრამიშვილების უბნის ბეტონის გზის რეაბილიტაცია.
5. სოფელ ბაკურციხეში – იმერლების უბნის რეაბილიტაცია.
6. სოფელ ჭანდარში – სტადიონის უბნის რეაბილიტაცია.
7. სოფელ მუკუზანში – სანიაღვრე არხების მოწყობა.
8. სოფელ ძირკოკში – სასაფლაოს გზის სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია.
9. სოფელ კალაურში – რკინიგზასთან მიმავალი გზის რაბილიტაცია.
10. სოფელ მუკუზანში – სკოლისკენ მიმავალი გზების რეაბილიტაცია.
11. სოფელ კაჭრეთში – შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია.
12. სოფელ ნანიანში – საბავშვო ბაღის გზის რეაბილიტაცია.
13. სოფელ ჩუმლაყში – წმინდა მარიამის ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
14. ქალაქ გურჯაანში- თუმანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია.
15. სოფელ კალაურში – სკოლის გზა.
16. სოფელ გურჯაანში – ზემო წითელი უბნის გზის რეაბილიტაცია.
17. სოფელ გურჯაანში – ყველაწმინდის პარალელური გზის რეაბილიტაცია.
18. სოფელ ზემო კაჭრეთში – სკოლის გზის რეაბილიტაცია.
19. სოფელ გურჯაანში – ზემო ტეტაანთ გზის რეაბილიტაცია.
20. სოფელ ჯიმითში – სკოლის გზის რეაბილიტაცია.
21. სოფელ მუკუზანში – წყალმომარაგების 1 სათავე ნაგებობის და ქსელის მოწყობა.
22. სოფელ კალაურში – წყალმომარაგების ქსელის მოწყობა.
23. სოფელ ქოდალოში – ახალი ჭაბურღილის მოწყობა.
24. სოფელ მელაანში – ახალი ჭაბურღილის და წყალმომარაგების ქსელის მოწყობა.
25. სოფელ ჩალაუბანში – ახალი ჭაბურღილის და ქსელის მოწყობა.
26. სოფელ ახაშენში – ახალი ჭაბურღილის და ქსელის მოწყობა.
27. სოფელ ზეგაანში – ახალი ჭაბურღილის და ქსელის მოწყობა.
28. სოფელ კარდენახში – ახალი ჭაბურღილის და წყალმომარაგების ქსელის მოწყობა.