საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგორში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ თხოვნით მიმართვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა გამოიყენონ.
არასამთავრობო ორგანიზაციები შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ:
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, მიშელ ბაჩელეტს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა საკითხებში, ეიმონ გილმორს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო...
ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ახალი დაცული ტერიტორიის – ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ მთავრობის მიერ საგაზაფხულო სესიისთვის პარლამენტისთვის წარდგენილ კანონშემოქმედებით გეგმაშია აღნიშნული.
გეგმაში ნათქვამია, რომ ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მდიდარი ბიომრავალფეროვნების დაცვა. მთავრობა განმარტავს, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი უნდა იყოს 506 000 ლარი, რომელიც საჭირო იქნება ერუშეთის პარკის...
შემდეგი სტატია
კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ? - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ოპოზიციური ლიდერების, მათ შორის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიმართ პოლიტიკური დევნა, რომელთა სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობს.
მისივე თქმით, თუ ადამიანს დანაშაული აქვს, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება. რაც შეხება გიგი უგულავას, კახა...
წინა სტატია
ოკუპირებული აფხაზეთის ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგოს“ განცხადებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთის ფედერაციიდან მიმდინარეობს.
კომპანიის Facebook გვერდზე აღნიშნულია, რომ პირველი თებერვლის ღამის ორი საათიდან რუსეთიდან აფხაზეთის ელექტრომომარაგება დაიწყო, მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვები კი მოხსნილია.
ოკუპირებული აფხაზეთის მედიის ცნობით, „რესპუბლიკაში“ კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე 439.13 მეტრამდე დაეცა. „თუ წყალსაცავში წყლის დონე 420 მეტრს მიაღწევს, ენგურჰესი მუშაობას შეაჩერებს“,- ნათქვამია სტატიაში.
ცნობისთვის,...
იგეგმება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის გაფართოება. ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის მიერ მომზადებულ კანონშემოქმედებით გეგმაში, რომელიც პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.
მთავრობა განმარტავს, რომ ცვლილების მიზანია, დიდი ზომის ძუძუმწოვრებისა და საქართველოს წითელი ნუსხის ორი სახეობის – კავკასიური კეთილშობილი ირმისა და კავკასიური არჩვისთვის ეკოლოგიური დერეფნების შექმნა დასავლეთ მცირე კავკასიონზე.
რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, მთავრობის განმარტებით, 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი უნდა იყოს 151 000...
დედაქალაქის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფო უწყების პიკეტირება კანონდარღვევაა და მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„პიკეტირება არის კანონდარღვევა და პიკეტირებას, ბლოკირებას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება ასევე კანონის ფარგლებში”,- განაცხადა კახა კალაძემ.
ოპოზიციური პარტიები აქციების განახლებას ხვალიდან გეგმავენ.
„ევროპულმა საქართველომ“ აქციების გამართვის ნებართვაზე თბილისის მერიას განცხადებით მიმართა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი კიკნაველიძის განცხადებით, პროტესტს უერთდება ყველა ოპოზიციური პარტია.
ირაკლი კიკნაველიძის თქმით, ოპოზიციური პარტიები პიკეტირებასაც გეგმავენ.
საკითხზე...
წინა სტატია
"მცირე მოცულობის წიაღისეულზე 15-დღიანი აუქციონები ჩატარდება" - შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო. ცვლილება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში“ შედის. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
„კანონში, ერთ-ერთი პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმადაც, კონკრეტული, მცირე მოცულობის წიაღისეულზე შესაძლებელი იქნება მოკლე აუქციონების გამართვა. ქონების ეროვნულ სააგენტოს აქვს ეს დიდი ხანია დანერგილი და გვინდა, იგივე...
კურორტ აბასთუმანში ობსერვატორიის მშენებლობაზე 4.5 მლნ ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ BM.GE-ის მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა.
„ობსერვატორია დამატებით ფუნქციას შეიძენს, მასში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა.
კეთილმოეწყო ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორია“, - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, აბასთუმანში ობსერვატორია 1932 წელს აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ...
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის უფლებამოსილება და მანდატი იზრდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
უწყების ცნობით, დეპარტამენტი მალე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება. შესაბამისი კანონპროექტი დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარადგინეს და უახლოეს პერიოდში პარლამენტს გადაეგზავნება.
როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ აღნიშნა კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ინსპექციის განვითარებას, დახვეწასა და გაუმჯობესებას. გაფართოვდება სსიპ შრომის...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ფეხბურთის ფედერაციის მიერ, კრიზისში მყოფი საფეხბურთო კლუბ „ტორპედოსთვის“ მიცემული ვადა დღეს იწურება. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
პირობის თანახმად, თუ კლუბი სამ თებერვლამდე დავალიანებას არ დაფარავს, ლიცენზია აღარ გაუგრძელდება და მეოთხე ლიგაში დაქვეითდება. ახლა, ყველა, იტალიელი ინვესტორის გადაწყვეტილების მოლოდინშია, რომელიც მერიის ინფორმაციით, ინვესტიციის ჩადების პარალელურად, მზადაა ვალი გადაიხადოს, თუმცა, ქალაქის ხელმძღვანელობამ ფაბიო მანინთან შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწია.
კლუბის დროებითი მმართველი...
ჩუღურეთის რაიონში თოიძის ქუჩა N14-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს კაპიტალურად ამაგრებენ. გამგეობის ინფორმაციით, შენობა, სადაც ხუთი ოჯახი ცხოვრობს, მწვავედ ავარიულია.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკველი და კედლები გამაგრდება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი და წერტილოვანი საძირკველი.
"პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, არსებული საფრთხე მოიხსნება და ადგილობრივების საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
გამაგრების სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის...
„მთის კურორტების განვითარების კომპანიის" განცხადებით, გუდაურში სათხილამურო ტრასის მდგომარეობა, რამაც დამსვენებლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, თოვლის სიმცირის შედეგია. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც უწყებაში განაცხადეს, დამუშავების შემდეგ კურორტზე თოვლის საფარი 40 სმ-მდეა, რაც საკმარისი არ არის.
"ამ ეტაპზე სათხილამურო ტრასებზე კვლავ თოვლის სიმცირეა. თოვლსატკეპნი ტექნიკა ყოველ ღამე მუშაობს. კურორტზე დაახლოებით 60 სმ ფაფუკი თოვლი მოვიდა, თოვლის დამუშავების შედეგად მივიღეთ 40 სმ-მდე საფარი, რომელიც...
თბილისის მერიას თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსგან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქალაქში თავისუფლად გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური ლიფტები გადაეცა, - ამის შესახებ თბილისის მიერიაში აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, შშმ პირებისთვის განკუთვნილი 6 ლიფტი დედაქალაქის ცენტრში - ფილარმონიის, მეცნიერებათა აკადემიისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟდა.
"ძალიან მნიშვნელოვანია შშმ პირებისთვის დედაქალაქის ადაპტირება. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები და ალბათ უახლოეს მომავალში გავაფორმებთ ხელშეკრულებას,...
მოძრაობა "შეცვალეს” წევრები ქუთაისის მერიაში შესვლას ცდილობენ. ისინი ქუთაისის მერთან და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა შენობის პიკეტირებაც სცადეს, რისი საშუალებაც მათ დაცვამ არ მისცა. მოძრაობის წევრები აცხადენენ, რომ ისინი არსებულ შერჩევით სამართალს გმობენ და მოითხოვენ კითხვაზე პასუხს, „თუ რატომ ანადგურებენ ქალაქს“.
აქტივისტებმა შენობის წინ წარწერის განთავსება სცადეს, რის გამოც მათსა და დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაცვის თანამშრომლები...
10 საოცნებო ადგილი საქართველოში – CNN Travel საქართველოზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, CNN Travel-ზე სტატიების უმრავლესობას თავად აღწერილი ქვეყნები ასპონსორებენ.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველო, შესაძლოა, პატარაა, თუმცა ის მაინც დახუნძლულია გეოგრაფიული უპირატესობით.
"დასავლეთით, თქვენ აღმოაჩენთ სუბტროპიკულ ციტრუსის ხეივანს, რომელიც შავ ზღვისკენ მიისწრაფვის. აღმოსავლეთით კი, ვენახებს გადამწვარი სტეპი ენაცვლება ათასწლოვანი მონასტრებით.
საქართველოში მდებარეობს, ასევე, ევროპის 6 უმაღლესი მთიდან სამი, რომელთა ჩრდილშიც კავკასიური ველური ბუნება...
წინა სტატია
ზუგდიდში მთავრობის დაპირებული ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა შარშან, შემოდგომაზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროექტირების სამუშაოები ჯერაც არ დასრულებულა. მუნიციპალური განვითარების ფონდში გამოცემა "ლაივპრესს" უთხრეს, რომ პროექტში გარკვეული სახის ცვლილებები შევიდა. კერძოდ, მათი განმარტებით, თუ ადრე საუბარი იყო მხოლოდ საცურაო აუზზე, მას ახალი სივრცეები დაემატება და აშენდება სპორტკომპლექსი, აუზი კი ამ კომპლექსის ნაწილი იქნება.
"თუ ადრე მარტო აუზს ვაკეთებდით, ახლა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































