მოძრაობა “შეცვალეს” წევრები ქუთაისის მერიაში შესვლას ცდილობენ

443

მოძრაობა “შეცვალეს” წევრები ქუთაისის მერიაში შესვლას ცდილობენ. ისინი ქუთაისის მერთან და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა შენობის პიკეტირებაც სცადეს, რისი საშუალებაც მათ დაცვამ არ მისცა. მოძრაობის წევრები აცხადენენ, რომ ისინი არსებულ შერჩევით სამართალს გმობენ და მოითხოვენ კითხვაზე პასუხს, „თუ რატომ ანადგურებენ ქალაქს“.

აქტივისტებმა შენობის წინ წარწერის განთავსება სცადეს, რის გამოც მათსა და დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაცვის თანამშრომლები აქტივისტებს მოუწოდებენ, პროტესტი წარწერის გარეშე გამოხატონ, რადგან ეს კანონდარღვევაა.

მერიის წინ დაცვასთან ერთად პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.