თბილისში, თოიძის N14-ში, საცხოვრებელ სახლს ამაგრებენ

814

ჩუღურეთის რაიონში თოიძის ქუჩა N14-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს კაპიტალურად ამაგრებენ. გამგეობის ინფორმაციით, შენობა, სადაც ხუთი ოჯახი ცხოვრობს, მწვავედ ავარიულია. 

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკველი და კედლები გამაგრდება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი და წერტილოვანი საძირკველი. 

“პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, არსებული საფრთხე მოიხსნება და ადგილობრივების საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

გამაგრების სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ვანანი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 107 145 ლარია”, – აცხადებენ გამგეობაში.

როგორც ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში თქვეს, მსგავსი ტიპის სამუშაოები ჩუღურეთის რაიონში პარალელურად, ცხრა მისამართზე მიმდინარეობს.