"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით გამოვლენილ დარღვევებზე, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამოვლენილ დარღვევებს შეეხება, პროკურატურაში განცხადება შეიტანა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა ის საკითხი, რაზეც ამ დასკვნაშია საუბარი, იძლევა საფუძველს, სისხლის სამართლის საქმის აღძრვის. სწორედ ამიტომ, მიმართავენ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება, რომ ზუგდიდის ბიუჯეტიდან მოსახლეობისთვის განკუთვნილი თანხა არ იფლანგებოდეს "ქართული ოცნების" მაღალჩნოსნების...
წინა სტატია
ხულო - თაგოს დამაკავშირებელი საბაგირო გზა სავარაუდოდ კიდევ სამი თვე გაჩერებული იქნება. საბაგირო გზის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. უფრო მეტიც, ამ ეტაპისთვის ტენდერი გამოცხადებული არ არის. გეგმიური შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მგზავრთა გადაყვანა საფრთხის შემცველი იყო. საბაგირო გზა 28 იანვრის შემდეგ გაჩერებულია. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.
ხულოს მერის მოადგილე ამბობს, რომ ამ დრომდე მერია იურიდიულ...
20 თებერვალს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს. ინფორმაციას სპექტრი ავრცლებს.
საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ნატო გონგაძის განმარტებით, 57 ათასი ლარი ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გადანაწილდა.
„2019 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი გამოუყენებელი ნაშთი, 57 ათასი ლარი, გადანაწილდა სხვადასხვა ორგანიზაციულ კოდებზე. ეს არის: ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია, გზები, სკვერები და სპორტული მოედნები, რადარები და საგზაო ნიშნები, ასევე, წყლები და სანიაღვრე არხები. სამუსიკო...
პროექტის „საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება - ახალი გამოწვევა და სარგებელი კახეთის რეგიონში“ ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტს საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარაციისთვის ურნები გადაეცა.
როგორც მერიაში განმარტავენ, ურნები ქალაქ სიღნაღში განთავსდა და პლასტმასისა და ქაღალდის ნარჩენების დახარისხება მოხდება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სთხოვს ურნებით სარგებლობისას დაიცვან მასზე განთავსებულ სტიკერებზე აღნიშნული მოთხოვნები და ხელი შეუწყონ ქალაქში ნარჩენების სეპარირების პროცესს.
აღნიშნულ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოლაიფი" თელავის, ყვარლის, გურჯაანისა და...
გორის მე-6 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციოდ მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საბავშვო ბაღის მეორე სართულზე მდებარე სამრეცხაოს, სანიტარულ კვანძსა და დამხმარე ოთახებს გაარემონტებენ.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გორის მერიას 43 945 ლარი აქვს გათვალისწინებული.
გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა დაასრულოს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. მერია 3 თანამშრომელს ღია კონკურსით, 1-ს კი დახურული კონკურსის წესით შეარჩევს.
ვაკანსიები გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - თანამდებობრივი სარგო 900 ლარი; გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში - 1 100 ლარი; გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ქვახვრელის ადმინისტრაციულ ერთეულში - 1 100 ლარი;
რაც...
გორის მუნიციპალიტეტის 25 სოფელში, გარეგანათების მოსაწყობად მერიამ 698 725 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო პირობების მიხედვით, გარეგანათება გორის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში მოეწყობა: აძვი, ქვეში, ქვემო არცევი, მუმლაანთკარი (მეჯვრისხევი), ახალუბანი, ახრისი, ციცაგიანთკარი, ჯარიაშენი, კარბი, ქერე, ფხვენისი, ქვემო ხვითი, შინდისი, თედოწმინდა, ტინისხიდი, ორთაშენი, ბროწლეთი, ტირძნისი, არაშენდა, საქაშეთი, ვარიანის მეურნეობა, ახალდაბა, ვარიანი, ხიდისთავის 2 უბანი, ზეღდულეთის 2 უბანი, ახალდაბა.
აღნიშნული სამუშაოები სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები კახეთის რეგიონშიც აქტიურ ფაზაშია. საგარეჯოში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში მიმდინარე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ალადაშვილი გაეცნო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ე.წ „საქმიანი ეზო“ საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა. ტყითსარგებლობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად...
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში გოგებაშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის მიმდინარეობა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ლალიაშვილმა და ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე გზის მოსწორების და წყალამრიდების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობების, ისე ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
სამუშაოების მთლიანი ღირებულება 491 811 ლარს შეადგენს და სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მარნეულის მერია 15 წარმატებულ სტუდენტს ყოველწლიურად 1000 ლარით დააჯილდოვებს. ინფორმცია მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა 2020 წლის ახალგაზრდული პროგრამების წარდგენისას თქვა და აღნიშნა, რომ მათი ჯილდო სტუდენტებს მოტივაციას გაუზრდის. ფულადი პრიზის მისაღებად სტუდენტებმა გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ.
„შერჩევის კრიტერიუმები შემდეგია: აუცილებელია, რომ აკრედიტებული სასწავლებლის სტუდენტი ა იყოს, მაღალი აკადემიური მოსწრება (არანაკლებ 91 ქულა)უნდა ჰქონდეს. პროექტებში და სხვადასხვა კონფერენციებში ჩართული სტუდენტები ჩვენთვის ძალიან...
ნიდერლანდური კომპანიის „H.I.P. Trade“-ის ინვესტიციით დაფუძნებული კომპანია "გლობალ რისაიქლინგ კო“ ხობის მუნიციპალიტეტში მეორადი პლასტმასის გადამამუშავებელ საწარმოს განავითარებს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, წარმოების პროცესში პოლიმერული გრანულები შეიქმნება, რომლის რეალიზება , როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე მოხდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის გასახორციელებლად კომპანიამ ხობის მუნიციპალიტეტში, აუქციონის ფორმით, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მიწის ნაკვეთი შეიძინა.
მათივე ინფორმაციით, პროექტის...
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი სოციალური პროგრამით, ორსულებს ყოველთვიურად პროდუქტები გადაეცემათ.
მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური /ხელმძღვანელი დავით ჩაკვეტაძე/ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ორსულებს /სოციალური სარეიტინგო ქულა 100 000-ზე ნაკლები/ ყოველთვიურად 100 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფს/ქათმის ხორცი, თევზი, შაქარი, წიწიბურა, შვრია, კარაქი, კვერცხი/.
აღნიშნული პროგრამა, ორსულებზე ზრუნვა, განსაკუთრებით პრიორიტეტულია მერიის სოციალურ პროგრამებს შორის.
სასმელი წყლის მოსაპოვებლად მარნეულის რაიონის სოფელ ხუტორ-ლეჟბადინის მაცხოვრებლები ყოველდღიურად ამორტიზირებულ გზას გადიან. ისინი მდინარე ალგეთის პირას მდებარე წყაროსთან მიდიან. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
სოფელი მარნეულიდან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს, მაგრამ სოფელში ნორმალური ინფრასტრუქურა, სასმელი წყალი და გზა არ არის.
ხუტორ-ლეჟბადინი საუკუნეზე მეტია არსებობს. მიუხედავად ამისა, სოფელში სასმელი წყლის ქსელი დღემდე არაა გაყვანილი. მოსახლეობა სასმელ წყალს ან წყაროდან ან მეოზბელი სოფლიდან...
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, ბაღში მორიგი ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. ამავე ცნობით, დაზიანებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი უძველესი ჭურჭელი - ქვევრი.
„სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქალაეების მხრიდან სხვადასხვა სახის დაზიანებები ფიქსირდება. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს მოუარონ, დაიცვან და გაუფრთილდნენ ბოტანიკურ ბაღს“, - აცხადებს ბაღის ადმინისტრაცია. მათივე ცნობით ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
იანვარში ბოტანიკურ ბაღში მოქალაქემ გარე განათების 7 ბოძი...
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია და ქალაქის ვიცემერი დავით ერემეიშვილი საერთაშორისო სავაჭრო კომპანიის HIP HOLDING-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ქუთაისის საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი კომპანიის მიერ ქუთაისში დაგეგმილი სამუშაოების განხილვა და შემდგომი თანამშრომლობის დაგეგმვა იყო.
"HIP HOLDING ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მეორადი პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის გახსნას გეგმავს. ამ მიზნით ქალაქში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და 3 000...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ 2019 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ათვისება რეკორდული იყო.
მერაბ ქვარაიამ ფინანსთა მინისტრ, ივანე მაჭავარიანს, რომელსაც პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენდნენ, კითხვით მიმართა, წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შესაძლო გაზრდის შესახებ.
„2020 წლის ბიუჯეტის განხილვისას იყო ერთგვარი უკმარობა იმ ასიგნებებთან დაკავშირებით, რომელიც ამ მიმართულებით გამოიყო. თუმცა, მაშინ, მსჯელობისას...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































