გორის მუნიციპალიტეტის 25 სოფელში, გარეგანათების მოსაწყობად მერიამ 698 725 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო პირობების მიხედვით, გარეგანათება გორის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში მოეწყობა: აძვი, ქვეში, ქვემო არცევი, მუმლაანთკარი (მეჯვრისხევი), ახალუბანი, ახრისი, ციცაგიანთკარი, ჯარიაშენი, კარბი, ქერე, ფხვენისი, ქვემო ხვითი, შინდისი, თედოწმინდა, ტინისხიდი, ორთაშენი, ბროწლეთი, ტირძნისი, არაშენდა, საქაშეთი, ვარიანის მეურნეობა, ახალდაბა, ვარიანი, ხიდისთავის 2 უბანი, ზეღდულეთის 2 უბანი, ახალდაბა.
აღნიშნული სამუშაოები სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში განხორციელდება.