გორის მერიამ 4 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

548

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. მერია 3 თანამშრომელს ღია კონკურსით, 1-ს კი დახურული კონკურსის წესით შეარჩევს.

ვაკანსიები გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – თანამდებობრივი სარგო 900 ლარი; გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში – 1 100 ლარი; გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ქვახვრელის ადმინისტრაციულ ერთეულში – 1 100 ლარი;

რაც შეეხება ქონების განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროს სპეციალისტს, მას მერია დახურული კონკურსის წესით შეარჩევს, რაც ნიშნავს, რომ შესაფერის კანდიდატს უწყება მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან შეარჩევს.

ამასთან, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.