გორში 3 და 8 მარტს დაგეგმილი ღონისძიებები აღარ გაიმართება, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში. მერიამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ვირუსული ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო მიიღო. ამავე მიზეზით, სასწავლო პროცესი შეჩერდა სკოლებში, უნივერსიტეტებსა და სააღმზრდელო დაწესებულებებში. ინფორმაციისთვის, დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო სივრცედ გადაკეთდა.
წინა სტატია გურჯაანში განახლებული აგრარული ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ბაზრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაზარს ბეტონის იატაკი აქვს, რაც კვირაში რამდენჯერმე გადარეცხვის საშუალებას იძლევა. მათივე თქმით, ქალაქ გურჯაანის აგრარული ბაზარი თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს.  ის მოვაჭრეები კი რომლებიც აქამდე ბაზრის გარეთ ყიდიდნენ პროდუქტს, განახლებულ ბაზარში გააგრძელებენ საქმიანობას. სამოცდაათწლიანი ისტორიის მქონე გურჯაანის აგრარულ ბაზარში გურჯაანის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ერთ ადგილას, კომფორტულ გარემოში, სტანდარტების შესაბამის...
ახალციხის საკრებულომ მერიის ბალანსზე არსებულ სპეცტექნიკის გაქირავების თანხა განსაზღვრა. ერთეული ტექნიკის დღიური ფასი 200 ლარიდან იწყება. საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, ტექნიკის ქირაობისთვის თანხა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის თანაბარია. დადგენილების მიხედვით, ექსკავატორ-დამტვირთველის დღიური ფასი – 200 ლარია, ერთი საათი 25 ლარი. დამტვირთველის დღიური ფასი 250 ლარია, ერთი საათი 31,25 ლარი. ავტოგრეიდერის დღიური ფასი კი 300 ლარია და ერთი საათით 37,5...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” შესაძლო დარღვევების გამოვლენის მიზნით, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას აგრძელებს. ამჯერად ორგანიზაციამ ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის დეკლარაცია, მისი ოჯახის წევრების ქონება და სამეწარმეო საქმიანობა გამოიკვლია. ანზორ ბოლქვაძე 12 წელია პარლამენტის წევრია. 2008 და 2012 წლების მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი „ნაციონალური მოძრაობიდან” გახდა, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე, ყოფილი მმართველი პარტიის რიგები დატოვა,...
ზუგდიდის მერიამ ტენდერი გამოაცხადა მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გაშუქების და საინფორმაციო ვებგვერდებზე განთავსების მომსახურებაზე. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს სიახლეების და ანონსების განთავსება, არანაკლებ ცხრა საინფორმაციო სააგენტოს ვებ გვერდზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 35 ათასი ლარია. მიწოდების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. საინფორმაციო სააგენტობის მიერ განსახორციელებელი მომსახურების მინიმალური ტექნიკური პირობებია: 1) საანგარიშო პერიოდში...
აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკაში პირველი მარტიდან შევიდა კანონი ძალაში და გამკაცრდა სასჯელი ნარკოდანაშაულისთვის, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. კერძოდ, ცვლილებები გულისხმობს უვადო პატიმრობას, ან სიკვდილით დასჯას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების იმპორტის და ექსპორტისთვის. "კანონი" ე.წ. მთავრობამ გასულ წელს, აპრილში მიიღო. "კანონი 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა ძალაში მხოლოდ დღეს შედის. მინისტრთა კაბინეტს უნდა განესაზღვრა ნარკომომხმარებლები და დისტრიბუტორები და ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ,...
შემდეგი სტატია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდას მოსახლეობამ ფარულად გასხვისებული სოფლის მიწების უკან დაბრუნების მოთხოვნით აქცია გამართა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ იჯარით აღებული, 500 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწის სავარგულები საპარტნიორო ფონდს გადაეცა. "მიწა იჯარით გვქონდა აღებული და ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. დაგვპირდნენ, რომ მცირემიწიან მოსახლეობას მიწებს დაუკანონებდნენ. სინამდვილეში კი, ჩვენგან ფარულად, საპარტნიორო ფონდს გადაეცა”, – განაცხადა აქციის...
ნაძალადევის რაიონში, 30 საცხოვრებელ კორპუსში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი ცოტნე დადიანის ქუჩა N261-ში ხორციელდება, სადაც 1 800 კვ.მ ფართობზე კორპუსის დაზიანებული სახურავი ახლით შეიცვალა.  სახურავის რეაბილიტაცია 1 100 კვ.მ ფართობზე ასევე, გურამიშვილის გამზირის N35 ვ-ში მიმდინარეობს. ორივე მისამართზე წყალსაწრეტი მილებიც იცვლება.  „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ კორპუსებში სახურავები და წყალსაწრეტი...
დიდუბის რაიონის გამგეობა ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის N61-ში სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობის აივნებს და შეიცვლება შენობაში არსებული დაზიანებული კარ-ფანჯარა. როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნული შენობა 1882 წელს აშენდა და გამაგრების სამუშაოები ამ დრომდე არ ჩატარებულა. პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოებისთვის...
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორი, გრიგოლ მანდარია წყალმომარაგება-წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობას და პროექტების მიმდინარეობის ტემპს ამჯერად სამეგრელოს რეგიონში გაეცნო. "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელმა აბაშის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაათვალიერა, რომლის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. „რეგიონების წყალმომარაგებისთვის საკმაოდ დიდი ინვესტიციაა ჩადებული სახელმწფოს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით. ამ ეტაპზე, მხოლოდ სამეგრელოს რეგიონში, 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტებს ვახორციელებთ, რომელთა უმეტესი ნაწილი, წელს...
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ფოთის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება. როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული რეკომენდაცია ფოთის მერიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო. უწყების ცნობით, ასევე, დეზინფექცირება ჩაუტარდება ბაგა-ბაღებს, საჯარო და სახელოვნებო სკოლებს. მათივე ინფორმაციით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში...
კორონავირუსის პრევენციის მიზნით თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სამუშაოები "თბილსერვის ჯგუფმა" 54 მიწისქვეშა გადასასვლელში შეასრულა. კომპანიის ხელმძღვანელის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საჭიროებისამებრ, მიწისქვეშა გადასასვლელების დეზინფიცირება მომდევნო დღეებშიც განხორციელდება. ამასთანავე, კორონავირუსთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის დავალებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. ასევე, დეზინფიცირება უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს. საქართველოში ამჟამად კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28...
სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო, რომელიც 16 მარტამდე გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხის გამო მთავრობამ 29 თებერვალს მიიღო. პროფილაქტიკის მიზნით, არდადეგების პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოები ჩატარდება. „იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით,...
წინა სტატია შემდეგი სტატია ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ ბორჯომის მერს, ლევან ლიპარტელიასა, და ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი გოგიჩაიშვილს, საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობა შეეფარდა ასევე ლიპარტელიასთან ერთად დაკავებულ გიორგი ულუმბეგაშვილს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 აპრილს, 13:00 სთ-ზე ჩაინიშნა. ლიპარტია, გოგიჩაიშვილი და ულუმბეგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 28 თებერვალს დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა...
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღება 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. „დევნილთა განსახლების საჭიროებებიდან გამომდინარე,...
შემდეგი სტატია ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი დღეს საღამოს, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, - ინფორმაციას ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში droa.ge-ს უთხრეს, რომ საკითხზე კომენტარს, ჯერჯერობით, ვერ გააკეთებენ. როგორც "სამხრეთის კარიბჭე" იუწყება, მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, დაკავებულია, ასევე, ადგილობრივი ბიზნესმენი გ.უ. საქმე კი, სავარაუდოდ, მიწების საკითხს ეხება. გამოცემისვე ცნობით, ლიპარტია ხაშურში, გოგიჩაიშვილი და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ