თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების ჯგუფები მომმარაგებელი კომპანიის მიერ ბაღებში პროდუქტის შეტანას ამოწმებენ.
ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მონიტორინგის მიზანია სათანადო და შესაბამისი რაოდენობის პროდუქტით მომარაგება, დასაწყობება, დაფასოება, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური უსაფრთხოების წესების დაცვა.
„ხვალიდან საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებს საშუალება ექნებათ მერის ინიციტივის შესაბამისად, მიიღონ მათი შვილებისთვის განკუთვნილი პროდუქტების ნაკრები. პაკეტები ეტაპობრივად გაიცემა და აღსაზრდელების ოჯახებს ბაღების ადმინისტრაციებიდან ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან.
ბაგა-ბაღების მართვის...
რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე აცხადებს, რომ პრაქტიკულად ყველა რესტორანი დაიხურა და უმუშევრად 100 000-მდე ადამიანია დარჩენილი.
როგორც მან ინტერპრესნიუსს განუცხადა, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის კომუნალური გადასახადების გადავადების საკითხი იქნა დაყენებული.
"ჩვენ მთავრობის წინაშე დავაყენეთ საკითხი რომ პერსონალი, რომელიც შემოსავლის გარეშე დარჩა დაახლოებით 80 000-დან 100 000-მდე ადამიანს რაღაცნაირად შეუმსუბუქდეს სოციალური გარემო. საუბარი იყო კომუნალური გადასახადების გადავადების საკითხის დღის წესრიგში დაყენებაზე. მესმის,...
ორდღიან რეჟიმში, რეგიონში იკეტება კვების და საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ობიექტი, ასევე, მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით, შეიზღუდა და შემცირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება - აღნიშნული განცხადება შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შიდა ქართლში მიმდინარე ღონისძიებებზე საუბრისას გააკეთა.
"რეგიონში არსებული სტატისტიკა ამგვარია - შიდა ქართლში, თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება 57 ადამიანი, სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში კი, მეთვალყურეობისა და...
თბილისის ათივე რაიონის მასშტაბით, ხანდაზმულებს, მრავალშვილიან ოჯახებს და სოციალურად დაუცველმოქალაქეებს საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამენტები ურიგდებათ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აქცია, მოხალისეების ინიციატივით, რაიონული გამგეობების დახმარებითა და თბილისის საკრებულოს ჩართულობით მიმდინარეობს.
„დედაქალაქის მასშტაბით, ნობათების დარიგების პროცესი ხვალამდე გაგრძელდება. რაიონული გამგეობების თანამშრომლები და მოხალისეები საჭირო პროდუქტებს 370 ოჯახში მიიტანენ. ასევე, ნობათები დაურიგდებათ თბილისის რამდენიმე თავშესაფრის ბენეფიციარებს, მათ შორის თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის...
შემდეგი სტატია
თვითიზოლაციის წესები
თქვენ უნდა იყოთ თვითიზოლაციაში ა) თქვენს მიერ დასენიანებული რეგიონის დატოვებიდან და/ ან ბ) COVID-19 ის მქონე ადამიანთან უკანასკნელი კონტაქტიდან, 14 დღის განმავლობაში. თქვენი ზოგადი მდგომარეობა არ საჭიროებს საავადმყოფოში გადაყვანას, ამავდროულად, საქართველოს კანონით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ ვალდებული ხართ დაიცვათ ის წესები, რომლებიც ქვემოთ არის ჩამოთვლილი.
1. დარჩით სახლში
თქვენ, ან მურვეობის ქვეშ მყოფი ადამიანი უნდა დარჩეთ სახლში. ნუ წახვალთ სამსახურში,
სკოლაში,...
„გახდი მოხალისე – შეაჩერე ვირუსის გავრცელება"! - ამ ლოზუნგით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მოხალისეთა შეგროვებას იწყებს, რომლებიც ხანდაზმულ მქალაქეებს მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგებას და სხვა აქტივობებებში დაეხმარენიან. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მარნეულს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, მარიამ ხაჩიძის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება მერიამ ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღო.
„აღნიშნული ღონისძიებები მიმართულია მოწყვლადი ჯგუფების თვითიზოლაციის ხელშეწყობისაკენ. გთხოვთ გამოიჩინოთ მაღალი სოციალური...
დღეს სხვადასხვა სვლა-გეზზე, 16 ერთეული ავტობუსის ნაცვლად მუშაობს 23 სატრანსპორტო საშუალება, -ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, კერძო მიკროავტობუსების შეზღუდვის გამო, ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა გაიზარდა და 16 ავტობუსის ნაცვლად 23 ავტობუსი მოძრაობს.
“ძვირფასო რუსთაველებო! როგორც უკვე იცით, ახალი კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში, ქალაქში დღეიდან აკრძალულია მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. რუსთაველებს ქალაქში გადაადგილებისთვის მხოლოდ მუნიციპალური, ანუ M3 კატეგორიის ავტობუსებით მოვემსახურებით.
დღეს სხვადასხვა...
დღეიდან, 18 მარტიდან საქალაქო ავტობუსები ახალციხეში აღარ იმოძრავებენ. სატრანსპორტო კომპანია "ჯეოტივის" ხელმძღვანელის, ნუგზარ მამუკაშვილის თქმით, ახალციხის მერიამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დროებით დაფინანსება შეუწყვიტა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„დღეიდან გაჩერდა საქალაქო, გამგეობამ თანადაფინანსების თანხა მოხსნა და მე მოქალაქეებს 20 თეთრად ვეღარ ვატარებდი. ფასის აწევა მომიწევდა და ეს რომ გავაკეთო აურზაური მოჰყვება ხალხში. ზარალზე კიდევ ვერ წავიდოდი“,- ამბობს მამუკაშვილი.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის...
წინა სტატია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია სამსახურეორივი ავტომობილით სარგებლობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
ირაკლი შენგელიას განცხადებით, ასევე აუქმებს ბრძანებას საწვავის ლიმიტის დადგენაზე. მის ამ გადაწყვეტილებას ის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით ხსნის და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოთავისუფლებული თითოული ლარი, მოხმარდეს სოციალურ პროგრამებს და მიიმართოს მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად.
"იმისათვის, რომ ვირუსით გამოწვეული ზიანი და დანაკარგები იყოს...
დღეიდან კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა შეიზღუდა. ამის შესახებ კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტებს დავალება მიეცათ, ეს საკითხი მკაცრად გააკონტროლონ პოლიციის დახმარებით.
გუბერნატორის განმარტებით, დაწესებულმა შეზღუდვებმა შესაძლოა მოქალაქეებს პრობლემები შეუქმნას, თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მოსახლეობამ გადაადგილებისგან თავი უნდა შეიკავოს.
"დღეიდან ყველა მუნიციპალიტეტში გაჩერდა...
17 მარტს მარნეულის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში მოძრავმა ყველა სახის საჯარო ტრანსპორტმა მუშაობა შეწყვიტა. მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოხდა.
მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა ქალაქ თბილისის მერიასაც. თბილისში მოძრაობა მხოლოდ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა არ შეწყვიტა.
რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, თუ რატომ არ გაითვალისწინა მარნეულის მერიამ თბილისის გამოცდილება და რატომ შეწყვიტა მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება...
ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსის მძღოლები შეიკრიბნენ ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი უკმაყოფილოები არიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, დღეიდან მათ გადაადგილება კორონავირუსის მასობრივად გავრცელების თავიდან ასარიდებლად აეკრძალათ. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
მძღოლები შეხვდნენ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას და მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავას. ამბობენ, რომ ამ შეკრებას საპროტესტო აქციის ფორმა არ აქვს და თუკი საჭიროა, აკრძალვას დაემორჩილებიან. თუმცა განმარტეს - კერძო საფინანსო...
მარნეულში ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა შეწყდა. აღნიშნული ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
"ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის დამატებითი რისკებისგან დაცვის მიზნით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, 18 მარტიდან დროებით ჩერდება სატრანსპორტო მომსახურება. (კერძო და მუნიციპალური ტრანსპორტი) აღნიშნული რეკომენდაცია ეხება როგორც ადგილობრივ სამგზავრო გადაყვანას, ისე საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანის მომსახურებას.
სამარშრუტო ტაქსების მუშაობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში იქნა მიღებული,"...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის და მოსახლეობის დამატებითი რისკებისგან დაცვისთვის შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში შესაბამისი ღონისძიებები უწყვეტად მიმდინარებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის უფასო სასადილოებით მოსარგებლე პირებისთვის განკუთვნილი საკვები მუნიციპალიტეტების წარმომდგენლებს ადგილზე ყოველდღიურად მიაქვთ.
შიდა ქართლის რეგიონში პერმანენტულად ხორციელდება ვირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები. ამ ეტაპზე სკოლების, სააღმზრდელო დაწესებულებების და საჯარო სივრცეების სადეზინფექციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ასევე, საჭიროებისამებრ ხორციელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დამუშავება.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით...
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომუნალური გადასახდების შესაძლო გადავადებაზე ისაუბრა. როგორც ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, მთავრობას კარგად ესმის, რომ ბევრ მოქალაქეს ფინანსური პრობლემა შეექმნა და ყველანაირად ცდილობს ბიზნესისთვის ვითარების შემსუბუქებას, რათა მათი თანამშრომლების შენარჩუნება მოახერხონ. თუმცა ამ ეტაპზე კომუნალური გადასახდების გადავადება არ იგეგმება.
„რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნალური მომსახურების მომწოდებლები, იქნება ეს „თელასი“, „ენერგოპრო“ თუ...
დღეს დილიდან ოზურგეთიდან სოფლების მიმართულებით გადაადგილება საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეწყვიტა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ შიდა გადაადგილებებზე შეზღუდვა 1 აპრილამდე იქნება. ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.
“კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, რაც კი ბრძანება არის გამოცემული იმის შესრულება მიმდინარეობას. ამ ეტაპისთვის საქალაქთაშორისო მიმოსვლა არ არის შეწყვეტილი,“_ აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე.
ოზურგეთის ავტოსადგურებიდან სამარშრუტო ტაქსებით ხორციელდება მხოლოდ საქალაქთაშორისო მიმოსვლა - თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ფოთის, ზუგდიდის,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































