დღეს დილიდან ოზურგეთიდან სოფლების მიმართულებით გადაადგილება საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეწყვიტა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ შიდა გადაადგილებებზე შეზღუდვა 1 აპრილამდე იქნება. ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.
“კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, რაც კი ბრძანება არის გამოცემული იმის შესრულება მიმდინარეობას. ამ ეტაპისთვის საქალაქთაშორისო მიმოსვლა არ არის შეწყვეტილი,“_ აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე.
ოზურგეთის ავტოსადგურებიდან სამარშრუტო ტაქსებით ხორციელდება მხოლოდ საქალაქთაშორისო მიმოსვლა – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ფოთის, ზუგდიდის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მიმართულებით.