თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, მერიის მიერ დატრენინგებული მოხალისეთა ჯგუფები თბილისში მცხოვრებ ხანდაზმულებს მოემსახურებიან, რათა მათ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, გარეთ გასვლა არ მოუწიოთ. როგორც მან გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერია „წითელ ჯვართან“ თანამშრომლობს და უკვე ტრენინგი 30-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. „ჩვენ უკვე დავიწყეთ „წითელ ჯვართან“ თანამშრომლობა და პირველ ეტაპზე, სამუშაოდ მარტოხელა მოხუცები ავირჩიეთ. ჩვენი გათვლებით, ასეთი...
მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურისა, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებებისა იყოს დახურული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინაგსამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა იყოს დახურული, რათა ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვა და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საგანგებო...
აჭარაში 6000-ზე მეტ ადამიანზე სასურსათო პროდუქტები გაიცემა, - ამასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და რეგიონში მინდინარე პრევენციულ ღონისძიებებსა და სოციალურ პროექტებზე ისაუბრა. როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, მომზადდება სასურსათო კალათა, რომელიც გაიცემა სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ, 100 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე, სადაც ფიქსირდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები, სარეცელს მიჯაჭვული და სიცოცხლისთვის...
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. პოლიციის, პატრულის, საფინანსო, შემოსავლებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებმა რწმუნებულს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს რა სამუშაოები ხორციელდება ამ ეტაპზე რეგიონში. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. „ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში ყველა სამსახურის კოორდინირებულად მუშაობა, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკები....
თბილისის მერის ინიციატივითა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, დედაქალაქის საჯარო ბაღებში აღსაზრდელების მშობლებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყო. თბილისის მერიის ცნობით, პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე N92 ბაგა-ბაღში გაეცნო. კახა კალაძემ ბაღების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროცესი სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის...
ხაშურის მუნიციპალიტეტში სოციალური სასადილოს მოსარგებლეთათვის საკვების ბინაზე მიწოდება დაიწყო. პროდუქტების განაწილების პროცესს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე და მერიის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ცერცვაძე ხელმძღვანელობენ. კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სოციალური სასადილოს ის ბენეფიციარები, რომლებიც რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან, კერძოდ, შშმ პირები, ხანდაზმულები, და სხვა რისკ-ჯგუფების წარმომადგენლები, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მათთვის განკუთვნილ ულუფას, ყოველდღიურად სახლში მიიღებენ. ამ ეტაპზე ხაშურის...
მიკროავტობუსების აკრძალვის შემდეგ პრობლემები შეიქმნა აჭარის მუნიციპალიტეტებში, სადაც მუნიციპალური ავტობუსები ან საერთოდ არ არის ან ძალიან მცირეა მათი რაოდენობა. ამ თემაზე სიუჟეტი აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა. სიუჟეტში ნათქვამია, რომ მოსახლეობის ნაწილს  ცენტრალურ გზებამდე მისვლა ფეხით უწევს, რათა ავტობუსებით ისარგებლონ, რომლებშიც ძირითადად მგზავრთა სიჭარბე შეიმჩნევა და ავტობუსებში რისკები წარმოიქმნება. უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებთ, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა როგორც...
გორის მუნიციპალიტეტის მერიას სარეზერვო ფონდში 2020 წლის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი აქვს გათვალისწინებული, თუმცა უწყებაში ფიქრობენ, რომ ამ თანხის გახარჯვის საჭიროება ჯერჯერობით არ დგას. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. შეკითხვაზე,  გამოყოფს თუ არა ამჯერად მაინც სარეზერვო ფონდიდან გორის მერია თანხებს, უწყებაში ასე პასუხობენ: "ამ ეტაპზე არ გვესაჭიროება ამ თანხის გახარჯვა და თუ დადგება საჭიროება არ იქნება პრობლემა," - განაცხადეს მერიაში.  სარეზერვო ფონდი...
მარნეულის მერია ხუთ ახალ ავტობუსს შეიძენს. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ავრობუსების შესაძენად ტენდერი დღეს, 19 მარტს, გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. სატენდერო წინადადებეის მიხედვით, მერია ავტობუსების შესაძენად 1 335 000 ლარს დახარჯავს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რომელ სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებენ ავტობუსები, ტენდერის სახელწოდებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 5 ახალი ავტობუსი ქალაქ მარნეულს მოემსახურება. ქალაქ მარნეულში მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი...
video
გურჯაანში კულტურისა და დასვენების პარკი აგვისტოში გაიხსნება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. ამ ეტაპზე სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დასასვენებელი ზონების, ბავშვთა ატრაქციონების, საზაფხულო კინოთეატრის, ამფითეატრისა და სპორტული მოედნის მოწყობა. ამასთან, განახლდება განათების ბოძები, საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები და მწვანე საფარი. პარკის რეაბილიტაცია გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
წინა სტატია „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი ახმედ იმამკულიევი მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს ინიციატივით მიმართავს, რომ 2020 წელს დაგეგმილი ნოვრუზ ბაირამის ჩაშლის გამო დარჩენილი თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდეს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.  იმამკულიევის თქმით, თითოეულ რეგიონში ნოვრუზის დღესასწაულისათვის გარკვეული სახის თანხა იყო გამოყოფილი, ღონისძიებების გადადების გამო კი ამ თანხით მუნიციპალიტეტებმა სოციალურად დაუცველებს საკვები პროდუქტი და კორონავირუსისაგან დასაცავად სხვადასხვა სახის...
18 მარტს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთ–ერთ საკითხად ტრანსპორტთან დაკავშირებული რეგულაციები განიხილეს.  ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. შეხვედრას მხარის სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტის მერები, სეს-ის წარმომადგენელი, სამსახურის უფროსები, რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელები და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტის მოძრაობა არ აიკრძალება, თუმცა მოქალაქეებს და სატრანსპორტო კომპანიებს რიგი წესების დაცვა მოუწევთ. ახალციხეში...
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ ქალაქში რუსთაველის, ფიროსმანის და ქობულეთის ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობისათვის ტენდერი უკვე მეორედ გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. პირველი ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.  231 100 ლარად მარნეულის მერიამ იმ სამი ქუჩის სანიაღვრე სისტემის მოწყობას გეგმავს, რომელიც 2019 წელს, მარნეულში მომხდარი სტიქიისას დაზიანდა. „2019 წელს იაღლუჯის ტერიტორიიდან სტიქიის დროს ღვარცოფი როდესაც ჩამოვიდა, დაზიანდა მიმდებარე ქუჩებზე მაცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი ტერტორიები, ეზოები...
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, სადაც ვირუსის პრევენციის მიზნით ჩატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს, ყველა იმ უწყების წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომლებიც შტაბის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ. აღინიშნა, რომ გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში ე.წ. სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც ახორციელებდნენ შიდა გადაადგილებას კერძოდ, სოფლიდან – სოფელში მოძრაობა დროებით შეაჩერა. ხოლო, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ასევე, მუნიციპალიტეტიდან, მუნიციპალიტეტში დამაკავშირებელი ტრანსპორტი, ჩვეულ რეჟიმში...
გურჯაანში სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ავტოსადგურში შეკრებილი მძღოლების ნაწილმა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობაზე რეგულაციის მოქმედება გააპროტესტა და აკრძალვის დასრულებამდე კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესება მოითხოვა. მძღოლებს გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი შეხვდა. მერი აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ მათი მოთხოვნების შესახებ მაჟორიტარ დეპუტატს გააცნობს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალა. მძღოლები ამბობენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სააღდგომო ნობათებს სახლებში მიიღებენ. ქუთაისის მერიის ინფორმაციით,  ამისთვის საჭირო არ იქნება წინასწარ დარეგისტრირება და განცხადების დაწერა. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს. "სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ ყველა ბენეფიციარს სააღდგომო ნობათს სახლში ქუთაისის მერიის თანამშრომლები მიუტანენ. ამასთანავე, ვთხოვთ მოქალაქეებს, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში მივიდნენ ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში, რომელიც მუშაობის ნახევრად დისტანციურ რეჟიმზეა გადასული და იქ ყოველდღიურად...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ