ხვალიდან საქართველოში სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, ბანკებისა და საფოსტო ქსელის გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება

654

მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურისა, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებებისა იყოს დახურული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინაგსამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა იყოს დახურული, რათა ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვა და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ დგას.

„ახლა გადავდივართ შიდა გავრცელების ეტაპზე. ჩვენ თავის დროზე შევწყვიტეთ საგანგანათლებლო დაწესებულებების მუშაობა, შევწყვიტეთ სხვადასხვა კომერციული ობიექტების მუშაობა, დავხურეთ საზღვრები ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც იყვნენ რისკის შემცველი ვირუსის გარედან იმპორტის თვალსაზრისით. დღეს სულ უფრო  ვრწმუნდებით, რომ იწყება შიდა გავრცელების ეტაპი, ამიტომ იძულებული ვართ, გადავდგათ გამკცარების შემდგომი ნაბიჯები. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც იქნება დროში შეზღუდული, რათა ვირუსის გავრცელების ტემპი მაქსიმალურად შევამციროთ და სამედიცინო სექტორის მივცეთ საშუალება, ეფექტურად და სწრაფად შეძლოს ინფიცირებულებების გამოჯანმრთელება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც ესწრებოდნენ.