პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებიდან ზოგიერთი მოქალაქე შემოვლითი გზით მანქანით მაინც გადაადგილდება.
სუბარის თქმით, ყოველი ასეთი ინფორმაცია შესაბამის სამსახურთან მოწმდება და ჯერჯერობით, ასეთი ინფორმაცია არ დადასტურებულა. ამასთან, სუბარი არ გამორიცხავს, რომ დაფიქსირდეს აღნიშნული მუნიციპალიტეტების საზღვრის ფეხით გადაკვეთის ერთეული შემთხვევები.
„სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ არსებობს შემოვლითი გზები, რომლითაც მანქანები გადაადგილდებიან....
წინა სტატია
ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებაში.
„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში 2020 წლის 22 მარტს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ...
კახეთში ოჯახის ექიმებს მიეცათ მითითება, რომ ნებისმიერ საეჭვო პაციენტთან მარნეულთან კავშირი დააზუსტონ
ჩვენი სამსახურის თანამშრომლებთან და ასევე პოლიციასთან ერთად შევისწავლით, თუ ვინმეს ჰქონდა კავშირი მარნეულთან, იმ ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში, სადაც რისკის ფაქტორი მაღალია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მისი განმარტებით, ოჯახის ექიმებს უკვე მიეცათ მითითება, რომ ნებისმიერ საეჭვო პაციენტთან დააზუსტონ მათი კავშირი მარნეულთან და დეტალურად გამოკითხონ...
საქართველოს პრემიერმინისტრმა საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.
ბრძანების თანახმად, საქართველოს თავდაცვის ძალებს დაევალათ, პრეზიდენტის დეკრეტისა და მთავრობის დადგენილების საფუძველზე, უზრუნველყონ მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, სიტუაციის ნორმალიზება და საზოგადოებრივი უსაფრთხოება.
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის №1 დეკრეტითა და „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს...
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის თამაზ ნავერიანის განცხადებით, ამ დროისათვის, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება ბოლნისის და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, მარნეულში სიტუაცია უკვე ნორმალიზდება და მოსახლეობა პროცესს შეგნებულად ხვდება.
„ვიმედოვნებ, რომ მოსახლეობაში განწყობა დღის ბოლოსთვის კიდევ უფრო უკეთესი იქნება. სასწრაფოდ რომ მოხდა რაიონის გადაკეტვა, ამან ცოტა აღელვება გამოიწვია, მაგრამ სიტუაცია უკვე ნორმალიზდება და მოსახლეობა ამ პროცესს შეგნებულად ხვდება“, -...
ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები და პენსიონერები მედიკამენტებსა და საკვებ პროდუქტებს საქართველოს ფოსტის საშუალებით მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სამინისტროს აქვს იმ ადამიანების სრული ნუსხა, ვისაც ქრონიკული დაავადებების გამო ესაჭიროება კონკრეტული მედიკამენტების მიწოდება.
„მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და დღეიდან საქართველოს ფოსტა დაიწყებს ამ ადამიანებთან კონტაქტზე გასვლას. ეს ჯაჭვი შესაბამისად იქნება სრულყოფილად...
საგანგებო კარანტინის მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე ჩერდება ყოველგვარი ეკონომიკური საქმიანობა კონკრეტულად ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში გარდა ისეთი საქმიანობისა, რომელიც დაკავშირებულია სასურსათო და მედიკამენტებით უზრუნველყოფასთან , - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღის ბოლომდე მთავრობის ეკონომიკური ბლოკი წარადგენს ჩამონათვალს, თუ რომელ საწარმოებს შეეძლებათ ფუნქციონირება განაგრძონ.
„ჩვენ, ეკონომიკურ გუნდს დავალებული აქვს დღის...
ბორჯომის სოციალურად დაუცველთა მომსახურების ცენტრის 70 წელს გადაცილებული ბენეფიციარები კუთვნილ სადილს სახლში მიიღებენ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოციალური სასადილოთი მოსარგებლეებს ცენტრის თანამშრომლები და მერიის მიერ ჩამოყალიბებული მოხალისეთა ჯგუფი ემსახურება.
„ჯგუფი ბენეფიციარებს სადილს ყოველდღე მიაწვდის.
გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისა და დამატებითი რისკებისგან დასაცავად იქნა მიღებული“,-ნათქვამია ინფორმაციაში.
მუხლი 1
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის № 1 დეკრეტის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ თავისი კონსტიტუციური ვალდებულების – დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების ზრუნველყოფის, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირების მიზნით:
1. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადით:
ა) აიკრძალოს ყველა სახის მიმოსვლა, რომელიც გულისხმობს:
ა.ა) მარნეულისა და ბოლნისის...
საგანგებო კარანტინის რეჟიმის მოქმედების პერიოდში ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ყოველგვარი ეკონიმიკური საქმიანობა ჩერდება, გარდა ისეთი საქმიანობისა, რომელიც დაკავშირებულია სასურსათო და მედიკამენტებით უზრუნვეყოფასთან- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკურ გუნდს დღის ბოლომდე კონკრეტული ჩამონათვალის მომზადება დაევალა, თუ რომელი საწარმოები აგრძელებენ ფუნქციონირებას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა და საველე...
პრემიერმინისტრის მრჩეველის პრესსპიკერ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ბოლნისსა და მარნეულში ვითარება სრულად კონტროლდება.
მისივე თქმით, დღეისთვის, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მოქმედებს მხოლოდ ის ობიექტები, რომლებიც მოქალაქეებისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა.
საუბარია სურსათზე, ასევე სამედიცინო, სააფთიაქო და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობაზე.
„როგორც იცით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებმა და ასევე თავდაცვის ძალებმა მოახდინეს შესაბამისი ობიექტების მოწყობა, რომელიც აკონტროლებს მუნიციპალიტეტებში შესვლას და გამოსვლას. რა თქმა უნდა, ვითარება არის კონტროლქვეშ და დამაკმაყოფილებელი....
მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის შემდეგ ავტომატურად, იზოლაციაში მოექცა დმანისის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ერთ მხარეს კარანტინში მყოფი ბოლნისი ესაზღვრება, მეორე მხარეს კი სახელმწიფო საზღვარია. არსებობს მესამე, შემოვლითი გზა, რომელიც წალკაში გადადის თუმცა იქ გავლა მხოლოდ სამხიდიანი ავტომობილებითა არის შესაძლებელი. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.
როგორც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებლმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა და სიტუაციის შესწავლა.
„გარკვეული შეზღუდვები წარმოიშვა, ეს ბუნებრივიც...
პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე იმ შეზღუდვებზე ისაუბრეს, რომელიც ქელეხებს და სხვა სარიტუალო შეკრებებს ეხება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, ქელეხებში მოქალაქეთა შეკრების შეზღუდვას პოლიციასთან ერთად აკონტროლებს მერიის ზედამხედველობის სამსახური.
„ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე ძალიან რთულია ერთბაშად შევიზღრუდოთ ამ კუთხით და ადამიანებს შევუზღუდოთ გასვენებებში მისვლა,თუმცა ჩვენი ზედამხედველობის სამსახური პოლიციასთან ერთად ჩართულია ამ პროცესში და ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ...
გორში, კვერნაქის დასახლებაში, 22 მარტს მოქალაქეებმა პროდუქტები ქუჩაში გაიტანეს და უსასყიდლოდ დაარიგეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში ზეთის, კარაქის, მარილის, შაქრის, ხილ-ბოსტნეულისადა სხვა სახის სასურსათო პროდუქტის აღება შეუძლოთ.
“მხოლოდ კვერნაქელებისთვის არ არის, ვისაც სჭირდება, ყველას შეუძლია აღება”, -განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.
მთავრობამ საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდასთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, იზღუდება ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვები.
„საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული დამატებითი გადაწყვეტილებები და ეს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას გულისხმობს. თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადავიდა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა...
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება არ შეფერხდება, - ეს განცხადება შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, "რადიო მოზაიკას" პირდაპირეთერში გააკეთა. გიორგი ხოჯევანიშვილი მოქალაქეთა შეკითხვებს დღეს 40 წუთის განმავლობაში პასუხობდა. ძირითადი დრო კი კორონავირუსის გავრცელების შედეგად, რეგიონში არსებული ვითარების განხილვას დაეთმო, თუმცა მხარის რწმუნებულმა არჩევნებსა და დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ისაუბრა.
"მმართველი გუნდის დისტანციური მუშაობის ფორმა და აღნიშნული გამოწვევა, რომლის წინაშეც...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































