ავტომობილის მძღოლებს, რომლებიც საკარანტინე ზონებში - ბოლნისსა და მარნეულში სურსათის და სხვა საჭირო პროდუქტის მარაგებს შეიტანენ სპეციალური აღჭურვილობა ექნებათ, მანქანებს კი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დაამუშავებენ.
ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადამინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სამინისტრო 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე კონკრეტულად საკარანტინე ზონებში სურსათის და სხვა საჭირო პროდუქტის მარაგებს.
„იცით, რომ ჩვენ ყოველდღიურ...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა მუშაობს პროგრამაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იმ ადამიანების დახმარებაა, რომლებიც კორონავირუსის უარყოფითი გავლენიდან გამომდინარე, სამუშაო ადგილს დაკარგავენ.
მინისტრის განმარტებით, ამ პროგრამის კიდევ ერთი მთავარი მიზანი იმ ბიზნესების დახმარება იქნება, ვინც სანაცვლოდ დასაქმებულთა შენარჩუნებას შეძლებენ.
„ჩვენ ვმუშაობთ ზოგადად კორონავირუსით გამოვწეული ნეგატიური ზეგავლენის შერბილების ღონისძიებებზე. ჩვენი მთავარი ობიექტია ის ადამიანები, ვინც მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ვერ...
მკაცრი კარანტინის მიუხედავად, მარნეულსა და ბოლნისში ფუნქციონირებას ის საწარმოები განაახლებენ, რომლებიც დახურულ სივრცეში მუშაობას არ საჭიროებენ.
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, სია უახლოეს საათებში გამოქვეყნდება.
„მარნეულის და ბოლნისის ტერიტორიაზე მკაცრი კარანტინის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვიძლია დავუშვათ ისეთი საწარმოების ფუნქციონირება, რომელიც არ საჭიროებს დახურულ სირცეში მუშაობას. ანუ წარმოებები, მაგალითად კარიერების დამუშავება, ქვიშა-ხრეშის მოპოვება საშენ-მასალათა წარმოება და სხვა ისეთი სამუშაოები, რომელიც არის...
ქუთაისში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ქუთაისის მერიის ცნობით, ამ დროისთვის სამუშაოები გრიშაშვილის ქუჩაზეც მიმდინარეობს.
გრიშაშვილის ქუჩა ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ქუჩაა და აქ საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდი ხანია არ ჩატარებულა. მათივე ცნობით, გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. გრიშაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერმა მოინახულა.
„გრიშაშვილის ქუჩაზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი, მოეწყობა ტროტუარი, გრანიტის ფილებით გაკეთდება ბორდიურები და სანიაღვრე არხები, გათვალისწინებულია...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინეთიდან საქართველოში ხვალ ჩამოვა 1 000 ტესტი, რომელიც ასევე PCR ტექნოლოგიებს ემყარება.
როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის საჩუქარი, რომელიც საქართველომ მიიღო და ამისთვის აპარატი უკვე ჩამოსულია ქვეყანაში.
მისივე განმარტებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი განაგრძობს ამ ტესტების გამოყენებას იმ სქემით, რასაც აქამდე იყენებდა.
„რაც შეეხება უკვე ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, რომელიც ასევე ჩინეთიდან მოდის, მაგრამ ეს არის ის მოდელი,...
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საკარანტინო ზონებში სურსათის და პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტი არ შეიქმნება. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში მუშაობს.
„სურსათის მიწოდების ჯაჭვი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. არის დამატებითი გაიდლაინები საკარანტინო ზონებთან სურსათის ოპერატორებთან დაკავშირებით. სადაც უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გამკაცრებულია. იმისთვის რომ დაავადების გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ“, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური...
ვადასტურებ, რომ ყველა რგოლი ჩართულია მოსახლეობის ინფორმირებაში. გვყავს მოძრავი ჯგუფები, რომლებიც ეთნიკურ ენაზე, მათთვის გასაგებად სწორ მესიჯებს აძლევს მოსახლეობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.
„ამანაც თავის შედეგი გამოიღო და დღეს გაცილებით მცირეა ხალხის გადაადგილება. დღეს დღის პირველ ნახევარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან ველოდებით ბეჭდურ მასალას აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. მოძრავი ჯგუფები...
სპეციალისტები საქართველოში კორონავირუსის პიკს 3 კვირაში ელოდებიან. როგორც „იმედის დილის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, ზოგადად პიკი დგება ხოლმე პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 7-8 კვირის შემდეგ. ვინაიდან ახლა არის მეოთხე კვირა, ამიტომ სამ კვირაშია მოსალოდნელი პიკური სიტუაცია. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
„სანამ მარნეულის შემთხვევა მოხდებოდა, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან მთელ მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა. მეოთხეული გადაცემები უახლოეს პერიოდში ბევრი დაფიქსირდება. მატება...
ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ბათუმის ბულვარის სრულ ტერიტორიაზე წესდება შეზღუდვები დაწესდა. განცხადებას ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბულვარის ტერიტორიაზე შემდეგი შეზღუდვები წესდება:
• სპორტულ-გასართობი მოედნებით სარგებლობა;
• ძველ და ახალ ბულვარში საბავშვო ატრაქციონებით სარგებლობა;
• სავარჯიშო სპორტული ტრენაჟორებით სარგებლობა;
ამასთანავე :
• დახურულია სკეიტ-პარკი, ჩოგბურთის მოედანი, ვეტერანთა საჭადრაკო კლუბი „ნონა”;
• შეჩერებულია...
ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ქართული მხარე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის კუთხით დახმარებისთვის მზად არის. მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, დაბაში ჯანდაცვის მიმართულებით არაერთი პრობლემაა, მათ შორის, ვირუსით მოქალაქის დაინფიცირების შემთხვევაში სპეციალური საკარანტინო სივრცეც კი არ არის.
"ახალგორის მუნიციპალიტეტში სურსათის ნაკლებობა არ შეინიშნება, მედიკამენტებიც არის, მაგრამ მხოლოდ რუსეთიდან შემოტანილი. ჯანდაცვის მხრივ იქ მაინცდამაინც დამაიმედებელი...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოჩა ენუქიძე კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეფექტურს უწოდებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინოს მთავრობის რეკომენდაციები.
“მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების დროული და ეფექტური ნაბიჯებისა, ვთვლი, რომ შექმნილი ვითარება ყველას გვავალდებულებს გავიზიაროთ სოციალური პასუხისმგებლობა. დღეს ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთმანეთის გვერდში დგომა და ერთიანობა. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადავრიცხო 100 000 ლარი“, - აცხადებს...
ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო, დღეს მარნეული ისევე, როგორც დანარჩენი საქართველოს რეგიონები, დიდი გამოწვევის წინაშეა. უხილავ მტერთან, კორონავირუსთან ( COVID-19) ბრძოლა, ცხადია, დიდ რესურსებს მოითხოვს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობამ მარნეულსა და ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დააწესა, - აღნიშნულ მიმართვას მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
მისივე შეფასებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებისთვის...
„კახეთის არც ერთი მუნიციპალიტეტიდან ამ ეტაპზე მარნეულის კლასტერთან კონტაქტი არ იკვეთება. კახეთში კი ეპიდსიტუაცია სტაბილურია“, - ამის შესახებ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საკარანტინო ზონა 6-დან 7-მდე გაიზარდა, სადაც 401 მოქალაქეა მოთავსებული. თვითიზოლაციაში კი 403 ადამიანი იმყოფება.
„ბოლო მონაცემებით, სპეციალისტების მეთვალყურეობა მოეხსნა 23 ადამიანს. 1 მოქალაქე საკარანტინო ზონიდან მაღალი...
30 აპრილიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ინიციატივა პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
„მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე, თუმცა ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით თბილისში მდებარე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
აფხაზეთის მთავრობის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა თბილისის ზღვაზე მდებარე დასახლებებში „ქართლი“, „ოქროს საწმისი“ და „ტურბაზა“.
ასევე, დევნილთა კომპაქტური დასახლების ტერიტორიაზე კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის ხელის სადეზინფექციო დისპენსერები დამონტაჟდება.
„მომდევნო დღეების განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოები თბილისში, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში მდებარე მსხვილ კომპაქტურ დასახლებებში ჩატარდება“,-ნათქვამია...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე ჩინური კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან ერთად შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესრულება იყო.
„ჩვენ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































