კახეთში თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი ადამიანების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. დღეის მდგომარეობით, ლაბორატორიაში გაგზავნილი სამი კვლევიდან Covid 19 არ დადასტურებულა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონულ განყოფილებაში განაცხადეს. განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, რეგიონში, ორი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 8 საკარანტინე ლოკაციაზე 528 მოქალაქე იმყოფება. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თვითიზოლაციაში მყოფი იმ მოქალაქები რეგიონის მასშტაბით 463 -ია, ხოლო 18-ს მეთვალყურეობის...
საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. "25 მარტიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. აღნიშნული გადაწყვეტილება მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთხოების მიზნით იქნა მიღებული ”, - ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ ბრიფინგზე განაცხადა. „ვინაიდან არ გვაქვს უკონტაქტო გადახდა, მგზავრები თანხას იხდიან ნაღდი ფულით, ეს იწვევს ინფექციის გავრცელების რისკს, გადავწყვიტეთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მოქალაქეებს მოვემსახუროთ უფასოდ. აქვე მინდა აღვნიშნო,...
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის „ინაუგურაცია“ 23 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ „არჩევნებში“ გამარჯვებულმა კანდიდატმა ასლან ბჟანიამ ბრიფინგზე განაცხადა. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, თუ რით დაიწყებს მუშაობას თანამდებობაზე, ბჟანიამ განაცხადა, რომ ე.წ. მთავრობაში პერსონალური შემადგენლობა შეიცვლება. მას კონკრეტული პირები არ დაუსახელებია, მაგრამ განაცხადა, რომ „მთავრობას“ ე.წ. ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი უხელმძღვანელებს. ჟურნალისტების კითხვაზე, დანიშნავს თუ არა ვიცე-პრემიერად მის კონკურენტს „საპრეზიდენტო არჩევნებისას“ ადგურ არძინბას, ბჟანიამ...
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მუნიციპალიტეტში არსებულ სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს და საჯარო დაწესებულებებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად ხორციელდება, რომლის მონიტორინგსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ახდენენ. „კორონავირუსის პრევენციის მიზნით ბაღდათის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში მუშოებს, სადაც მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა ხდება. დღევანდელი მონაცემებით, ბაღდათის...
საქართველოს თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების შესასვლელებში საგანგებოდ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე კონტროლს ამკაცრებს. თავდაცვის სამინისტროდან ცნობით, უსაფრთხოების გაძლიერებისა და კიდევ უფრო ეფექტიანი მუშაობის მიზნით, აღმოსავლეთ სარდლობამ ხუთივე გამშვებ პუნქტზე ღამის განათების ძლიერი სისტემა დაამონტაჟა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მყარი ბარიერები განალაგა. „მუდმივად ხორციელდება საგანგებოდ მოწყობილ საგუშაგოებზე მორიგეობით შესული პირადი შემადგენლობის აღჭურვილობის, უნიფორმისა და ხელთათმანების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება. სამხედრო პოლიციის...
ხარაგაულის მერიის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ორგანიზებით დეზინფექცია ჩაუტარდა დაბაში მდებარე ყველა სასურსათო მაღაზიას, აფთიაქს და საჯარო დაწესებულებას. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები პერიოდულად გაგრძელდება და მის მიმდინარეობას ჯანდაცვის ცენტრი გაუწევს მონიტორინგს. "მერიაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში იკრიბება, სადაც ისმენენ ინფორმაციას ხარაგაულში არსებული მდგომარეობის შესახებ. დაბის ქუჩებში პერიოდულად რიგდება ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სარეკომენდაციო...
მარნეულში მოხალისეებმა სოციალური პაკეტები დაარიგეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, განხორციელდა მოხალისეთა ჯგუფების მობილიზება, რომლებსაც სპეციალური გადამზადება წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჩაუტარა. მოხალისეების აქტიური ჩართულობით, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პრევენციული ღონისძიება განხორციელდა. კამპანიის „დარჩი სახლში“ ფარგლებში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სოციალური პაკეტები დაურიგდათ, პირველადი მოხმარების ნივთებითა და საკვები პროდუქტით. ასევე, მაღალმთიან სოფელ წერაქვში, მუნიციპალიტეტის მხრიდან გაგზავნილ იქნა სატრანსპორტო საშუალება და მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა მოემარაგებინათ პირველადი მოხმარების ნივთები...
ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების დეზინფექცია ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.  ბათუმის მერიის ცნობით, ავტობუსებში შეიზღუდა კონტროლიორების მუშაობაც. აღნიშნული გადაწყვეტილება არ იმოქმედებს მათ ხელფასებზე და ამ პერიოდის განმავლობაში კუთვნილ ანაზღაურებას ისინი ჩვეულებრივ მიიღებენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, პრევენციის მიზნით, ავტობუსის მძღოლისა და მგზავრთა დისტანცირება სპეციალური ლენტის საშუალებით მოხდა. ამასთან, მოქმედებაშია მხოლოდ უკანა კარი. დაიწყო ავტობუსის მოსაცდელების სადეზინფექციო ღონისძიებებიც. მუნიციპალური ავტობუსის 150-მდე მოსაცდელი იწმინდება და სპეციალური ხსნარებით...
თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 182 ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცა. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მერმა შოთა ნარეკლიშვილმა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად თელავში ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახს სასურსათო პაკეტები გადასცა. თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურ რეჟიმში აგრძელებს სოციალური მიმართულებით მუშაობას, რომ სასურსათო კალათების სხვა სოციალურ ჯგუფებზე გადანაწილება დროულად და ეფექტურად მოხდეს. დღესვე, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მსგავსი სასურსათო კალათა 182 ოჯახს...
საკვების დარიგება - ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში ყველა მოქმედ საბავშვო ბაღში არსებული საკვების პროდუქტების მარაგი სოციალურად დაუცველ მშობლებს, მრავალშვიალიან ოჯახებსა და მარტოხელა დედებს დაურიგდათ. " ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვების მარაგის გაცემა ეტაპობრივად მიმდინარეობს. მშობლებს საკვები კარანტინის წესების სრული დაცვით დაურიგდათ. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებს სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა. დეზინფექცია დაწესებულებებში პერიოდულად ხორციელდება“, - აცხადებენ ბოლნისის...
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ჯორჯიან კომპანი” ასრულებს. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთნ ერთდ დაათვალიერა და შემსრულებელი კომპანიის წარმოამდგენლებს გაესაუბრა. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 16-მდე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ჩატარდება.
ზუგდიდში ოჯახებს ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა ჩვეულებრივ მოუწევთ და მათ ეს გადასახადი არ გადაუვადდებათ, - ლაივპრესთან საუბარში განაცხადა "სოკარ ჯორჯია გაზის" ადგილობრივი სერვისცენტრის უფროსმა გიორგი დარსანიამ. მისი თქმით, შესაძლო გადავადების შესახებ არაფერი უთქვამთ და ამ კუთხით სიახლე არ აქვთ. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ 18 მარტის მდგომარეობით, წინა თვის დავალიანება 3215 აბონენტს ჰქონდა. მათგან 2100-ზე მეტმა გაფრთხილების შემდეგ გადაიხადა და 420-ია დარჩენილი....
მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალის“ ექიმებსა და პაციენტებს, რომლებმაც კორონავრუსზე შემოწმება გაიარეს, ვირუსი არ დაუდასტურდათ. ამავე სამედიცინო დაწესებულების დირექტორის ტატა შენგელაიას თქმით, ოცივე ტესტის პასუხი უარყოფითია. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, "ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში კორონავირუსი ერთ პაციენტს 22 მარტს დაუდასტურდა და ის უკვე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადმოყვანილი, ტატა შენგელაიას თქმით, მათთან რეანიმაციაში სულ 9 პაციენტი იმყოფება, რომელთა გაწერაც, ამ ეტაპზე, არ...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში მცხოვრები დალაქიშვილების ოჯახი, რომელსაც საკუთარი პურის საცხობი აქვს, ორი დღის განმავლობაში პურს უფასოდ გასცემს. ამ ფორმით მათ საკარანტინო რეჟიმში და რთულ ვითარებაში აღმოჩენილი თანასოფლელების დახმარება სურთ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. „ერთ წელზე მეტია რაც ჩემს თანასოფლელებს ვემსახურები. იცით რა მდგომარეობაცაა ახლა მარნეულში და მინდოდა პატარა თანაგრძნობა მაინც გამომეხატა თანასოფლელების მიმართ და რაც შემეძლო, ის გავაკეთე“,...
სტუდენტები საქართველოს პალამენტსა და ეკონომიკის სამინისტროს 2019-2020 წლის საგაზაფხულო სემესტრის გადასახადის გაუქმების მოთხოვნით მანიფესტით მიმართავენ, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზომთ. "ახალი ვირუსი COVID-19 -ის გამო, მოგეხსენებათ საქართველოში და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში შეწყვეტილია სამუშაო პროცესები. უამრავი სამსახური დაიკეტა და ფულის დინება გაჩერდა. ჩვენი უნივერსიტეტები კი მაინც გვთხოვენ გადავიხადოთ გრაფიკით განსაზღვრული სწავლის გადასახადი. მაშინ როდესაც ვართ უდიდეს ეკონომიკურ კრიზისში. მივმართავთ თხონით საქართველოს განათლებისა და...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, საქართველოში წარმოებული პირბადეები მეტროს მემანქანეებსა და სასურსათო მაღაზიების მომსახურე პერსონალსაც დაურიგდება. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. "დღეს ვისაუბრე თბილისის მერთან – მეტროპოლიტენის თანამშრომლები ძალიან მნიშვნელოვანი კატეგორიაა, რომლებიც ასევე ყოველდღიურ შეხებაში არიან უამრავ ადამიანთან და ჩვენ პირბადეების ერთი ნაწილი მათთვისაც უნდა შევაგროვოთ და გადავინახოთ. ასევე სასურსათო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ