პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინე ზონებად გამოცხადება არ იგეგმება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველოს არც ერთი მუნიციპალიტეტის საკარანტინე ზონად გამოცხადება არ იგეგმება, თუ იქ საგანგაშო ვითარება არ გამოვლინდა.
“ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინე ზონებად გამოცხადება არ იგეგმება, ისევე როგორც არ იგეგმება საქართველოს არც ერთი სხვა მუნიციპალიტეტის, თუ არ გამოვლინდა იქ საგანგაშო ვითარება. საგანგებო ვითარება...
პრემიერმინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, ქურთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, სოფელ შაუმიანში მცხოვრებ დევნილებს სურსათს ჩაუტანენ.
მისივე განმარტებით, დევნილები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ფენაა და მათთვის დახმარების გაწევა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ძალიან კარგი ინივიატივა გააჟღერა ქურთის მუნიციპალიტეტმა. დევნილები ცხოვრობენ სოფელ შაუმიანში და ქურთის მუნიციპალიტეტი აპირებს, დღეს ან ხვალ, როგორც მოახერხებს მენეჯმენტი, ჩაიტანოს იქ სურსათი დევნილებისთვის. მოგეხსენებათ, ეს ერთ-ერთი მოწყვლადი ფენაა და მათთვის დახმარების გაწევა, ამ...
24 მარტიდან იმ აბონენტებს, რომლებმაც გადასახადი ვერ გადაიხადეს, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ. გადაწყვეტილება გაზის ჩაჭრის თაობაზე მოსახლეობა წინასწარ იყო ინფორმირებული - აცხადებენ ცხელ ხაზზე. ამის შესახებ შდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
qartli.ge-ს ესაუბრა რამდენიმე მოქალაქე, რომლებსაც დღეიდან ეს შეზღუდვა შეეხოთ. 73-წლის ლენა შოშიაშვილი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში გადასახადის გადავადების იმედი ჰქონდა:
,,დავალიანება რომ მქონდა ვიცოდი, მაგრამ პენსია ძირითადად საკვების მომარაგებაზე...
შემდეგი სტატია
დღეს ბოლნისსა და მარნეულს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური ტექნიკის საშუალებით დეზინფექცია ჩაუტარდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„დღეს პრემიერ-მინისტრის დავალებით სოფლის მეურნეობის მინისტრი მიემგზავრება ამ ორ რაიონში, რათა ადგილზე გადაწყვიტოს ყველა ის შესაძლო პრობლემა, თუ ასეთი არსებობს და სრულად იქნას აღმოფხვრილი ნებისმიერი ფორმის და სახის მიწოდების პრობლემა. აქვე გეტყვით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური...
მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში სპეციალურმა ჯგუფებმა 20 ათასზე მეტი ადამიანი შეამოწმეს და მათგან ტემპერატურა მხოლოდ 25-ს დაუფიქსირდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, იმ ადამიანებისგან, ვისაც სიცხე დაუფიქსირდა, საყურადღებო მხოლოდ ორია.
„იცით, რომ დავიწყეთ ინფორმირებასთან ერთად გარკვეული შემოწმებები ორივე რაიონის. ჯგუფებმა, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი თვითმმართვლობის წარმომადგენლებითა და...
თელავში მდებარე ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის საკონტროლო- გამშვებ პუნქტთან სპეციალური კარავი მოეწყო, სადაც სამხედრო ექიმები მორიგეობენ. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
არსებული ინფორმაციით, მედიკოსები სამხედროებს დღეში სამჯერ თერმოსკრინინგს უტარებენ. გარდა ამისა, ყაზარმებსა და სახმედრო მანქანებს სადენზიფექციო ხსნარებით სისტემატურად ამუშავებენ.
ბოლო ინფორმაციით, სახმედროებს არც მაღალი ტემპერატურა და არც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნებათ.
23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით,...
ჯანდაცვის სამინისტრო მომსახურების სექტორს ბანკებს, აფთიაქებს და სავაჭრო ობიექტებს სთხოვს, ვიზიტორთა შორის დისტანციის დასაცავად სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით "აქ დაელოდე რიგს" ან "მოიცადეთ აქ! დაიცავით დისტანცია") გამოიყენოს.
გარდა ამისა, მათი რეკომენდაციაა, დამსაქმებელმა შეზღუდოს მომხმარებლების და ფართო საზოგადოების დაშვება ობიექტებზე, ან ისინი მხოლოდ განსაზღვრულ სამუშაო არეალში დაუშვას. დააწესოს კონტროლი და შეიმუშავოს შესაბამისი სქემა მომხმარებელთა ნაკადის ეტაპობრივ დაშვებაზე; სამუშაო...
წინა სტატია
საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებული სირთულეები ბოლნისსა და მარნეულში აღმოფხვრილია. როგორც ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იზოლაცია ორივე რეგიონში უზრუნველყოფილია.
"საგანგებო რეჟიმი მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებულია მხოლოდ და მხოლოდ 48 საათია. თავიდან იყო გარკვეული სირთულეები, რომელიც დაკავშირებული იყო მოსახლეობის ინფორმირებულობასთან, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ დღეს ეს არის აღმოფხვრილი. ძალიან ეფექტიანად იმუშავეს, როგორც სამართალდამცავებმა, ასევე...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, მარნეულის მოსახლეობის საკვები პროდუქტებით მომარაგება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც მან ჟურნალსტებს განუცხადა, გუშინ მცირე სირთულე შეიქმნა „ლიბერთი ბანკის“ მუშაობასთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემა მალე მოგვარდა და მოქალაქეები თანხას შეუფერხებლად იღებენ.
„საკარანტინო რეჟიმი ჩვეულებრივად მუშაობს. ხედავთ, რომ დისტრიბუცია, პროდუქტებით მომარაგება, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. რაც შეეხება გარკვეულ პრობლემებს, გუშინ იყო შექმნილი მცირედი სირთულე „ლიბერთი ბანკის“ მუშაობასთან დაკავშირებით, თუმცა...
კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ-გვერდს, stopcov.ge-ს ეთნიკური უმცირესობების ენები ემატება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე ფუნქციონირებს ვებ-გვერდის აზერბაიჯანული ვერსია, რომელიც უახლოესი დღეების განმავლობაში, კიდევ უფრო სრულყოფილი გახდება. მათივე ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საიტის სომხურენოვან ვერსიაზე, რომელიც მოკლე ვადაში ამოქმედდება.
ამასთან, უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობა ეთნიკური უმცირესობების ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების პროცესში აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
„მარნეულისა და...
საავტომობილო გზების დეპარატამენტი, ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის 1.8 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, დავით აღმაშენებლის ქუჩა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იწყება, მიდის ქალაქის გარეუბნამდე და უერთდება სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სატრანსპორტო კვანძის წრიული მოძრაობის მოედანს.
უწყების ცნობით, არსებული გზა ძლიერ დაზიანებული და ფაქტობრივად ამორტიზებული იყო.
“პრობლემის მოსაგვარებლად, რეაბილიტაციის პროექტით განხორციელდება მიწის ვაკისისა და...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წყლის ხარისხს სპეციალურად შემუშავებული გრაფიკით, რეგიონული მობილური ლაბორატორიების მეშვეობით აკონტროლებს, - ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში წერია.
„საკონტროლო წერტილების შერჩევა და სინჯების აღება სათავეებზე, ცენტრალურ მაგისტრალსა და გამანაწილებელ ქსელზე ხორციელდება და კონტროლდება ძირითადად იმ მაჩვენებლებზე, რომლებიც წყლის ქიმიურ უვნებლობას და ეპიდემიურ უსაფრთხოებას განაპირობებს. გარდა ამისა, საათობრივ რეჟიმში მიმდინარეობს ნარჩენი ქლორის კონტროლი სათავე ნაგებობებსა და რეზერვუარებზე.
კომპანია...
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ლილოში მდებარე უსახლკაროთა თავშესაფარი ნახევრად ცარიელია და მოქალაქეთა მიღება შეუძლია.
მისივე თქმით, თუ თავშესაფარი გადაივსება, თბილისის მერიას დამატებითი სივრცის მოწყობაც შეუძლია.
„უსახლკაროებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ლილოს თავშესაფარი, რომელიც შეიძლება, ითქვას, ნახევრად ცარიელია. ვისაც სურვილი ექნება, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ მოვათავსოთ ლილოს თავშესაფარში. თუ გადაივსება და შეივსება ადგილები, შემდეგ დამატებით შეგვიძლია, მოვაწყოთ ისე, რომ სხვაგანაც შეგვეძლოს...
ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება. სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის მერის განცხადებით, საპილოტე პროექტის პირველ ეტაპზე, ჭავჭავაძის გამზირზე საერთო ჯამში, 90 კონტეინერი განთავსდება. მსგავსი კონტეინერები ასევე, დამონტაჟდება ყიფშიძისა და ატენის ქუჩებზე.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსს ვებრძვით, არ უნდა დაგვავიწყდეს ის მნიშვნელოვანი...
კორონავირუსის პრევენციისთვის, გორში ქუჩები და სკვერები სანიტარულად დაამუშავეს.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ღამის საათებში, მოირეცხა ცენტრალური ქუჩები, ასევე, ადგილები, სადაც მოქალაქეები მეტად გადაადგილდებიან, დამუშავდა სპეციალური ხსნარით.
გორის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, დეზინფიცირება მომდევნო დღეებშიც განხორციელდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გორში მიმდინარე ღონისძიებებს უშუალო მეთვალყურეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული და გორის მუნიციპალიტეტის მერი უწევენ.
„ჩვენს რეგიონში პროფილაქტიკური სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ვითვალისწინებთ ყველა...
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ ახალი კორონავირუსის, covid19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ხელი მოაწერა „ბრძანებას“ ორი კვირით საგანგებო მგდომარეობის გამოცხადების შესახებ.
გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 25 მარტიდან 7 აპრილამდე იკრძალება მასობრივი, მათ შორის საზეიმო ღონისძიებების, ქორწილების, ექსკურსიების ჩატარება, დროებით დაიხურება სპორტული და ფიტნეს დარბაზები, სალონები.
აფხაზეთში შესვლა ეკრძალება "უცხოეთის მოქალაქეებს და აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ექსკურსიის ჩატარების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































