წინა სტატია შემდეგი სტატია პოლიტიკური მესიჯების და პიარის დრო არ არის, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა, რომლითაც გამოეხმაურა ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ მოსახლეობისთვის პირბადებიის დარიგებას, რამაც მასობრივი თავყრილობა გამოიწვია. “არ არის ახლა პიარის დრო და არ არის ახლა ვიღაცამ, რომ ქულები დაიწეროს, ამის დრო. ხომ შეიძლება ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინა ვიღაც 1-2...
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დამონტაჟდა. ავტობუსში ასვლა-ჩამოსვლისას მგზავრებს საშუალება აქვთ ხელები სადეზინფექციო საშუალებით დაიმუშაონ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სითხის დისპენსერები 120-ვე ავტობუსში დაიდგა. საქართველოს მასშტაბით, მიკროავტობუსებით გადაადგილება აიკრძალა. ქალაქის ფარგლებში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები და კერძო ტაქსები დადიან.  ბათუმის მერიამ, კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციისთვის ტაქსებით გადაადგილების წესებიც შემოიღო, ხოლო ავტობუსების წინა ნაწილი, სადაც მძღოლები...
კახეთის რეგიონის მასშტაბით პროექტების განხორციელება უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს. სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, სოსო ქარუმაშვილი დღეს, სოფელ მატანში საბავშვო ბაღის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება, რისთვისაც 856 000 ლარი დაიხარჯება.
ქუთაისში ასობით ოჯახი შიმშილობს და მერია ამ დროს 181 500 ლარს ძელსკამების შესაძენად ხარჯავს - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია და  ქუთაისის მერს მოვლენების არაადექვატურად შეფასებაში ანადაშაულებს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. "ტენდერი გამოაცხადეს ძელსკამების საყიდლად 181 500 ათას ლარად, ეს გამოაცხადა გუშინ.  ქალაქის მერს არ აქვს გასიგრძეგანებული რა მდგომარეობაა. მე შემიძლია ქალაქის მერს მივუტანო სია იმ ადამიანების, რომლებიც გუშინ...
ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ბალანსზე არსებული ავტომობილებით მოსახლეობის გადაადგილებას მოემსახურებიან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან გორგილაძემ დაწერა. "ძვირფასო ქედელებო!საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, მივიღე გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილები მაქსიმალურად იქნას თქვენი საჭიროებისათვის გამოყენებული. ბოლო დღეებში, ცხელ ხაზზე მოგვმართეს მოქალაქეებმა და არაერთი პრობლემური საკითხი გადავჭერით ამ მხრივ, პირადად საკრებულოს თავმჯდომარის, ამბულატორიებისა და მერიის სხვა სამსახურების ავტომობილების საშუალებით. თუ თქვენ ცხოვრობთ...
ქუთაისის მერიამ სულხან-საბას გამზირზე, მუნიციპალური ავტობუსების ავტოპარკის მშენებლობის მიზნით ტენდერი გამოაცხადა, რომლის თანახმად, სამუშაოებისათვის 2 695 874 ლარი განისაზღვრა. ტენდერში შპს "სქაიჰაუსმა" გაიმარჯვა,  ის სამუშაოებს 2 642 777 ლარის სანაცვლოდ შეასრულებს. სამუშაოების შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვე განისაზღვრა. ავტოპარკის დიზაინი  შპს "ეკა დიზანმა" 52 443 ლარად მოამზადა. დიზაინის თანახმად,  ავტოპარკში სხვადასხვა სივრცეები უნდა მოეწყოს.  ცალ-ცალკე მოეწყობა  დიზელზე და ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტომობილების სადგომები.  ადგილზე იქნება როგორც  ბენზინგასამართი, ასევე  ელექტროავტობუსების...
საკარანტინე მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა 24-საათიანი ცხელი ხაზი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის საჭიროებებზე დროულ რეაგირებას, - ამის შესახებ ინფორმაცია ბოლნისის მერიამ "ფეისბუქზე" დღეს გამოაქვეყნა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს 24-საათის განმავლობაში შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 551 022 099. საკარანტინე მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი შტაბის წევრები კი უზრუნველყოფენ, მათი საჭიროების სპეციფიკიდან გამომდინარე, დროულ რეაგირებას. შტაბის წევრები დაკომპლექტებულნი არიან სხვადასხვა სამსახურის სპეციალისტისებისგან,...
ორშაბათს, 30 მარტს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, საკრებულოს შენობის ნაცვლად, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში გაიმართება. "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გასვლით სხდომაზე სამი საკითხი განიხილება. „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის N12 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და...
video
შემდეგი სტატია “ახალი ლიდერების ინიციატივითა”  და  “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” მხარდაჭერით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რამაც დისტანცირების მხრივ პრობლემები შექმნა, ადგილზე კი სულ რამდენიმე პოლიციელი იმყოფებოდა. როგორც რადიო "ათინათი" წერს, მიხედავად პოლიციელების ადგილზე ყოფნისა და მოწოდებისა, მოქალქეებს შორის დისტანცია არ იყო დაცული, რადგან ყველა ცდილობდა ზემოაღნიშნული ნივთები მიეღო. ანალოგიური აქცია ხვალ გორშიც...
გურიაში, სოფლების მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.  არცერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება დეზინფექციის გარეშე. ყველას აქვს მითითება - გთხოვთ, დავიცვათ დისტანცია მგზავრობის დროს. დავრჩეთ სახლში და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდეთ სახლებიდან. 23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა. გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე...
"ჩვენს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებისთ აღსაზრდელებისთის გათვალისწინებული პროდუქტის გაცემა 27 მარტიდან დაიწყება," - ამის შესახებ qartli.ge-ს ქარელის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ნინო მეზვრიშვილი ესაუბრა. მისი განმარტებით, ზეთით, ბურღულეულით, შაქრით და ა.შ. თითოეული საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია მომარაგდება, შემდეგ კი, მას, ნორმის მიხედვით, აღსაზრდელების სახლებში მიიტანენ: "პროდუქტი ხვალინ დარიგდება საბავშვო ბაღებში. იქ მოხდება განაწილება. ამაში ჩართულები იქნებიან თვითონ საბავშვო ბაღების თანამშრომლები და მოხალისეები, რომლებიც...
ზესტაფონის მერიის დაკვეთით, სოფელ კვალითში ცენტრალური საავტომობილო გზისა და ბირბიჩაძეების უბანთან დამაკავშირებელი საგზაო მონაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება. კვალითის ცენტრალური გზა, რომელიც ქალაქთან აკავშირებს ადგილობრივ მოსახლეობას, ყოველდღიურად 2000–მდე ადამიანი სარგებლობს. გზის აღდგენის სამუშაოებს რეგიონებში განსახორციელეებლი პროექტების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 555 555 ლარია. პროექტის ფარგლებში, გზის ზედაპირი ასფალტის საფარით მოეწყობა. უახლოეს პერიოდში ზესტაფონის მერია შვიდ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტზე გამოაცხადებს ტენდერს.
COVID- 19 ის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, რუსთავში შეუფერხებლად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციალება. აქტიურ ფაზაშია შესული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც ძველი რუსთავის ცენტრალური ქუჩის- კოსტავას გამზირის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე უკვე შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები – სანიაღვრე და წყალსადენის სისტემები. დაგეგმილია ფილაქნებით მოპირკეთებული ტროტუარების მოწყობა, შეცვლილია ასფალტის საფარი და დასრულებულია შენობების ფასადების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. პროექტის განხორციელების შემდეგ, რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ლამაზი ქუჩა...
სემეკი კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების შესახებ მთავრობასთან ერთად იმსჯელებს, - განცხადება სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ სუმბაძემ bm.ge-სთან გააკეთა. მისი თქმით, მარეგულირებელი კომისია ამ საკითხს კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე განიხილავს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ნაწილი ვირუსის გამო უსამსახუროდ დარჩა, ტურისტული ობიექტების დიდი ნაწილი კი დაკეტილია და მათ შემოსავალი არ უფიქსირდებათ. სწორედ ამიტომ, ბიზნესი უკვე საუბრობს იმის შესახებ, რომ საჭიროა...
ახალი კორონაირუსის გამო ჩაკეტილ მარნეულში ხალხის სოციალური პირობები კიდევ უფრო დამძიმდა. მას შემდეგ, რაც ყველაფერი დაიკეტა და ბაზარები დაცარიელდა, სოფლის მოსახლეობას აღარც დღიურ სამუშაოზე და გასამრჯელოზე მიუწვდება ხელი. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. 28 წლის ნათია ბერიძე მარტოხელა დედაა. შვილთან ერთად სოფელ ხიხანში ცხოვრობს. თვიდან-თვემდე თავი მხოლოდ სოციალური დახმარებით გააქვს. კორონავირუსის გამო, მარნეულის ჩაკეტვამდეც ძალიან გაუჭირდათ, ახლა კი კიდევ უფრო მძიმე...
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა ​ სოფელ დირბში ცენტრალური და საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზის მონაკვეთის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ამჟამად, გზის ასფალტის ქვედა საფარის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, სულ 1,905 კილომეტრი გზის საფარი დაიგება.  ღირებულება 594 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „იბოლია“ ასრულებს.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ