გორში არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტები უქმდება. შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, პუნქტების დემონტაჟი უკვე დაიწყო და შსს-ს შესაბამისი დანაყოფები და თავდაცვის ძალები დისლოკაციის ადგილებს ეტაპობრივად დატოვებენ. ხვალ დილიდან კი ქალაქში ხუთივე შესასვლელზე კონტროლი მოიხსნება. საკონტროლო პუნქტები ვირუსის პრევენციის მიზნით 31 მარტს მოეწყო. დღემდე თერმოსკრინინგი 200 ათასს მოქალაქეს ჩაუტარდა, შემოწმებისას ამ პერიოდის განმავლობაში ცხელების 42 შემთხვევა გამოვლინდა. 180 ათასი ავტომანქანა კი...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანისთვის 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ავტობუსების შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიონი ევროა. მათივე ცნობით, კურორტ ბაკურიანის ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები ახალი ავტობუსებით სარგებლობას შემოდგომიდან შეძლებენ. სამგზავრო ავტობუსებთან ერთად, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი,...
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 132 ახალი ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ, 12 მაისის 21 საათიდან 13 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 109 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 10 პირი დააჯარიმეს. პოლიციამ...
კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები განახლდა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა სოფელ ოსიაურში ახალი სკოლის მშენებლობის პროცესი, ხოლო სოფელ მატანში ახლადაშენებული ამბულატორიის შენობა დაათვალიერეს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. „კახეთის რეგიონში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ოთხი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სოფელ...
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ბიზნესსექტორისთვის და მცირე ბიზნესებისთვის ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების მომზადება გამარტივდება. როგორც თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ის წესები და კანონები, რაც ურბანული განვითარების კუთხით არსებობდა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. „ქალაქის ურბანული განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მთელი რიგი ცვლილებები იქნა განხორციელებული, ჩვენ მშენებლობებს არ ვეწინააღმდეგებით მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწორად და ხარისხიანად, რომ არ მივიღოთ ისეთი უბნები, როგორიც არის მაგალითად...
არსებული ვითარების გათვალისწინებით, სემეკის დადგენილების თანახმად, „ჯივიპის“ აბონენტებს, რომლებსაც წყლის მრიცხველი საცხოვრებელი სახლის შიდა ტერიტორიაზე აქვთ დამონტაჟებული, მრიცხველის ჩვენების დისტანციურად ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge ან სმს შეტყობინებით *303# შეუძლიათ გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. მათი ცნობით, მრიცხველის ჩვენების დისტანციურად გაგზავნასთან დაკავშირებით აბონენტები ჯივიპისგან sms შეტყობინების სახით მოთხოვნას, ინდივიდუალურად მიიღებენ. „მომხმარებლების მიერ მრიცხველის ჩვენების გაგზავნა უნდა მოხდეს sms შეტყობინებაში მითითებულ ვადაში. იმ...
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის ზოლები გზის შუა ნაწილში განთავსდა, რადგან გზის განაპირა ნაწილზე განთავსება პრობლემებს შექმნიდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით ფრანგულმა კომპანია „სისტრამ“ კვლევა ჩაატარა. „რაც შეეხება ავტობუსის მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლს, გამზირის შუა ნაწილში განთავსდება, რადგან ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში იყოს ყველაზე სწრაფი, ავტობუსებით გადაადგილება ყველაზე კომფორტული...
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის ურბანულ განვითარებასა და მშენებლობებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მშენებლობები უნდა განხორციელდეს, თუმცა ყველაფერი სწორად და ხარისხიანად უნდა  წარიმართოს. „ქალაქის ურბანული განვითარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ორი წლის წინ, როდესაც მოვედით მერიაში, ხალხმა მოგვცა უფლება-მოსილება, დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით და მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მშენებლობებს არ ვეწინააღმდეგებით, მშენებლობა უნდა განხორციელდეს, ქალაქი...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შეშელიძის ქუჩაზე არსებულ მეწყერსაშიშ ზონაზე მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა. მისი თქმით, პროექტი ითვალისწინებს სადრენაჟე არხების მოწყობასაც. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ღირებულება დაახლოებით 21 მლნ ლარი იქნება და მისი განხორციელება 2021 წლის იანვარში დასრულდება. „ქალაქში გვაქვს მეწყერსაშიში ზონები, რომელიც გენერალურ გეგმაში მოცემულია, როგორც შავი ზონები და ეს კონკრეტული ზონები არის მუდმივი დაკვირვების რეჟიში. ჩვენ გვაქვს ერთი ასეთი...
თბილისის მერია დეველოპერებისთვის ბიუროკრატიულ პროცედურების გამარტივებაზე მუშაობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძემ თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს სთხოვა აეხსნა, კონკრეტულად როგორ გაუმარტივდებათ დეველოპერბეს დოკუმენტაციის წარმოების პროცესში არსებული სირთულეები. როგორც ირაკლი ხმალაძემ განმარტა, ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების შექმნის პროცესი მნიშნელოვნად შეამცირებს ინვესტორებისთვის გადაწყვეტილების მიღების პერიოდს. „ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ვცდილობთ, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი ბიუროკრატიული რგოლები შევკვეცოთ...
სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს ტრანსპორტის ზეგავლენის შეფასების მომზადების ვალდებულება ეტაპობრივად მოეხსნებათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესის დაკვირვებასა და შემდგომ უკვე გადაწყვეტილების მიღებას თბილისის მერია დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე განახორციელებს. „დაახლოებით, ორი წლის წინ ჩვენ შემოვიღეთ ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასება, ყველა სამშენებლო პროექტის განხორციელებისათვის, რათა მიგვეღო სრული ინფორმაცია, რამდენად გამტარუნარიანია კონკრეტული ქუჩა, როდესაც ახალაშენებულ კორპუსში პირობითად,...
საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ დარეგისტრირდა. როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს განუცხადა, ამ ცვლილებების კანონპროექტის განხილვა და მიღება მოკლე დროში მოუწევთ. "მნიშვნელოვანია ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რაზეც ირაკლი კოვზანაძე მუშაობდა მთვრობასთან ერთად. ეს არის ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც უკვე შემოსულია და ჩვენ ძალიან მოკლე დროში მოგვიწევს მუშაობა. აქ არის მთელი რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ღონისძიებები, რომელიც ანტიკრიზისული რეაგირების ფარგლებში შევიმუშავეთ. მათ შორისაა...
წინა სტატია ჭავჭავაძის გამზირზე დაიწყო მნიშვნელოვანი სამუშაოების წარმოება, ეს არის საკომუნიკაციო ჭების თავების წამოწევა, რასაც კონკრეტული ტელევიზიის და კონკრეტული ადამიანების მხრიდან მოყვა მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ, თუმცა ჩვენ ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და გამოეხმაურა მთავარი არხის ინფორმაციას, რომ ჭავჭავაძის გამზირზე რეაბილიტაციის დროს სანიაღვრე ჭების მოწყობა დაავიწყდათ და ასფალტი ისევ...
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საარბიტრაჟო დავას დროებით წყვეტს და ხელისუფლებას შეთანხმებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეპიდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში, როდესაც საქართველოს მთელი მოსახლეობის ყურადღება ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისკენ არის მიპყრობილი, ეკონომიკის გაძლიერების ორი ძირითადი ფაქტორი იკვეთება. ეს არის უცხოური ინვესტიციები და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. "საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო მამოძრავებელი სტიმული ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტისა და...
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საკონტროლო-გამშვები პუნქტები გაუქმდა ახალციხეშიც. ორივე პუნქტის დემონტაჟი უკვე დაწყებულია, ხვალ დილიდან კი ახალციხეში შესასვლელ - გამოსასვლელზე კონტროლი მოიხსნება. საკონტროლო პუნქტები კორონავირუსის პრევენციის მიზნით 31 მარტს მოეწყო. ბოლო მონაცემებით შემოწმდა 54 424 მოქალაქე, 29 795 ავტომანქანას კი დეზინფექცია ჩაუტარდა. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული. კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ...
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ქალაქ ბაღდათში, შანიძისა და ენდელაძის ქუჩების სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს "გი-ან 2011“-ი ასრულებს, რომლის ღირებულებაც 500,000.00 ლარს შეადგენს. ენდელაძისა და შანიძის ქუჩებზე რკინა-ბეტონის საფარი იგება, ეწყობა სანიაღვრეები და ცხაურები. რკინა- ბეტონის საფარი მოეწყობა ასევე წმინდა მარიამის ქუჩაზეც, რომლის რეაბილიტაციას...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ