არსებული ვითარების გათვალისწინებით, სემეკის დადგენილების თანახმად, „ჯივიპის“ აბონენტებს, რომლებსაც წყლის მრიცხველი საცხოვრებელი სახლის შიდა ტერიტორიაზე აქვთ დამონტაჟებული, მრიცხველის ჩვენების დისტანციურად ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge ან სმს შეტყობინებით *303# შეუძლიათ გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, მრიცხველის ჩვენების დისტანციურად გაგზავნასთან დაკავშირებით აბონენტები ჯივიპისგან sms შეტყობინების სახით მოთხოვნას, ინდივიდუალურად მიიღებენ.
„მომხმარებლების მიერ მრიცხველის ჩვენების გაგზავნა უნდა მოხდეს sms შეტყობინებაში მითითებულ ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ პერიოდში ჯივიპის აბონენტები არ ისარგებლებენ მრიცხველის ჩვენების დისტანციურად გაგზავნის შესაძლებლობით, სემეკის დადგენილების თანახმად, ჯივიპი უფლებამოსილია, მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობა დაიანგარიშოს წინა წლის იმავე თვის მოხმარების მიხედვით. აღნიშნული დარიცხვა გასწორდება მრიცხველის რეალური ჩვენების აღებისთანავე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.