გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა დაიწყო. სამუშაოებს ადგილზე გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი გაეცნო. გორის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში სათავე რეზერვუარისა და საქლორატოროს მშენებლობა მიმდინარეობს. აგრეთვე მოეწყობა ცენტრალური მაგისტრალი და შიდა ქსელი. პროექტის ღირებულება 237 000 ლარია. „სამუშაოების დასრულების შემდეგ ბობნევში მცხოვრები ოჯახები წყალს საკუთარ ეზოებში დამონტაჟებული ინდივიდუალური ონკანების საშუალებით 24 საათის განმავლობაში მიიღებენ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
დავავალებ და ვიკითხავ რა ხდება ახალციხეში, თუ მართლა ასეთი კატასტროფული მდგომარეობაა, შესაბამისი, დამოუკიდებელი ორგანოები არსებობენ, - განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, დეპუტატ გიორგი გოგიჩაიშვილის დასმულ შეკითხვის პასუხად. „ერთი რამ მიკვირს, ამ ქვეყანაში არსებობს ანტიკორუფციული სამსახური. ადამიანმა ის შრომა მაინც ხომ უნდა გაწიოს, სადღაც მივიდეს, განცხადება დაწეროს და ჩვენება მისცეს. ხომ არ შეიძლება ყველაფრის...
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მტკიცებით, კორონავირუსის პანდემიისას გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, გარკვეული კომპანიების მუშაობასთან კორუფციას ადგილი არ ჰქონია. პარლამენტში მან ისაუბრა, როგორ მიიღეს გადაწყვეტილებები. "როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და შტაბი შეიქმნა, იმ წუთში გამოჩნდა ის მსხვილი სისტემური კომპანიები, რომლის გაჩერებაც შემდგომ ერთ თვეში ან ერთ კვირაში შეიძლება გამოეწვია ათობით მილიონი ზარალი. ჩვენ ხომ არ ვიცოდით, სამი თვით ვაჩერებდით თუ ერთი დღით....
ბიუროკრატიული ხარჯების შემდგომი შემცირება ქვეყანაში კონტრპროდუქტიული იქნება, - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების შეკითხვას ბიუროკატიულ ხარჯებთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. „სისტემურად დღეს ეს ქვეყანაში პრობლემა არ არის. მარტივი საკითხია, რეალურად ბიუროკრატიული ხარჯების შემდგომი შემცირება ქვეყანაში იქნება კონტრპროდუქტიული. ასე გიპასუხებთ, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ნაწილში ხალხის რაოდენობა პრობლემაა, რა თქმა უნდა, ეფექტურობა გასაზრდელია, ხელფასებიც გასაზრდელია და...
სამართალი სად არის და ფასწარმოქმნაზე რეაგირება საერთოდ სად არის, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის წევრის კითხვას, კომპანია „ჯიბესთან“ დაკავშირებით, თუ რატომ არ მოახდინა მთავრობამ სამართლებრივი რეაგირება სპეკულაციურ ფასებზე. მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საერთოდ არ იცის, თუ ვინ მუშაობდა აღნიშნულ კომპანიაში მისი გვარის. „თქვენ თქვით, რომ ეს „ჯიბე“ იყო ვიღაცასთან დაკავშირებული. ამ „ჯიბეზე“ რაც ვიცი, ვიღაც ჩემი გვარის...
მთავრობის და ხელისფულების ძირითადი ამოცანაა, რომ 3-4 თვე გამოვიყენოთ, რათა მაქსიმალურად მოვამზადოთ ჯანდაცვის სისტემა, იმისთვს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტალღა იქნება ადრეულ ან გვიან შემოდგომას, ჩვენ შევძლოთ შეზრუდვების გარეშე ვმართოთ პროცესი , - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც კორონავირუსის მეორე ტალღას ეხებოდა. გახარიას თქმით, ვირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად, რომ სწრაფად...
თვითდასაქმებული არის დაახლოებით 150 ათასი ადამიანი და მერწმუნეთ, რომ ყველას დავეხმარებით, - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვას. მისივე თქმით, დარეგისტრირებული 800 ათასი თვითდასაქმებულიდან დაახლოებით 600 ათასია თვითდასაქმებულია სოფლად. „შესაბამისად, გლეხი და ფერმერი, რომელიც სოფლად მუშაობს და თვითდასაქმებულად აღიქვამს მას საქსტატი, სოფლის მეურნეობის პროგრამებით ვეხმარებით, აქეთ გვრჩება დაახლოებით 200 ათასი ადამიანი, რომელიც თვითდასაქმებულად რჩება, აქედან ამ 200 ათასიდან, ნაწილი მიდის იმ...
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლება დანაპირებს ასრულებს და მოსახლეობისთვის თანხის გაცემა ამ კვირიდან დაიწყება. როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მოქალაქეები თანხას საჭიროებისამებრ მიიღებენ. „მნიშვნელოვანი ციფრი, რომელიც ალბათ, დაგაკლდათ, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი იყო, რომელიც 6-დან 8.5-მდეა გაზრდილი. ეს არის ის პარამეტრები, რომელიც ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული გვაქვს, ეს არის ბიუჯეტის ის პარამეტრები, რომელიც არის საპროგნოზო, კრიზისული, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ...
"ჩვენ ვერავის მოვუწოდებთ საგანგებო მდგომარეობისას გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას. ეს ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში ამ ინსტრუმენტების პრევენციის შემაკავებელი ძალა უბრალოდ, არ იმუშავებს , - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატის კითხვას, ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, შესაძლოა ჯარიმების ნაწილი გადაიხედოს. "ჯარიმა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის იყო შემაკავებელი ინსტრმენტი და ჩვენ ეს გამოვიყენეთ საკმაოდ ეფექტურად, განსაკუთრებით, მას შემდგომ, როცა, რეკომენდაციებმა ეფექტურად არ...
პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობა ანტიკრიზისულ ბიუჯეტს პარლამენტში 5 ივნისამდე წარადგენს. მისივე თქმით, რეგლამენტით სწორედ ეს ვადაა განსაზღვრული. ამასთან, პრემიერმა ბიუჯეტის ზოგიერთი მაჩვენებელი დაასახელა. „მთავრობას ბიუჯეტის წარდგენა შეუძლია 5 ივნისამდე, ჩვენ ამ ვადას არ გადავაცილებთ. რაც შეეხება ბიუჯეტის პარამეტრებს, პანდემიამდე ნაერთი ბიუჯეტი გვქონდა 13 მილიარდ 600 მილიონი, რომელიც შემცირდა 11 მილიარდ 900 მილიონ ლარამდე. 350 მილიონი ესაა კონკრეტულად ჯანდაცვის ვირუსთან ბრძოლის...
ლოგიკურიც არის, ბიზნესი არ შეწირავს და არ დაეხმარება კონკრეტულ პარტიებს, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ბიზნესის წართმევით, ადამიანების მკვლელობით, ოჯახების გაუბედურებით,- ასე ეხმიანება თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია "ჯეო გრუპთან" და ტენდერებთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინფორმაციას. კახა კალაძე მიესალმება იმას, რომ კონკრეტული კომპანიები "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან, თუმცა, ტენდერებთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს. "იმას, რომ სხვადასხვა ტიპის კომპანიები არიან "ქართული ოცნების" შემომწირველები, მივესალმები. მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესსექტორს, ყველა კომპანიას,...
29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი პრინციპით იმოძრავებს. მგზავრთა რაოდენობა ტრანსპორტშიც და გაჩერებებზეც გაკონტროლდება, ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. „არ გამოგვივა, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმ რეჟიმში იმუშაოს, როგორც იანვარში ან გასულ წელს მუშაობდა. გარკვეული შეზღუდვები იქნება, მაგალითად, დაცული იქნება მძღოლი ბარიერით, იქნება პირბადეები მოთხოვნილი და ამას გააკონტროლებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, განსაკუთრებით მეტროს შემთხვევაში. ჩვენი თანამშრომლები...
ავტობუსებში ამ ეტაპზე მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის, - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორმა, გიორგი შარკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც შარკოვმა აღნიშნა, ავტობუსებში მონიტორინგს კონდუქტორები, ხოლო მეტროში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები განახორციელებენ. „როგორც იცით, 29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება ჩვეულ რეჟიმში. ამ ეტაპზე მგზავრებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება. ამ ნაწილში მონიტორინს განახორციელებენ როგორც ჩვენი თანამშრომლები, ასევე საპატრულო პოლიციის შესაბამისი თანამშრომლები. მაგალითად,...
გამოყოფა დამატებით 150 მილიონი ლარი, რათა უახლოეს პერიოდში სწრაფად მოხდეს ლტოლვილთა ბინებით უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა. პრემიერმინისტრის განცხადებით, ეს იქნება პირდაპირი მხარდაჭერა სამშენებლო სექტორისთვის, კრიზისის დასაძლევად. „გამოყოფა დამატებით 150 მილიონი ლარი, რათა უახლოეს პერიოდში სწრაფად მოხდეს დევნილების ბინებით უზრუნველყოფა. ესეც იქნება პირდაპირი მხარდაჭერა სამშენებლო სექტორისთვის, რათა მათი მდგრადობა იყოს ძლიერი, მათ გაუძლონ ამ კრიზისს გრძელვადიან...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულება მიმოიხილეს უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მიმოხილვა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუკტარაძემ წარმოადგინა. „მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში -112, ხარჯვითში კი 76,4 %-ითაა შესრულებული. რაც შეეხება სამინისტროებს, შესრულების...
ფოთში, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე, სადაც ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებისთვის ტირ-პარკია განთავსებული, ხმაური იყო. მძღოლებმა იქ არსებული პირობები გააპროტესტეს და თვითიზოლაციის რეჟიმის მოხსნა მოითხოვეს. ამჟამად ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში ამჟამად 168 მძღოლი იმყოფება. ტირ-პარკი ფოთში მიმდინარე წლის 17 აპრილიდან ფუნქციონირებს. „აქ ჰიგიენის ელემენტარული პირობები არ არის და არც კვებით ვართ კმაყოფილები. გადამზიდავ კომპანიებში მომუშავე მძღოლებს მიგვაჩნია, რომ თვითიზოლაციის წესების დაცვას საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უკეთ შევძლებთ ,“- განაცხადა ერთ-ერთმა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ