გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა დაიწყო. სამუშაოებს ადგილზე გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი გაეცნო.
გორის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში სათავე რეზერვუარისა და საქლორატოროს მშენებლობა მიმდინარეობს. აგრეთვე მოეწყობა ცენტრალური მაგისტრალი და შიდა ქსელი. პროექტის ღირებულება 237 000 ლარია.
„სამუშაოების დასრულების შემდეგ ბობნევში მცხოვრები ოჯახები წყალს საკუთარ ეზოებში დამონტაჟებული ინდივიდუალური ონკანების საშუალებით 24 საათის განმავლობაში მიიღებენ,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.