წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - გეგუთსა და წყალტუბოში სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, ოფელ გეგუთში 240 მოსწავლეზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა აშენდება. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 534 000 ლარით ფინანსდება. გარდა შენობისა, მოეწყობა სპორტული მოედანი და მიმდებარე ტერიტორია. "რაც შეეხება სოფელ წყალტუბოში მიმდინარე სკოლის მშენებლობას, ისიც მუნიციპალური განვიათარების ფონდის მიერ 3 691 400 ლარით ფინანსდება და 240 მოსწავლეზეა...
2021 წლიდან ე.წ. Escrow ანგარიშები დაინერგება, რომელიც უზრუნველყოფს მსესხებლების დაზღვევას მშენებლობის დაუსრულებლობისგან. როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, აღნიშნული სისტემა სექტორის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. „წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა ე.წ. Escrow ანგარიშების დანერგვა დეველოპერულ საქმიანობაში და ჩვენ სექტორთან შევთანხმდით, რომ 2021 წლიდან Escrow ანგარიშის გამოყენება იქნება სავალდებულო გარკვეული პირობების გათვალისწინებით. ესაა საბანკო ანგარიში, რომლის გამოყენებითაც მსესხებელი დაზღვეულია...
დღეს საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების სექტორის დახმარების პაკეტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან აიღებს ლარის იპოთეკურ სესხს, 5 წლის ვადით. საპროცენტო განაკვეთის 4%-იან თანადაფინანსებას გაუკეთებს. პროგრამის პირობები და კრიტერიუმები ასეთია: ● იპოთეკური სესხის აღება უნდა მოხდეს - 2020 წლის პირველი ივნისიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე; სახელმწიფო თანადაფინანსება - 4%; ● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს...
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, გურამ რჩეულიშვილის ქუჩაზე, IV კორპუსის მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ არსებული მოედანი ახლით შეცვალა. გაგეობისინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 750 კვ.მ ფართობზე მოეწყო ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, განთავსდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი და დამონტაჟდა LED განათება. „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ადგილობრივ მოსახლეობაში ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენ...
საქართველოს მთავრობა "იპოთეკების სუბსიდირების" პროგრამის ფარგლებში 70 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. საერთო ჯამში კი სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია. ამის შესახებ მთავრობის მიერ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პაკეტიდან ხდება ცნობილი. არსებული ინიციატივის მიხედვით, სახელმწიფო სუბსიდირებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს და თანადაფინანსების მოცულობა 4% იქნება. რაც შეეხება იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის დეტალებს, როგორც პრემიერმინისტრის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, სუბსიდირება...
მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი, - ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სესხის...
2019-2020 წლებში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა რეალისტური და კონკრეტულია. „ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2019-2020 წლებში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის. რა თქმა...
ეკონომიკურ საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დევნილებისთვის წლის ბოლომდე 150 მილიონი ლარის ღირებულების, დაახლოებით, 1 800 საცხოვრებელ ბინას შეიძენს. როგორც ლილუაშვილმა დეველოპერების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, შესყიდვის პროცესი იქნება გამჭვირვალე, ჩატარდება აუქციონის წესით და დეველოპერულ სექტორს მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება. “სახელმწიფო, გარდა იმ რესურსებისა, რაც მას უკვე გამოყოფილი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტში და რითიც ის ახორციელებს დევნილების მხარდაჭერას საცხოვრებელი ფართით,...
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დეველოპერებისთვის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ს დაასუბსიდირებს. გარდა ამისა, მისივე თქმით, 150 მილიონი გამოიყოფა იმისთვის, რომ 1 800-მა დევნილმა ოჯახმა ბინები 3 წლით ადრე მიიღოს. „საქართველოს მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4%-ს, ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე 5 წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე, ეს ერთი და რა თქმა...
ძალიან მნიშვნელოვანია ეს სექტორი ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით დედაქალაქისთვის. ვფიქრობ, ეს პროექტი და გეგმა, რომელიც წარმოდგენილი იქნება, დეველოპერებს და სამშენებლო სექტორს ძალიან დიდ შეღავათს მისცემს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ისინი ყველას მაქსიმალურად დაეხმარებიან და ხელს შეუწყობენ. „ქალაქში დაახლოებით, 180 დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობაა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, როგორც ვიზუალურად, ასევე ადამიანებისთვის, რომლებსაც თანხები აქვს...
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა განიხილავს, რომ თბილისის მერიის პროგრამა, რომელიც 2013 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის კონკრეტული შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს, მთელ ქვეყანაზე გავრცელდეს. როგორც პრემიერმა დეველოპერებისთვის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, ამ დრომდე 9 პროექტი დაკმაყოფილდა, 30 პროექტი კი განხილვაშია. “არ შემიძლია ხაზგასმით არ აღვნიშნო მერიის იმ პროგრამაზე, რომელიც ვფიქრობთ, რომ გავავრცელოთ მთელ ქვეყანაზე, 2013 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის კონკრეტული შეღავათების გაკეთება. მე ვიცი,...
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს. შენება არ უნდა შეჩერდეს არც ერთი წამით, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მშენებლებთან და დეველოპერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით ქვეყნის წარამტებები საერთოდ დაკარგავს ყველანაირ ფასს და აზრს თუ ეკონომიკა არ გაიხსნა. "ყველას უნდა გვესმოდეს, დღეს ჩვენ რომ ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს და გეოგრაფიას ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვირუსი...
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის გავრცელების შეჩერების, ბიზნესზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის ქალებისა და ბავშვებისთვის საარსებო საშუალებების შესანარჩუნებლად, - აცხადებენ აზიის განვითარების ბანკში. „საქართველოს - მნიშვნელოვანი სავაჭრო და ტურისტული ჰაბის - ჯანდაცვა და ეკონომიკა კოვიდ-19-მა დიდი რისკის წინაშე დააყენა. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ...
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ცნობით, ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზა იგება. ისტორიული მნიშვნელობის ძეგლამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობისთვის 595 000 ლარამდე დაიხარჯება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ თანადაფინასებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში 100 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება, ხოლო 485 გრძივი მეტრი კი ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლება. ინფრასტრუქტურული სამუშაო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. „ბოლნისის...
წინა სტატია ვიოლა ფონ კრამონი, ევრიპარლამენტის წევრი და „DEG“-ის (დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფი) წამყვანია წევრი, "კავკასიური სახლის" ხელმძღვანელობის ინგლისურენოვან ღია წერილს პასუხობს. "დიდად პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, მივიღე თქვენი წერილი. წერილის კითხვა დავიწყე დიდი ინტერესით და დავასრულე ასეთივე დიდი იმედგაცრუებით. ამ პროცესში გამახსენდნენ „პერსონაჟები“ გივი მარგველაშვილის ნაწარმოებიდან „Verfasser Unser“, რომლებიც გაიძახიან – „ვითხოვთ უკეთეს ნაწერს“ (“Wir fordern eine bessere Verfassung”). ბრძანდებით რა...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის სოფელ სადახლოში შიდა გზების მოასფალტების პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. "1 600 მეტრი გზის კეთილმოწყობას, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი მოხმარდება. ჯამში, 5 კმ-ზე მეტი მეტრი სიგრძის გზის საფარი იგება სოფლებში მოლაოღლი, დაშტაფა და გაჯისაკენდი. ყველა სამუშაო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს", - განმარტავენ სამინისტროში. სამუშაო პროცესს რეგიონული განვითარებისა და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ