რჩეულიშვილის ქუჩაზე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

382

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, გურამ რჩეულიშვილის ქუჩაზე, IV კორპუსის მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.

მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ არსებული მოედანი ახლით შეცვალა.

გაგეობისინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 750 კვ.მ ფართობზე მოეწყო ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, განთავსდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი და დამონტაჟდა LED განათება.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ადგილობრივ მოსახლეობაში ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა უბანში მოვაწყოთ მსგავსი სივრცეები და საცხოვრებელ სახლთან ახლოს ყველამ შეძლოს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით დაკავება“, – განაცხადა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ.

მთაწმინდის რაიონში პარალელურად, ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი.