საბურთალოს რაიონში, ბატონიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, 5 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. მათივე ცნობით, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. „დიდი დიღმის კერძო დასახლებაში საგზაო სამუშაოები გრძელდება. მათ შორის, არის ბატონიშვილის ქუჩა, სადაც გზის მოწესრიგება დავიწყეთ. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობას...
ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება იკრძალება. შესაბამისი დადგენილება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ღამის საათებში იგულისხმება დრო 23:00 საათიდან 08:00 საათამდე. ამასთან, მოთხოვნები არ ვრცელდება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებზე (31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე), საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღესა (9 აპრილი)...
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. მათ შორის მუშაობს თბილისის მეტროც. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი წესებით იმუშავებს. ტრანსპორტში სავალდებულოა, მგზავრობის დროს პირბადის ტარება. როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან ვირუსის გავრცელებისთვის ერთ-ერთი საფრთხეა. კახა კალაძის თქმით, ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა, რაც ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. „მინდა ვთხოვო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. მგონი, ყველა ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს...
სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა სუბიექტს მოუწევს, დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, დოკუმენტის საბოლოო დეტალებზე პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა. „სპეციალური პრევენციული ღონისძიებები კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა. სასტუმროები და განთავსების ობიექტები მუშაობის განახლების ნებართვას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ,...
ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერთან, გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო. დასრულდა სტიქიის შედეგად დაზიანებული განმუხურის ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 059 432 ლარით დაფინანსდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ენგურის შესართავთან კაფე-რესტორნის რეაბილიტაციის პროცესი. კაფე-რესტორანში დამონტაჟდა კიბე და ლიფტი, გაკეთდა შემინვა, გაიწმინდა და შეიღება შენობა. სამუშაოების დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი...
მგზავრებმა აუცილებლად უნდა იქონიონ პირბადეები​, პირბადეების გარეშე გადაადგილება შეუძლებელი იქნება, მძღოლი ავტობუსს არ დაძრავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მუნიციპალური ავტობუსი, მეტრო, მიკროავტობუსები არის სრულ მზადყოფნაში, რომ მოსახლეობას დილიდან მოემსახუროს. „ახლა მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. ეს სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში იქნება, რადგან ასეა მოთხოვნები.  ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მგზავრებმა აუცილებლად უნდა იქონიონ პირბადეები. პირბადეების გარეშე გადაადგილება უბრალოდ შეუძლებელი იქნება. მძღოლი ავტობუსს არ დაძრავს! მინდა...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისს დასრულდება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები სრულიად შეიცვალა. „გლდანის რაიონში, ორი ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ, დასასრულს უახლოვდება. ახლა, ამ კონკრეტული მონაკვეთის ზედა ფენების მოწყობა მიმდინარეობს და 15 ივნისისთის ორივე ცენტრალური ქუჩა დასრულებული იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დიღმის ჭალებში საქალაქთაშორისო პარკი აუცილებლად გაშენდება, თუმცა, პროექტის ვადებმა კორონავირუსით შექმნილი სიტუაციის გამო გადაიწია. როგორც კალაძემ აღნიშნა, ვერავინ დაასახელებს მაგალითს, რომ მისი მერობის პერიოდში პარკში ან რეკრეაციულ სივრცეში მშენებლობა განხორციელებულიყოს. „დიღმის ჭალების ტერიტორია უნდა განვითარდეს და მთავარია, განვითარდეს სწორად. გაქვთ ინფორმაცია, რომ ვგეგმავთ საქალაქთაშორისო პარკის მშნებლობას, რომელიც ერთ-ერთი საინტერესო, დასასვენებელი, რეკრეაციული სივრცე იქნება. უბრალოდ, ამ ვითარებიდან გამომდინარე დროებით...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყაზბეგის გამზირზე „ორბი რეზიდენსის“ მშენებლობის პროექტი მის მერად არჩევამდე იყო დამტკიცებული. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, "რა დამსახურების გამო მიიღო „ორბი ჯგუფმა“ სამშენებლო ნებართვა, მაშინ, როდესაც „ორი წლის წინ ამ ტერიტორიაზე ხეები გაიჩეხა და ფაქტის შემდეგ, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა.“ მისი თქმით, მშენებლობები გაგრძელდება, თუმცა არა პარკების და რეკრეაციული სივრცეების...
ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს მშენებლობის დასრულების გარანტიას სახელმწიფოს მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერის მრჩეველმა განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართობების 30 პროცენტს ვერ გაყიდის, სახელმწიფო ამ მოცულობის ფართობებს შეიძენს, შემდეგ ეს ბინები ასევე გამოყენებული იქნება დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროექტის...
რუსთავში, შიდასაქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა 29 მაისიდან განახლდება. რუსთავის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, შიდასაქალაქო მარშრუტებზე მომუშავე კერძო სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მერიის ცნობით, ირაკლი ტაბაღუამ, სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს, დეტალურად გააცნო ის წესები და რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც, მგზავრთა გადაყვანისას სავალდებულოა. როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების ყოველდღიური დეზინფექცია და სველი წესით დამუშავება, ასევე მძღოლების ყოველდღიური...
სენაკის მერიის განცხადებით, სენაკის აგრარული ბაზარი მუშაობას 29 მაისიდან განაახლებს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. აგრარული ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მიეცათ რეკომენდაციები, რომლის თანახმად, აუცილებელია, როგორც მოვაჭრეებს შორის, ასევე მომხმარებლებთან დაცული იქნეს სოციალური დისტანცია. მოვაჭრეებმა გამოიყენონ ხელთათმანები და პირბადეები, ასევე დაიცვან ჰიგიენური ნორმები. სენაკის ბაზარი პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, 6 აპრილს დაიხურა.
სენაკში, სადგურის მოედანზე, პირველი ავტომანქანის ინსტალაციის დადგმის სამუშაოები დაიწყო. სენაკის მერიაში აცხადებენ, რომ მანქანის მაკეტი მოთავსდება მინის კონსტრუქციაში, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. „შენობა გარედან იქნება შემინული 1 მეტრის სისქის გამომწვარი შუშით. ექნება კარები და დამთვალიერებელს შეეძლება შიგნით შესვლა, სადაც მანქანა იქნება მოთავსებული. გარეთ კი იქნება წარწერა - ინფორმაცია მანქანის შესახებ“, - გვითხრა განათლების, კულტურის, სპორტისა და...
წინა სტატია ახალციხის საკრებულომ ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ დაშლის საკითხი ცნობად მიიღო. ორმა წევრმა ფრაქცია ერთდროულად, ერთ დღეს დატოვა, მიზეზი - უცნობია. დეპუტატები ამბობენ, რომ „ასე იყო საჭირო“. ფრაქციის თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე კი მიიჩნევს, რომ დეპუტატებმა „მერის ბრძანება შეასრულეს“. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ახალციხის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ გაუქმების შესახებ, ინფორმაცია დეპუტატება ცნობად გუშინ, 27 მაისს მიიღეს. ფრაქციაში სულ სამი წევრი...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ორ სოფელში მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის მერს ფიზიკურად გაუსწორდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. მერიაში განმარტავენ, რომ სოფელ მაღაროსა და ბოდბეში მერის წარმომადგენლები არა პირადი კონფლიქტის, არამედ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მიზეზით გათავისუფლდნენ. ,,მაღაროსა და ბოდბეში მერის წარმომადგენლებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სამსახურებრივი საკითხების გამო არაერთი სიტყვიერი შენიშვნა და...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თელავის ცენტრალური ბიბლიოთეკა რამდენიმე თვეა, რაც არ ფუნქციონირებს. ბიბლიოთეკის გახსნა 1 ივლისს იგეგმება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. “ოფიციალური ინფორმაციით, ბიბლიოთეკა 1 ივლისს განაახლებს მუშაობას, თუმცა შესაძლებელია ივნისის თვეში რამოდენიმე სექტორი გაიხსნას. მუყაოზე ბაქტერია დიდი ხნით რჩება, ამიტომ საშიშია ახლა ჩვენი მუშობა”, – განაცხადა ბიბლიოთეკის დირექტორმა, მაყვალა წიკლაურმა.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ