თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დიღმის ჭალებში საქალაქთაშორისო პარკი აუცილებლად გაშენდება, თუმცა, პროექტის ვადებმა კორონავირუსით შექმნილი სიტუაციის გამო გადაიწია.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ვერავინ დაასახელებს მაგალითს, რომ მისი მერობის პერიოდში პარკში ან რეკრეაციულ სივრცეში მშენებლობა განხორციელებულიყოს.
„დიღმის ჭალების ტერიტორია უნდა განვითარდეს და მთავარია, განვითარდეს სწორად. გაქვთ ინფორმაცია, რომ ვგეგმავთ საქალაქთაშორისო პარკის მშნებლობას, რომელიც ერთ-ერთი საინტერესო, დასასვენებელი, რეკრეაციული სივრცე იქნება. უბრალოდ, ამ ვითარებიდან გამომდინარე დროებით მოგვიწია შეჩერება ამ პროექტის განხორციელების, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ გაკეთდება. აუცილებლად გაკეთდება უბრალოდ, დროში გადაიწია, რადგან სხვა პრიორიტეტები არის უფრო მნიშვნელოვანი. ჩემი მერობის პირობებში თქვენ ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ რეკრეაციულ სივრცეში ან პარკის ნაცვლად მშენებლობა განგვეხორციელებინოს“, – განაცხადა კალაძემ.