სენაკის ბაზარი 29 მაისიდან გაიხსნება

486

სენაკის მერიის განცხადებით, სენაკის აგრარული ბაზარი მუშაობას 29 მაისიდან განაახლებს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

აგრარული ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მიეცათ რეკომენდაციები, რომლის თანახმად, აუცილებელია, როგორც მოვაჭრეებს შორის, ასევე მომხმარებლებთან დაცული იქნეს სოციალური დისტანცია. მოვაჭრეებმა გამოიყენონ ხელთათმანები და პირბადეები, ასევე დაიცვან ჰიგიენური ნორმები.

სენაკის ბაზარი პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, 6 აპრილს დაიხურა.