ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ელექტრონულ აუქციონზე უპირობოდ ყიდის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ორ ნაკვეთს.
ერთ-ერთი არის ქალაქის ცენტრალურ უბანში, საკათედრო ტაძრის სიახლოვეს მდებარე 949 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მისი საწყისი ფასი 60 000 ლარია.
უპირობოდ იყიდება ასევე თბილისის ქუჩაზე მდებარე 1118 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. (194 კვ.მ მიწის ნაკვეთი დატვირთულია სერვიტუტით) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. საწყისი ფასი არის 70000 ლარი.
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, შიდაკვარტალური გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ქუთაისის მერიის ცნობით, სამუშაო პროცესი ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
„დღეს გუგუნავას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გავეცანით. ამ უბანში შიდაკვარტალური გზები არასდროს შეკეთებულა და ახლა კეთდება სრულიად ახალი ასფალტის საფარი, სანიაღვრეები, ტროტუარი. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის გარეუბნებშიც კარგად იყოს განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა“, - აცხადებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი...
პირველი ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარების მიღებისთვის 104 818 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 51 000-ზე მეტი პირის შემთხვევაში მიღებულია 300-ლარიანი დახმარების გაცემის გადაწყვეტილება და მათი ნაწილის ანგარიშზე თანხა უკვე აისახა.
„300 ლარს მიიღებს 51 217 თვითდასაქმებული, რომელთაც ჯამში გადაერიცხებათ 15 365 100 ლარი. თანხა ეტაპობრივად აისახება მათ ანგარიშებზე,” - აცხადებენ უწყებაში.
ამასთან, ამ დროისთვის...
მუნიციპალური ტრანსპორტით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ ხულოში, მოწყვლადი ჯგუფები. საუბარია სამედიცინო მომსახურებაზე, რომელსაც ბენეფიციარები ქალაქში ღებულობენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ერთ-ერთი მშობელი, რომელიც ორ მცირეწლოვანს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებისთვის ქალაქ ბათუმში თვეში რამდენჯერმე ატარებს, ირწმუნება, რომ გადაადგილების პრობლემის გამო შვილებისთვის ხშირად ვერ ახერხებს თერაპიული კურსის ჩატარებას.
მშობელი ტრანსპორტის დროული აღდგენის იმედზეა. ადგილობრივ თვითმმართველობაში კი აცხადებენ რომ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისთვის ბენეფიციარების ტრანსპორტირებას თავად...
ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან თათბირი გამართა. თათბირზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
„დღეიდან ქალაქში ღია კაფეები და რესტორნები, ბაზრობები და მოლები იხსნება. მერმა მოსახლეობას მოუწოდა გაითვალისწინონ რეკომენდაციები და დაიცვან სოციალური დისტანცია. დღეიდან “ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება განახლდა. განაცხადების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. აპლიკანტებმა შესაბამისი დოკუმენტაცია ფაქტობრივი მისამართის მიხედვით, მერიის სერვისცენტრებში უნდა წარადგინონ.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის...
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეეძლოთ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ.
პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადი 94-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ ოჯახს წინასწარი...
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ცნობით, კვლევის ახალი სტანდარტით, თვითდასაქმებულები გადაკვალიფიცირდებიან და ის ადამიანები, რომლებიც პროდუქტს უმთავრესად საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებს, თვითდასაქმებულებად აღარ ჩაითვლებიან. ამაზე მან დღეს, პირველ ივნისს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
საქსტატის დირექტორმა დეპუტატებს დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკის 2020 წელს დასანერგი, ახალი მეთოდოლოგია გააცნო.
"დღეს დასაქმებულთა შორის დაახლოებით 49-50 პროცენტია თვითდასაქმებულთა წილი. ეს დაახლოებით 840 ათასი ადამიანია და მათი...
თერჯოლის მუნიციპალიტეტში რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელი გზის ბეტონის საფარით მოწყობა დაიწყო.
თერჯოლის მერიის ცნობით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია”ჯეო როუდ ინვესტი” გზის 1, 5 კმ- იან მონაკვეთს არმირებული ბეტონითა და სანიაღვრე არხებით მოაწყობს, რაზეც საერთო ჯამში რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით 639 438 ლარი დაიხარჯება.
მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ლაშა გოგიაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
“მიმდინარე წელს თერჯოლაში რეგიონული განვითარების ფონდიდან 9 მსხვილმასშტაბიანი პროექტი...
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ცნობით, დღეს დასაქმებულთა შორის თვითდასაქმებულების წილი დაახლოებით 49-50%-ია. მისივე განმარტებით, ეს დაახლოებით 840 ათასი ადამიანია და მათი 75% (630 ათასი თვითდასაქმებული) სოფლად არის დასაქმებული. ამაზე გოგიტა თოდრაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც დეპუტატებს დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკის 2020 წელს დასანერგი, ახალი მეთოდოლოგია გააცნო.
სხდომაზე გოგიტა თოდრაძემ თქვა, რომ ახალი სტანდარტით, თვითდასაქმებულები გადაკვალიფიცირდებიან, ანუ ის...
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, "გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში ENPARD-3’’ პროექტის წარმომაგენლების, საკრებულოს თავმჯდომარესა და მერის მოადგილეებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე სოფლის განვითარების მუნიციპალური სამუშაო ჯგუფის ფორმირების საკითხი განიხილეს. მსგავსი სამუშაო ჯგუფების შექმნის ძირითად მიზანს წარმოადგენს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საჭიროებებზე პროაქტიური რეაგირება, რესურსების მობილიზაციის და სხვადასხვა აქტორების კოორდინაციის გზით.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა დაკომპლექტდება ადგილობრივი, რეგიონალური და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან,...
მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის სამი სოფლის, მაჯვდიერი-ცალდაში-ჟაბეში დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც სოფელ მაჯვდიერის მკვიდრმა, ვალერი შერვაშიძემ „რეგიონულ კვირას“ განუცხადა, აღნიშნული გზა ერთადერთია, საიდანაც ტურისტები სამი სოფლის გავლით კურორტ თეთნულდზე მოკლე გზით ადიან.
„გზა აქ არასოდეს ყოფილა, რაც იყო ძალიან ცუდი ამოსასვლელი ჰქონდა და ვერც ამოხვიდოდი ამ აღმართზე, ახლა გზა კეთდება და მადლობის მეტი რა გვეთქმის. ტურისტები მესტიიდან, როდესაც...
წინა სტატია
მწვანე ბიუჯეტის" პროექტის ფარგლებში ზუგდიდში, ჩიქოვანის ქუჩის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა დავით გახარიამ და სანდრო სორდიამ მოსახლეობას "მწვანე ბიუჯეტის" შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ისაუბრეს. ინფორმაციას ზუგდიდის საკრებულო ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ „მწვანე ბიუჯეტის“ საპროექტო განაცხადები 10 ივნისის ჩათვლით მიიღება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (ქ.ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზ. #45, II სართული) ან შემდეგ...
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” დღეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ხარჯებში კორუფციების მომეტებული რისკების შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამიდან 40 მილიონი ლარი ტენდერების გარეშე, პირდაპირი ხელშეკრულებებით იხარჯება.
კორუფციული რისკები “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამაში:
“2019 წელს განახლებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც ყოველწლიურად 40 მილიონი ლარია, მეორე წელია, ტენდერების გარეშე, კორუფციული რისკის მატარებელი გამარტივებული შესყიდვის პროცედურით იხარჯება. ქვეყნის 54...
ამ ეტაპისთვის ჩვენ დახმარება უკვე გაცემული გვაქვს 72 000-ზე მეტ მოქალაქეზე, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილი. ეს თანხობრივი მოცულობით შეადგენს, 14 000 000 ლარზე მეტს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, ამ დროისათვის 31 000-ზე მეტი თვითდასაქმებულმა მიმართა სამინისტროს დახმარებისთვის და მათზე ჯამურად უკვე 15 000 000 ლარზე მეტი გაიცა. მისივე თქმით, სოციალური დახმარება მაისის თვის მონაცემებით სრულად არის...
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ქალაქის მასშტაბით, სეზონის გახსნასთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი.
ბორჯომის მერიის ინფორმაციით, მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ არბოლიშვილმა, მერის მოადგილე ბუბა ბერიძემ ლიკანში 2 მისამართზე სკვერების მოწყობის ბოლო ეტაპის სამუშაოები დაათვალიერეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტების მიხედვით, სკვერები 3 განსხვავებულ ზონად დაიყო, სადაც ცალკე საბავშვო, სპორტული და დასასვენებელი ინფრასტრუქტურა მოეწყო.
პროექტის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მიმდებარე...
ლაგოდეხში მოსახლეობამ აქცია გამართა და ცენტრალური გზა გადაკეტა. ადგილობრივებმა სასმელ წყალზე მრიცხველების ჩვენებით გადახდა გააპროტესტეს. ასევე, მათი განცხადებით, წყალი, რომელიც ონკანებში მოედინება, სასმელად არ არის ვარგისი.
"ფაქტობრივად, წყალი არ გვაქვს, დაბინძურებული და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. ასევე ვითხოვთ, წყლის საფასური სულადობის მიხედვით გადაგვახდევინონ, როგორც აქამდე იყო - თითო ადამიანზე 50 თეთრი. მრიცხველის ჩართვის შემთხვევაში გადასახადი 1 ტონა წყალზე 42 თეთრი იქნება, რასაც...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































