თერჯოლის მუნიციპალიტეტში რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელი გზის ბეტონის საფარით მოწყობა დაიწყო.
თერჯოლის მერიის ცნობით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია”ჯეო როუდ ინვესტი” გზის 1, 5 კმ- იან მონაკვეთს არმირებული ბეტონითა და სანიაღვრე არხებით მოაწყობს, რაზეც საერთო ჯამში რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით 639 438 ლარი დაიხარჯება.
მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ლაშა გოგიაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
“მიმდინარე წელს თერჯოლაში რეგიონული განვითარების ფონდიდან 9 მსხვილმასშტაბიანი პროექტი განხორციელდება, აქედან ექვსი გზების მოწყობას ითვალისწინებს. მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა – სოფლებთან მისასვლელი და შიდა-საუბნო გზების რეაბილიტაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.