"სატენდერო წინადადება არ შეიცვლება" - ასეთია ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის ბოლო პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ შესყიდვების სააგენტომ ორჯერ მიუთითა დისკრიმინაციულ მიდგომაზე, ხელშეკრულება "საბა კონსტრაქშენთან" მაინც გააფორმა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ქარელის მერმა შესყიდვების სააგენტოს მითითება არ გაითვალისწინა. პირველი მითითების შემდეგ, სხვა კომპანიებს უფრო მეტად გაურთულა მონაწილეობის მიღება.
შედეგად კი მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ ,,საბა კონსტრაქშენმა" მიიღო, მან ზუსტად...
თეთრიწყაროს ადმინისტრაციულ ცენტრში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი სავარაუდოდ, 4 ივნისს მოიხსნება. ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თეთრიწყაროში ინფიცირების ბოლო შემთხვევა 21 მაისს დაფიქსირდა.
“თეთრიწყაროში ბოლო დადასტურებული შემთხვევა იყო 21 მაისს. 21 მაისიდან 2 კვირიანი საინკუბაციო ვადა იწურება 4 ივნისს. ჩენ ვთქვით რომ ორშაბათის კვირაში აუცილებლად იქნებოდა გადაწყვეტილება მიღებული და თუ ასე გაგრძელდა სავარაუდოდ, ხუთშაბათს თეთრიწყაროში შეზღდვები მოიხსნება ” – განაცხადა...
გორში სადგურის დასახლებაში არსებულ მთავარ მაგისტრალზე საკანალიზაციო მილი ერთ კვირაზე მეტია დაზიანებულია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ასფალტის საფარმა დეფორმაცია განიცადა და, როგორც ადგილობრივები ამბობენ, შესაძლოა ჩაინგრეს.
პრობლემის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი.
"იმის გამო, რომ მაგისტრალი არ წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის გზას, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება რეგიონალური განვითარების სამინისტროსა და წყალმომარაგების კომპანიის კომპეტენციაში შედის," - აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.
აღნიშნული მაგისტრალი გორი-კასპი-ზაჰესის მიმართულებას...
ივლისიდან აღსაზრდელთა რეგისტრაცია გორის საბავშვო ბაღებში მშობლებს ელექტრონულად შეეძლებათ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გორის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, რეგისტრაციის შესახებ სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ინფორმაციას 1 თვით ადრე გაავრცელებს.
"აღსაზრდელთა რეგისტრაციისა და ჩარიცხვის შემდგომ, ინფორმაცია ჩარიცხვის შესახებ ეცნობება აღსაზრდელის მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს",- ამბობს განათლების განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ბერიანიძე.
ზესტაფონში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. გზის კეთილმოწყობის სამუშაოები პირველ სვირში გეწაძეების უბანში დაიწყო.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოფლის საუბნო გზის აღდგენა არმირებული ბეტონის საფარით პირველად ხდება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გზის რეაბილიტაცია 129 888 ლარით არის დაფინანსებული. კეთილმოწყობის სამუშაოებს მერიის დაკვეთით შპს “ლომი” ასრულებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა – გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა...
ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩის საავტომობილო გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. პროექტის ღირებულება 4 350 000 ლარს ოდნავ აღემატება. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
პუშკინის ქუჩის 1,5 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციისთვის კი 1 860 000 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი.
სატენდერო დოკუმენტების მიხდვით, დაგეგმილია ასფალტო-ბეტონის გზის საფარის, ტროტუარების, ეზოებში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. სამუშაოები პუშკინის ქუჩის შემთხვევაში ხელშეკრულების დადებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს, ხოლო...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო და ქვემო ქვიშიანში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს, მონიტორინგის მიზნით, მერიის სამსახურებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი – რამაზ ბუდაღაშვილი გაეცნო.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს”როუდ სოლუშენი” 917,777 ლარად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ახორციელებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ლაშა გოგიაშვილი მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან ერთად,ლ კვახჭირის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხელმძღვანელმა პირებმა კვახჭირში მერის წარმომადგენელ – რომან მამრიკიშვილსა და დეპუტატ მირზა აფრიდონიძესთან ერთად სოფელ სარბევში, მეკხალონის დასახლებაში გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს, რომელიც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, შპს “ჯეო ბილდის” მიერ ხორციელდება. ასევე, მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან პროექტის ხარისხისა და ვადების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
როგორც...
თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ იმსჯელეს.
სხდომაზე დეპუტატებმა საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძეს მოუსმინეს, რომელმაც კომისიის წევრებს გამგეობების და ზოგიერთი საქალაქო სამსახურისთვის მიკუთვნებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში კვარტალური ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხის თაობაზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.
სხდომას ქონების მართვის და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია უძღვებოდა.
“საქართველოს საავტომობილო ფედერაციის” ვიცე-პრეზიდენტის, მევლუდ მელაძის შეფასებით, ქვეყანაში ავტობუსების საკმარისი რაოდენობა არ არის იმისთვის, რომ სოციალური დისტანციის თაობაზე სპეციალისტების რეკომენდაციები სრულად გათვალისწინებული იყოს. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ავტობუსების დამატება აუცილებელია.
„საკუთარი გამოცდილებით ვიტყოდი, რომ ავტობუსების რაოდენობა საკმარისი არ არის, რადგან როდესაც სამსახურები მთავრდება, ასეთ შეთხვევაში ხალხის ნაკადი ძალიან დიდია, ხალხი სოციალურ დისტანცირებას ვეღარ ახდენს. შემდეგი ნომერი ავტობუსის ლოდინი ძალიან დიდ დროს...
დაბა სურამში სარაჯიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მშენებლობა, უკვე დაგებულია ასფალტის საფარის პირველი ფენა, უმოკლეს დროში კი ასფალტის მეორე ფენის დაგება განხორციელდება და ქუჩა მთლიანად კეთილმოეწყობა.
პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 238 975 ლარს შეადგენს“,- განაცხადეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების...
რამდენიმე დღის წინ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ ონელებს ახალი მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ჩიკვაიძე წარუდგინა. მან თანამდებობაზე ემზარ საბანაძე შეცვალა.
დავით ჩიკვაიძე აცხადებს, რომ ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, კონკრეტული გეგმები აქვს. ჩიკვაიძესთან ინტერვიუ “რეგიონულმა კვირამ” ჩაწერა.
“მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 2 კვირაა გასული ჩემი დანიშვნიდან, მაინც მოვასწარი თითქმის ყველა თანამშრომელს შევხვედროდი. ბევრ შემთხვევაში რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა, ისინი კარგი...
შემდეგი სტატია
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ საოლქო პროკურატურას მიმართა, ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას და კომპანია „მ²-ს“ შორის არსებულ გარიგებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
„შევიტანე პროკურატურაში განცხადება, სადაც ვითხოვ, რომ დაიწყოს გამოძიება ზუგდიდის მერის, გეგა შენგელიას და მ²-ს შორის არსებულ კორუფციულ გარიგებაზე. ყველას გახსოვთ, რომ კომპანიამ იყიდა ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორია და აიღო რამდენიმე ვალდებულება. თუმცა...
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რუსთაველის და ჭავჭავაძის ქუჩებზე მიმდინარე სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ჭავჭავაძის ქუჩის #52 -ის მიმდებარედ არსებულ სკვერში ახალი ქვაფენილი დაიგო, მოეწყო გაზონები, განათება, დაირგო დეკორატიული მცენარეები, დაიდგმება საპარკე სკამები და გაკეთდება ღობე.
მათივე ინფორმაციით, სკვერის რეაბილიტაციისთვის განსაზღვრულია 83265 ლარი, სამუშაოებს შპს „არადანი“ ასრულებს.
დასასრულს უახლოვდება რუსთაველის ქუჩის #120-ის მიმდებარე ტერიტორიაზე...
საქართველოს პარლამენტში მუშავდება კანონპროექტი, რომელშიც კონკრეტულად გაიწერება, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით რა ტიპის დარღვევების პრევენციაა აუცილებელი და განისაზღვრება შესაბამისი სანქცია.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, შესაძლოა, სანქციით დასჯადი გახდეს პირბადის ტარების წესის დარღვევა როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, სადაც მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობის თავშეყრა ხდება.
"კორონავირუსი არსებობს და ჯერ არ არის დამარცხებული, შესაბამისად, საჭიროა ადაპტირება არსებულ სიტუაციასთან და საკანონმდებლო სივრცეც უნდა იყოს ისეთი,...
სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს. რეკომენდაციები, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა შემუშავებული.
“დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აქტიურად ატარებენ მონიტორინგს, ბიზნესოპერატორებისთვის ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს გასცემენ და კვების ობიექტებში არსებულ ვითარებას ეცნობიან.
რეკომენდაციები, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































