ივლისიდან აღსაზრდელთა რეგისტრაცია გორის საბავშვო ბაღებში მშობლებს ელექტრონულად შეეძლებათ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გორის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, რეგისტრაციის შესახებ სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ინფორმაციას 1 თვით ადრე გაავრცელებს.
“აღსაზრდელთა რეგისტრაციისა და ჩარიცხვის შემდგომ, ინფორმაცია ჩარიცხვის შესახებ ეცნობება აღსაზრდელის მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს”,- ამბობს განათლების განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ბერიანიძე.