კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩა N77-ის მიმდებარედ, აქამდე არარსებული სანიაღვრე სისტემა მოეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას კრწანისის რაიონის გამგებელი, ლევან ჯაფარიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. ჯაფარიძის თქმით, სანიაღვრე სისტემამ მოსახლეობისათვის წყალმოვარდნის პრობლემა უნდა აღმოფხვრას. "მთლიანად შეიცვალა წყალარინების ქსელი, ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის საფარის მოწყობა", - წერს ჯაფარიძე. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, გემგეობის ცნობით, ამ ეტაპზე ასფალტის დასხმა ორთაჭალის ქუჩის N77-დან წინანაურის ქუჩამდე მიმდინარეობს. ასევე,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის III ლოტის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2020 წლის 4 ივნისი, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, სამუშაოების დასრულება აღნიშნულ ვადაში ვერ ესწრება და საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა გაგრძელდეს 2020 წლის 11 ივნისის...
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მიკროგრანტებისა და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გარდა ბიუჯეტის ზრდისა, მინიმალური საგრანტო თანხა 20-დან 30 ათას ლარამდე გაიზარდა. „ცვლილებები იქნება “აწარმოე საქართველოში”, რომელსაც ჩვენ დღეს ასევე მივიღებთ. ამ ცვლილებებს აქვს ბევრი სხვადასხვა მიმართულება, მე გამოვყოფ მხოლოდ ერთს, რაც ასევე მნიშვნელოვანია - მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამები, რომელიც ბოლო...
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ბიზნესის, მცირე მეწარმეობის, ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად ახორციელებს, იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ სივრცეში იქნება განთავსებული. „აწარმოე საქართველოში“, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის პროგრამები, უახლოეს ერთ თვეში საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების საშუალებითა და არხებით პირდაპირ მივა ჩვენს თითოეულ მოქალაქესთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ბიზნესის, მცირე მეწარმეობის, ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად,...
მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია უკვე გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, 22 მაისიდან დღემდე თეთრიწყაროს რაიონში ინფიცირების არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. „მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო თეთრიწყაროს რაიონს. მოგეხსენებათ, თეთრიწყაროს რაიონში არის საკმაოდ მძიმე შეზღუდვები დაწესებული. ინფიცირების ბოლო შემთხვევა გვქონდა 22 მაისს. 22 მაისიდან 4 ივნისამდე, დღემდე ერთი ინკუბაციის...
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე, დევნილთა ჩასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღისთვის განკუთვნილი ტერიტორია, დღეს დაათვალიერეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ, ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტოტმა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერმა მზევინარ ჯოჯუამ. მერიის ცნობით, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, აგრეთვე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება კ.გამსახურდიას ქუჩაზე არსებულ N1 საბავშო ბაღს. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, ახალი...
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში 2020 წლის პირველ თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღების მეორე ეტაპი 4 ივნისიდან დაიწყო და 18 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. პირველ...
მცხეთის მუნიციპალიტეტში მტკვარსა და არაგვზე არსებულ ხიდებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „04 ივნისიდან 10 ივნისამდე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-19 კმ-ზე მდებარე მდინარე მტკვარზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე, კერძოდ ხაშური-თბილისის მიმართულებაზე და 25-ე კმ-ზე არსებულ მდ.არაგვზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე ორივე მიმართულებაზე, ხიდის სავალი ნაწილის მოფრეზვის...
წელს კახეთის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში: თელავში, გურჯაანში, ახმეტასა და სიღნაღში მთის ფონდის ფარგლებში 1 400 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ცნობით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ თეთრიწყლებში იმყოფებოდნენ, სადაც გზის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლები სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ. "ვიმყოფებით თელავის მაღალმთიან სოფელ...
ავტორი: ეკატერინე ბასილაია საქართველოს მუნიციპალიტეტების უმრავლესობას ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა არ გააჩნია და ახალ-ახალი მშენებლობები რაიმე ერთიანი ხედვის მქონე დოკუმენტის გარეშე ხდება, რამაც შედეგად ქაოტური განაშენიანება, გამწვანებული ზონებისა და საჯარო სივრცეების მნიშვნელოვანი შემცირება მოიტანა. საჯარო სივრცეებში მშენებლობებს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები წლებია, აპროტესტებენ ქალაქ ოზურგეთშიც. წელს კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ორგანიზაცია "პროგრესის სახლმა", "ღია საზოგადოების ფონდის" დაფინანსებით, დაიწყო კამპანია, რომელიც ქალაქის გენგეგმის მიღების...
მუნიციპალური განვითარების ფონდმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. როგორც ცნობილია, სოფელ ქვემო მაჩხაანში ყოფილი სკოლის შენობა, რომელიც რამდენიმე წელია, აღარ ფუნქციონირებს, გასულ წელს დაანგრიეს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს არ ატარებდა, ის სოფლისთვის ისტორიული მნიშვნელობის შენობა იყო. მისი დანგრევის გამო კი სოფლის მცხოვრებთა ნაწილმა პროტესტიც გამოთქვა. როგორც გაირკვა, შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება, სოფლის...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გადაადგილება სპეციალური რეჟიმითაა შესაძლებელი, კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა შემოდგომაზე ჩაიკეტა და ამ დრომდე მოძრაობა...
დღეს, 3 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. გაეცნო წყალარინების სისტემისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის პროცესს. როგორც მან რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობაა, რომელსაც  აზიის განვითარების ბანკი 150 000 ლარით აფინანსებს. ცქიტიშვილის თქმით, გარდა ამისა, მარნეულში ამ ეტაპზე 7 ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება შენდება. მათ შორისაა...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, გიგა მანდარიას განცხადებით, ლაგოდეხის მოსახლეობასთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით ათი დღის ვადაში მოხდება შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები და შესაბამისი გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. გიგა მანდარიას განცხადებით, გამრიცხველიანება არის აუცილებელი პირობა, რომ ლაგოდეხის მოსახლეობამ 24- საათიანი წყლის მიწოდებით ისარგებლოს. „მოსახლეობა დათანხმდა გამრიცხველიანებას იმისათვის, რომ მათ 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლონ. უნდა ითქვას, რომ გამრიცხველიანება...
„ჯივიპიმ“ დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანი 30 სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, კომპანიამ შექმნილ ვითარებაში ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით შეუფერხებლად შეასრულა სამუშაოები და მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტები დაგეგმილ ვადაში განახორციელა. მათივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ჭავჭავაძის გამზირზე, ვეკუა-ხიზანიშვილის, ნოე ხომერიკის, ლესელიძის, ლეჟავას და რადიანის ქუჩებზე. საგანგებო რეჟიმში მიმდინარე პროექტების ფარგლებში შეიცვლა 31 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი და ჯამურმა ინვესტიციამ...
მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 84 სოფელია. 2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში 84-ვე სოფელი ჩაერთო. მარნეულის მერიის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს ატარებდნენ და „სოფლის კრებებზე“ განსახორციელებელ პროექტებს განსაზღვრავდნენ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მარნეულის 84 სოფლიდან 55-ში მოსახლეობამ გარე განათების მოწყობა გადაწყვიტა. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი ამბობს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მოქალაქეთა მონაწილეობის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ