ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, წელსაც ტურისტებს ხულო-ზარზმის დაზიანებულ გზაზე მოუწევთ გავლა. 2017 წელს, დაანონსებული გზის რეაბილიტაცია, ამ დრომდე არ დაწყებულა. მოსახლეობას კი გოდერძის უღელტეხილისკენ მიმავალი ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის რეაბილიტაციის მოლოდინი აღარ აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. გზის მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს. ირაკლი ჯორბენაძე განმეორებით ჩატარებული ტენდერის შედეგებზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ ამჯერადაც, მმართველი გუნდი, მორიგი წინასაარჩევნო  დაპირების გასაცემად...
მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სახელმწიფო ტყის საკუთრებაში გადაცემა დისკრიმინაციულია და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სახელმწიფო ტყის გადაცემის შესაძლებლობა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დისკრიმინაციული ხასიათისაა სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ, რადგან მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დამატებითი ფინანსური და ქონებრივი გარანტიების მინიჭება სხვა რელიგიურ გაერთიანებებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. „საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 22 მაისს მხარი დაუჭირა...
საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ინტენსიური სამუშაოების შედეგად ვადაზე ადრე დასრულდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, ამ გზით ხორციელდება ქვეყანაში შემოსული ძირითადი სატრანზიტო გადაზიდვები, შესაბამისად ამ მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, გზის საფარი დაზინებული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, რეაბილიტაციის პროექტით, განხორციელდა მიწის...
ქობულეთში ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო. ქობულეთის მერიამ პლაჟზე საშხაპეების მოსაწყობად ტენდერი უკვე გამოაცხადა. მუნიციპალიტეტი მოახლოებულ სეზონზე 7 ახალი საშხაპის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც 9 500 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. რაც შეეხება გასახდელებს, სანაპიროზე მათი მოწყობა ამ ეტაპზე არ იგეგმება. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ელოდებიან. "წელს ჯამში იგეგმება 7 ერთეული საშხაპის შეძენა, რისთვისაც 9 500 ლარი დაიხარჯება. შარშან...
video
პროგრამა ფერმერებისთვის, რომელზე წვდომაც სოფლად მცხოვრებელთა უმეტესობას არ აქვს. მას ვისაც მოტობლოკის და ტრაქტორის შეძენის საჭიროება აქვს სახელმწიფო 50%-იანი თანადაფინანსებას სთავაზობს, თუმცა, განაცხადების შეტანის წარდგენის პროცესი იმდენად ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს, რომ ფერმერთა უდიდესი ნაწილი რეგისტრაციას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ტვ25 სიუჟეთს ავრცელებს. სიუჟეტში ნათქვამია, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ამ პროგრამის შესახებ საერთოდ არაფერი იცის. "ხელების ამარა 57 წლის ფერმერი მას შემდეგ...
video
წინა სტატია პანდემიის პირობებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფელში მაცხოვრებლებს ჩითილებით დაეხმარა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათი რაოდენობა 7-ს უდრის. თუმცა, აქ თავს მეორე პრობლემაც იჩენს. ფერმერებმა ჩითილებით სარგებლობა ვერ შეძლეს, რადგან მათი დიდი ნაწილი გადარგვიდან მალევე გახმა. რას ამბობენ ადგილობრივები? - ამ თემაზე სიუჟეტი ტვ25-მა მოამზადა.  კიტრის 7 ჩითილი ერთ ოჯახს - ასე დაეხმარა პანდემიის დროს „წითელ ზონაში“ გამოკეტილ...
video
ბათუმში უკანონო მშენებლობები არ ჩერდება, ხშირ შემთხვევაში კი ნებართვები უკვე აშენებულ შენობებზე გაიცემა. ამის შესახებ სიუჟეტს აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. სიუჟეტში ნათქვამია, რტომ კერძო პირები კვლავაც სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით, მიწას კი უკანონო მშენებლობებით იკავებენ - ეს დარღვევები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მას შემდეგ გამოავლინა, რაც ბათუმის მერიის მიერ 2016-2018 წლებში, მშენებლობის ნებართვის გაცემასა და სახელმწიფო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა. სახელმწიფო...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად, შიდა-საუბნო გზების რეაბილიტაცია განსაზღვრა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის N390 განკარგულების მიხედვით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, აღნიშნულ სამუშაოებს თერჯოლის მუნიციპალიტეტში კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს “ჯეო ბილდი” შეასრულებს. გოდოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის მოწყობა ბროლისქედში, კერძოდ თაბაგრებისა და მაღლაკელიძეების უბანშიც მიმდინარეობს. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა გოგიაშვილმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მერის წარმომადგენელ...
ევროკავშირის გრანტის დაფინანსებით თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი უახლოეს დღეებში დასრულდება. პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების ფასადები რეაბილიტირდა, მოეწყო ღობეები და თითოეული მოსახლის კარები განახლდა. პროექტის სრული ღირებულება 54 300 ლარს შეადგენს. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, 2018 წელს ევროკავშირის გრანტი მოიპოვა. ევროკავშირის ფინანსური დახმარებით გასულ წელს თამაზ სტეფანიას სახელობის ძველ გერმანულ უბანში ქვაფენილი დაიგო, მოწესრიგდა საკანალიზაციო სისტემა,...
წინა სტატია სექტემბრამდე ასეთი ტიპის ობიექტების გახსნაზე საუბარი ნაადრევია,- ამის შესახებ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ საზაფხულო ბაღების გახსნის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, იმის გამო, რომ ბაღებში აღსაზრდელების ერთ სივრცეში თავმოყრა ხდება, შესაძლოა, ბავშვები ოჯახში ინფექციის მიტანის წყარო გახდნენ. „ვინაიდან ერთ სივრცეში ხდება კონცენტრაცია, ბავშვები შესაძლოა გახდნენ სხვადასხვა ოჯახებში ინფექციის მიტანის საფუძველი. ამიტომ სექტემბრამდე ასეთი ტიპის ობიექტების გახსნაზე...
ქუთაისში რამდენიმე სპორტული სკოლის და დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქუთაისის მერის ინფორმაციით, ლევან კირკიტაძის სახელობის ფარიკაობის სპორტული სკოლის რეაბილიტაცია მოიცავს როგორც შენობის ფასადის განახლებას, ასევე ინტერიერის მოწესრიგებას. შეიცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი და ჭერი, გათბობის, წყალგაყვანილობის და ელექტროობის სისტემები. სამუშაოებს შპს“ ბოუერი“ აწარმოებს, ფარიკაობის სპორტული სკოლის შეკეთებისთვის 77774 ლარია გამოყოფილი და სექტემბერში უნდა დასრულდეს. ,,სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს პუშკინის ქუჩაზე მდებარე კრივის დარბაზშიც. შენობაში სრულად...
ისნის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ვაზისუბნის IIIმ/რ, II კვარტალის, N9 კორპუსში მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის მიხედვით, 708 გრძ.მ წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია და 21 ახალი რკინა-ბეტონის ჭის მოწყობა მიმდინარეობს. „სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ 187 ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. სამუშაოების მიმდინარეობას ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძე გაეცნო და ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა. გამგებელთან...
ქუთაისი-თბილისის მიმართულებით საქალაქთაშორისო მგზავრობის ღირებულება გაძვირდა. დღეიდან მგზავრებს 12 ლარის ნაცვლად, 15 ლარის გადახდა მოუწევთ. მძღოლების ინფორმაციით, მგზავრობის ღირებულების გაზრდა, სხვადასხვა სერვისებზე ფასების მატებამ გამოიწვია. ქუთაისის ავტოსადგურიდან ტრანსპორტის მოძრაობა ყველა მიმართულებით განახლდა. დღეიდან მგზავრებს გადაადგილება რეკომენდაციების დაცვით მოუწევთ.
შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცის ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შაორის ტბის სანაპიროზე სასტუმრო „შაორი“ ფუნქციონირებისთვის მზადაა, ჯანდაცვის სამინისტროს მითითებების შესაბამისად, სასტუმროს აღჭურვას ახორციელებენ, ორმეტრიანი დაშორება მაგიდებს შორის, პირბადეებით, ხელთათმანებით, დეზობარიერებით და, რა თქმა უნდა, სადეზინფექციო ხსნარებით სასტუმრო უზრუნველყოფილი რამდენიმე დღეში იქნება, რომლის შემდგომაც შესაბამისი უწყებების ნებართვას დაელოდებიან. “სასტუმრო მეორე...
წინა სტატია საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების და წყალარანიების სისტემების მშენებლობის პროცესს გაეცნო. „განსაკუთრებით რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მარნეულში ინფრასტრუქტურული სამუშაო გაჩერებული გვქონდა, ახლა კი ყველა პროექტი განახლდა და სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია წყალმომარაგებისა და წყალარანიების სისტემების მშენებლობა, რომელიც ასობით ოჯახის გრაფიკის გარეშე, 24-საათიან მომარაგებას უზრუნველყოფს. ეს პროექტი, რომელსაც აზიის განვითარების...
კერძო ბაღები შეზღუდვების მოხსნას და სააღმზრდელო პროცესის განახლებას ითხოვენ. ამის შესხებ განცხადებას კერძო ბაღების საინიციატივო ჯგუფი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის 60-მდე დაწესებულებამ შესაბამისი მიმართვა მოამზადა და პრემიერმინისტრის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გადააგზავნა. მათი განმარტებით, ბაღების წარმომადგენლებმა იგივე შინაარსის წერილი მერიას, ბაღების სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროსაც გაუგზავნეს. ერთობლივი პეტიციით კერძო ბაღები მათთვის რეკომენდაციების შემუშავებას ითხოვენ. აღმზრდელები ამბობენ, რომ მათთვის მუშაობის სპეციალური გრაფიკი უნდა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ