ქუთაისში რამდენიმე სპორტული სკოლის და დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

353

ქუთაისში რამდენიმე სპორტული სკოლის და დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ქუთაისის მერის ინფორმაციით, ლევან კირკიტაძის სახელობის ფარიკაობის სპორტული სკოლის რეაბილიტაცია მოიცავს როგორც შენობის ფასადის განახლებას, ასევე ინტერიერის მოწესრიგებას. შეიცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი და ჭერი, გათბობის, წყალგაყვანილობის და ელექტროობის სისტემები. სამუშაოებს შპს“ ბოუერი“ აწარმოებს, ფარიკაობის სპორტული სკოლის შეკეთებისთვის 77774 ლარია გამოყოფილი და სექტემბერში უნდა დასრულდეს.

,,სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს პუშკინის ქუჩაზე მდებარე კრივის დარბაზშიც. შენობაში სრულად შეიცვლება კარ-ფანჯრები, ამორტიზირებული ხის, მეთლახის და კაფელის იატაკები, ჭერი. განახლდება რინგის დარბაზი, გასახდელები, საშხაპეები, ანტრესოლი. კრივის დარბაზის რეაბილიტაციაზე 109961 ლარი დაიხარჯება. ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ბა-ნი“ -მ სამუშაოები ოქტომბერში უნდა დაასრულოს”, – განმარტავენ მერიაში.