რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან

826

შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცის ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შაორის ტბის სანაპიროზე სასტუმრო „შაორი“ ფუნქციონირებისთვის მზადაა, ჯანდაცვის სამინისტროს მითითებების შესაბამისად, სასტუმროს აღჭურვას ახორციელებენ, ორმეტრიანი დაშორება მაგიდებს შორის, პირბადეებით, ხელთათმანებით, დეზობარიერებით და, რა თქმა უნდა, სადეზინფექციო ხსნარებით სასტუმრო უზრუნველყოფილი რამდენიმე დღეში იქნება, რომლის შემდგომაც შესაბამისი უწყებების ნებართვას დაელოდებიან.

“სასტუმრო მეორე წელია ფუნქციონირებს, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის თანადაფინანსებით აშენდა, დასაქმებულია 30 ადამიანი, რომელთა უმეტესობა ადგილობრივია, სასტუმროში შესაძლებელია 70-მდე ადამიანს უმანსპინძლონ. სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე სასტუმროების ფუნქციონირებისთვის მზადების პროცესს ადგილზე გაეცნო. როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, საბედნიეროდ, რაჭა მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს, რაც ზრდის რაჭაში დასვენების მსურველთა რაოდენობას, რომელთაც ტურისტულად მიმზიდველი კეთილმოწყობილი ადგილები, რეაბილიტირებული გზები, სპორტული და სხვადასხვა სახის განახლებული ინფრასტრუქტურა ელოდებათ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.